სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე 300 ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლად და­ფა­რავს.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამის­თვის, წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო­ფა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 300-მდე ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვი გვყავს, რო­მელ­საც, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს, გა­მო­ყო­ფი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი ლარი წე­ლი­წად­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს არ არის ყვე­ლა ის პი­რო­ბა იმის­თვის შექ­მნი­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტებს სრულ­ყო­ფი­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი, კარ­გი სტან­დარ­ტის სერ­ვი­სე­ბი მი­ვა­წო­დოთ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. ისე­თი სერ­ვი­სე­ბის­თვის რო­გო­რი­ცაა, თუნ­დაც პრო­ტო­ნუ­ლი თე­რა­პია, დას­ხი­ვე­ბა და ა.შ. რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი ჯდე­ბა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, 100 ათა­სი ევრო ჯდე­ბა ერთ კურ­სი. რა თქმა უნდა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე 300 ბავ­შვი სრუ­ლად და­ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა მთელს მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც მოხ­დე­ბა ამ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. ბი­უ­ჯე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი და ჩვენ სრუ­ლად დავ­ფა­რავთ ყვე­ლა ხარჯს, იქ­ნე­ბა ეს მკურ­ნა­ლო­ბის, ცხოვ­რე­ბის თუ მგზავ­რო­ბის. ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ყვე­ლა ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა და­ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, საქ­მე ეხე­ბა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას და ჩვე­ნი ვა­ლია ყვე­ლა ასეთ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­როთ. კარ­გია, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით და გა­მოვ­ნა­ხეთ სა­თა­ნა­დო თან­ხე­ბი ამ მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
6

300-ზე მეტი ბავშვი არ ყავს საქართველოს ონკოპაციენტი? დანარჩენებს რა ეშველებათ? 

ურწმუნო
13

 სანამ ეს აქცია ონკობავშვების არ შეგება სრულად თვალი მივადევნოთ ნამდვილად არ მჯერა და მომკალით. 100 ქარხნის აგუგუნებასაც ვიჯერებდი და ისეთ დემოკრატიას ევროპას რომ გავაკვირვებთ!????ფაფუ!! ტყუილი, ტყუილი გვაბოლებენ....ფხიზლად იყავით მშობლებო.. ისეთებს გვპირდებოდნენ გაიხსენეთ!

ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.