კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მე­კი) თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით წარ­დგა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ისა­უბ­რა. შეხ­ვედ­რა გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ელ­გუ­ჯა მე­ლა­ძემ.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სე­მე­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­აც­ნეს ახა­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის სა­მიზ­ნე მო­დე­ლი. ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებს, სა­დაც ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნას­წო­რი, არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სის გამჭვირ­ვა­ლედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი მომ­ხმა­რე­ბელს მის­ცემს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დოთ ახა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის პი­რო­ბებ­ში ვაჭ­რო­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებ­ზე.

„დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევრ კომ­პა­ნი­ებს მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ახალ ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ცნო­ბი­ლია, რომ ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ზა­რი ეტა­პობ­რი­ვად გა­და­დის ახალ მო­დელ­ზე, რაც მომ­ხმა­რე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ელექტრო­ე­ნერ­გია შე­ის­ყი­დოს მის­თვის სა­ჭი­რო დროს კონ­კუ­რენ­ტულ ფა­სად. ახა­ლი ბაზ­რის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა ბაზ­რის შიდა რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და სხვა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის სა­ი­მე­დო­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბა­ზარ­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მა­ღა­ლი დონე, ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­სა და გას­ვლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მაქ­სი­მი­ზა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძუკუ
2

ამის ცოლს კიდე აქვს ტყე ოკუპირებული თუ დეოკუპატიზაცოა განიცადა?!

ალექს
6

სიის ნომერიც გვითხარით და გეტყვით რამდენ ხმას აიღებთ ქოცები!

ავტორი:

დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს, სადაც ბაზრის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობები, კონკურენტული ფასის გამჭვირვალედ ჩამოყალიბება, აღნიშნული კი მომხმარებელს მისცემს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.

დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში ვაჭრობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.

„დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მათი შესაძლებლობების შესახებ. ცნობილია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზარი ეტაპობრივად გადადის ახალ მოდელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ელექტროენერგია შეისყიდოს მისთვის საჭირო დროს კონკურენტულ ფასად. ახალი ბაზრის ფარგლებში მოხდება ბაზრის შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სხვა ტიპის მომსახურებების დანერგვის ხელშეწყობა, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა ბაზარზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, ბაზარზე შესვლისა და გასვლის თავისუფლება, სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაცია“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.