Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლანი" მხოლოდ სასამართლოში არ არის, მას დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში" - ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი
"კლანი" მხოლოდ სასამართლოში არ არის, მას დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში" - ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი

უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, ვი­თომ სა­სა­მარ­თლოს მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ეგი­დით, სი­ნამ­დვი­ლე­ში "კლა­ნის“ დაც­ვის­თვის ბრძო­ლა იყო , - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ, ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა, მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, "კლა­ნი" მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ არის, საყ­რდე­ნი აქვს სა­პარ­ლა­მენ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც.

მან ისა­უბ­რა 4 ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის მი­მართ აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე ისა­უბ­რა.

"ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მო­სა­მარ­თლის და­სან­ქცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც დარ­წმუნ­და, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უბ­რის ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­წუ­რა. ამას­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის­ცა შან­სე­ბი, რომ რა­ღაც დას­კვნე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"კლა­ნი“ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო­ში არ არის, ის გა­და­დის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. დიდი საყ­რდე­ნი აქვს სა­პარ­ლა­მენ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ჩათ­ვლით „კლა­ნის“ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. გუ­შინ­დე­ლი მათი გა­მოს­ვლე­ბი, ვი­თომ სა­სა­მარ­თლოს მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ეგი­დით, სი­ნამ­დვი­ლე­ში „კლა­ნის“ დაც­ვის­თვის ბრძო­ლა იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ არ აქვს რე­სურ­სი, რომ „კლანს“ გა­ე­მიჯ­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა .

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში 2012 წლამ­დე და 2012 წლის შემ­დეგ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს სა­სა­მარ­თლოს ადე­იშ­ვი­ლი მარ­თავ­და, ეს მისი გავ­ლე­ნის სფე­რო იყო, რა­საც ადე­იშ­ვი­ლი აკე­თებ­და დღე­ვან­დე­ლი „კლა­ნის“ მეს­ვე­უ­რე­ბის - ჩინ­ჩა­ლა­ძის და ცერ­ცვა­ძის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ტყვე­ო­ბა­ში ერთი და იგი­ვე ფი­გუ­რან­ტებს ჰყავთ. მა­შინ ადე­იშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას და ამას აკე­თებ­და ჩინ­ჩა­ლა­ძე-ცერ­ცვა­ძის მეშ­ვე­ო­ბით. ადრე „კლა­ნი“ იმ გა­გე­ბით, რა გა­გე­ბი­თაც დღეს მო­ვი­აზ­რებთ, არ იყო. ამა­ზე სწო­რი შე­ნიშ­ვნა გა­ა­კე­თა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში იმის ფუ­ფუ­ნე­ბაც არ ჰქონ­დაო, რომ „კლა­ნი“ შე­ექ­მნა­თო. ანუ „კლა­ნი“ სა­სა­მარ­თლოს­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნი­შა­ნი ჰგო­ნია.

2012 წლი­დან სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ობსტრუქ­ცი­ის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. სის­ტე­მის მმარ­თვე­ლად ჩინ­ჩა­ლა­ძე დარ­ჩა, თუმ­ცა მან იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნად მუ­რუ­სი­ძის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზა. მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ ნე­გა­ტივს მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ ჩინ­ჩა­ლა­ძე დარ­ჩე­ბო­და კუ­ლი­სებ­ში. ასეც მოხ­და, მუ­რუ­სი­ძეც და­თან­ხმდა ამ როლს. მთე­ლი ნე­გა­ტი­ვი წა­ვი­და მას­ზე და ჩინ­ჩლა­ძემ კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა გა­და­წყვი­ტა“, - გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს კო­რუფ­ცია რა­ზეც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­უბ­რობს, მწა­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს სა­სა­მარ­თლოს ადე­იშ­ვი­ლი მარ­თავ­და, დღეს მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის „ზე­ვით“ არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი.

"ადე­იშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო. დღეს ჩინ­ჩა­ლა­ძის ზე­ვით არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი. ჩინ­ჩა­ლა­ძის ძა­ლა­უფ­ლე­ბა და მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო გახ­ლავთ ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ჩინ­ჩა­ლა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ არა უსას­ყიდ­ლოდ. ამავდრო­უ­ლად შე­მო­ვი­და კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. ამ „კლა­ნის“ პი­რო­ბებ­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი დიდი დო­ზით შე­მო­ვი­და. ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, რო­დე­საც თქვა - კო­რუფ­ცია სა­სა­მარ­თლოს ზედა ეშე­ლონ­ში არი­სო, ამით თქვა რომ კო­რუფ­ცია არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რგოლ­ში. ე.ი. არის პარ­ლა­მენ­ტში, მე­რი­ა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ყველ­გან“, - გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართლაც
0

ქალბატონი მაია მწარიაშვილი უდიდესი პროფესიონალია, კარგი მოსამართლე იყო და საუკეთესო პროკურორი. ამისთანა კადრი ნებისმიერ ქვეყანაში სანატრელია.

123
4

ეს გაქცეულები, გაგდებულები და გაყიდულები არ დამთავრდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"კლანი" მხოლოდ სასამართლოში არ არის, მას დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში" - ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი

"კლანი" მხოლოდ სასამართლოში არ არის, მას დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში" - ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი

უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლები, ვითომ სასამართლოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ეგიდით, სინამდვილეში "კლანის“ დაცვისთვის ბრძოლა იყო , - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ, ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

მისი განცხადებით, "კლანი" მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ არის, საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაშიც.

მან ისაუბრა 4 ქართველი მოსამართლის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.

"ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან საუბრის ყველა რესურსი ამოწურა. ამასთან, ხელისუფლებას მისცა შანსები, რომ რაღაც დასკვნები გაეკეთებინა.

"კლანი“ მხოლოდ სასამართლოში არ არის, ის გადადის სასამართლო ხელისუფლებიდან. დიდი საყრდენი აქვს საპარლამენტო ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის სპიკერები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით „კლანის“ განუყოფელი ნაწილია. გუშინდელი მათი გამოსვლები, ვითომ სასამართლოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ეგიდით, სინამდვილეში „კლანის“ დაცვისთვის ბრძოლა იყო. ხელისუფლებას, სამწუხაროდ არ აქვს რესურსი, რომ „კლანს“ გაემიჯნოს“,- განაცხადა მწარიაშვილმა .

მან ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოს ადეიშვილი მართავდა, ეს მისი გავლენის სფერო იყო, რასაც ადეიშვილი აკეთებდა დღევანდელი „კლანის“ მესვეურების - ჩინჩალაძის და ცერცვაძის მეშვეობით.

სასამართლო სისტემა ტყვეობაში ერთი და იგივე ფიგურანტებს ჰყავთ. მაშინ ადეიშვილი განაგებდა სასამართლო სისტემას და ამას აკეთებდა ჩინჩალაძე-ცერცვაძის მეშვეობით. ადრე „კლანი“ იმ გაგებით, რა გაგებითაც დღეს მოვიაზრებთ, არ იყო. ამაზე სწორი შენიშვნა გააკეთა ირაკლი კობახიძემ. წინა ხელისუფლებაში სასამართლოში იმის ფუფუნებაც არ ჰქონდაო, რომ „კლანი“ შეექმნათო. ანუ „კლანი“ სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის ნიშანი ჰგონია.

2012 წლიდან სასამართლო სისტემა ობსტრუქციის რეჟიმში გადავიდა პროკურატურასთან. სისტემის მმართველად ჩინჩალაძე დარჩა, თუმცა მან იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის კანდიდატურა შესთავაზა. მოსამართლე, რომელიც ყველაზე მეტ ნეგატივს მიიღებდა, მაგრამ ჩინჩალაძე დარჩებოდა კულისებში. ასეც მოხდა, მურუსიძეც დათანხმდა ამ როლს. მთელი ნეგატივი წავიდა მასზე და ჩინჩლაძემ კულისებში ყოფნა გადაწყვიტა“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს კორუფცია რაზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოს ადეიშვილი მართავდა, დღეს მიხეილ ჩინჩალაძის „ზევით“ არის არაფორმალური მმართველი.

"ადეიშვილი ოფიციალურ თანამდებობაზე იყო. დღეს ჩინჩალაძის ზევით არის არაფორმალური მმართველი. ჩინჩალაძის ძალაუფლება და მისი ძალაუფლების წყარო გახლავთ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი. ჩინჩალაძე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, მაგრამ არა უსასყიდლოდ. ამავდროულად შემოვიდა კორუფციული ინტერესები. ამ „კლანის“ პირობებში კორუფციული ელემენტები დიდი დოზით შემოვიდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც თქვა - კორუფცია სასამართლოს ზედა ეშელონში არისო, ამით თქვა რომ კორუფცია არის ხელისუფლების ყველა რგოლში. ე.ი. არის პარლამენტში, მერიაში, პროკურატურაში და ყველგან“, - განაცხადა მწარიაშვილმა.