კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხიბვლელი ნუცას მიმართ ინტერესი ნუ გაგიკვირდებათ... რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?" - რას წერენ აფხაზები ნუცა ბუზალაძის შესახებ?
"მომხიბვლელი ნუცას მიმართ ინტერესი ნუ გაგიკვირდებათ... რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?" - რას წერენ აფხაზები ნუცა ბუზალაძის შესახებ?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­და, (რომ­ლის "მი­ლან­თან" გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­დეს), აფხა­ზე­ბი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­საც აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ხმის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ისი­ნი და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­ში წერ­დნენ, რომ ნუ­ცას­თვის ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ, სა­იტ­ზე ვერ გა­და­დი­ოდ­ნენ და კი­თხუ­ლობ­დნენ, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო...

ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მათი აქ­ტი­უ­რო­ბის მი­მართ გა­ო­ცე­ბა და აშ­კა­რა აგ­რე­სი­აც გა­მო­ხა­ტა, თუ რა­ტომ ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ბე­დით... ზოგ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ნუ­ცას შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი და "მის გა­მოს­ვლებს ახლა ჩა­უჯ­დე­ბო­და"... იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ასე­თი კი­თხვის დას­მა უდი­დეს გამ­ბე­და­ო­ბად მი­იჩ­ნია და აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდებს ბევრ რა­მე­ზე წინა თა­ო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ კარ­გია ეს თუ ცუდი, დრო გა­არ­კვევს...

"მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­კი­თხავ. რა­ტომ არას­დროს მსმე­ნია ქარ­თვე­ლის­გან, რომ აფხაზ შემ­სრუ­ლე­ბელს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს? ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბა ჩვენს თავს. თუ ვინ­მე მე­ტყვის (და ვიცი, ბევ­რი ასე ამარ­თლებს ჩვე­ნე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ინ­ტე­რესს ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ), რომ ნიჭს ეროვ­ნე­ბა არ აქვს, ჩვენც გვყავს ნი­ჭი­ე­რე­ბი" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ელ­მი­რა კვა­ძ­ბა.

მას გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ ეთან­ხმე­ბა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­დან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვან გუნ­დებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ომის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი ათე­უ­ლის წლის შემ­დეგ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი და ამის გამო, ორ თა­ო­ბას შო­რის მუდ­მი­ვი კედ­ლის შე­ნე­ბა უშე­დე­გო იქ­ნე­ბა...

"ორი წლის წინ, სო­ხუმ­ში, ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში ვი­ყა­ვი, ერ­თად შევ­ხვდით ახალ წელს. თბი­ლი­სი­დან სტუმ­რე­ბი ჰყავ­დათ, დედა-შვი­ლი. აქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს თუ არ ჩავ­თვლით, ჩა­მო­სუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქამ­დე არ მქო­ნია, გო­გო­ნას გი­ტა­რა ჰქონ­და თან, მას­პინ­ძელს ოჯახ­ში მშვე­ნი­ე­რი პი­ა­ნი­ნო ჰქონ­და და მთე­ლი ღამე სიმ­ღე­რა არ შე­წყვე­ტი­ლა, უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს, მათ შო­რის, მას­პინ­ძლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ტექ­სტის ში­ნა­არ­სი არ მეს­მო­და, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნი იყო. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ მე­ზობ­ლებს არ ეს­მო­და იმ სახ­ლი­დან გა­სუ­ლი ხმე­ბი... სახ­ლში, ოჯა­ხის წევ­რებს რომ მო­ვუ­ყე­ვი, მუ­სი­კამ და კულ­ტუ­რამ რა და­ა­შა­ვაო, მი­თხრეს. ასე რომ, ნურც მომ­ხიბ­ვლე­ლი ბუ­ზა­ლა­ძის მი­მართ ინ­ტე­რესს ნუ გა­იკ­ვირ­ვებთ" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სერ­გი აკა­ბა.

"კვა­რა­ცხე­ლი­ას მერე არც ამ გო­გო­ნას მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი გამ­კვირ­ვე­ბია. ნიჭი ყვე­ლა ერში და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ეს გო­გო­ნა მარ­თლა ცე­ცხლს ან­თებს სცე­ნა­ზე. ამე­რი­კის­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში, ასეთ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს. ბრა­ვო მას... სა­სი­ა­მოვ­ნოა მისი მოს­მე­ნა, სი­თა­მა­მე, სცე­ნა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვერ შევ­ძე­ლი, თო­რემ ნამ­დვი­ლად ვცდი­ლობ­დი ხმა მი­მე­ცა. იმე­დია, კი­დევ ბევ­რჯერ ვნა­ხავთ დიდ სცე­ნა­ზე" - წერს სო­ხუ­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"აქ პო­ლი­ტი­კა­ზე კი არა, ნიჭ­ზეა სა­უ­ბა­რი და რო­დე­საც ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის, იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლია?.. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვი­ღა­ცე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­შებს ჩუ­მად უყუ­რებ­დნენ, შემ­დეგ კი სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, დი­ლის ყა­ვის და­სა­ლე­ვად გა­მო­სუ­ლი კა­ცე­ბის გა­ცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თიც მო­მის­მე­ნია "კვა­რას" მატ­ჩებ­ზე... ბრმე­ბი და ყრუ­ე­ბი არ ვართ, ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვართ და ნი­ჟა­რა­ში ვერ და­ვი­მა­ლე­ბით, სპორ­ტი, მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ყვე­ლა­ფერ­ში საფრ­თხის და­ნახ­ვას ნუ ცდი­ლობთ", - მი­აჩ­ნია მური ჩა­მა­გუ­ას.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ucxo
2

ელმირა კვაწძას მინდა მივმართო რასაც თქვენ გიჭერენ ქართველები მხარს იმდენს რომ ჩვენ უჭერდეთ ერთმანეთს მხარს ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ჩვენთვის ყველაფერი ფასიანია საქართველოში თქვენთვის უფასო აფხაზეთში ვინმე რომ ცუდად გახდება ყველა სასწრაფოს მანქანა მანდეთ მორბის დროზე ვუშველოთ აფხაზია ცუდადო თან სრული დაფინანსებით გმკურნალობთ და კიდევ თუ ვერ გრძნობ ქართველების გვერდში დგომას მაშინ ბრმა ყოფილხარ და მართლა რომ გაგიჭირდეს ერთი წამითაც არ ხარ დახმარების ღირსი. 

Tamo
7

მიუხედავად ორივე მხრიდან გადატანილი ტკივილისა, აფხაზის გაგონებაზე გული მითბება. აუცილებლად გავუწევთ გულშემატკივრობას, თუ მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია.

ავტორი:

"მომხიბვლელი ნუცას მიმართ ინტერესი ნუ გაგიკვირდებათ... რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?" - რას წერენ აფხაზები ნუცა ბუზალაძის შესახებ?

"მომხიბვლელი ნუცას მიმართ ინტერესი ნუ გაგიკვირდებათ... რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?" - რას წერენ აფხაზები ნუცა ბუზალაძის შესახებ?

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, (რომლის "მილანთან" გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძალიან განიცადეს), აფხაზები ნუცა ბუზალაძესაც აქტიურად გულშემატკივრობენ. ხმის დაწყებისთანავე, ისინი დახურულ ჯგუფებში წერდნენ, რომ ნუცასთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საიტზე ვერ გადადიოდნენ და კითხულობდნენ, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო...

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა მათი აქტიურობის მიმართ გაოცება და აშკარა აგრესიაც გამოხატა, თუ რატომ ინტერესდებოდნენ ქართველი მომღერლის ბედით... ზოგმა აღნიშნა, რომ ნუცას შესახებ აქამდე არაფერი ჰქონდა მოსმენილი და "მის გამოსვლებს ახლა ჩაუჯდებოდა"... იყვნენ ისეთებიც, ვინც ასეთი კითხვის დასმა უდიდეს გამბედაობად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს ბევრ რამეზე წინა თაობისგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ კარგია ეს თუ ცუდი, დრო გაარკვევს...

"მხოლოდ ერთ რამეს ვიკითხავ. რატომ არასდროს მსმენია ქართველისგან, რომ აფხაზ შემსრულებელს გულშემატკივრობდეს? ვერ გავიგე, რა ხდება ჩვენს თავს. თუ ვინმე მეტყვის (და ვიცი, ბევრი ასე ამართლებს ჩვენების ბოლოდროინდელ ინტერესს ქართველების მიმართ), რომ ნიჭს ეროვნება არ აქვს, ჩვენც გვყავს ნიჭიერები" - წერს ადგილობრივი ელმირა კვაძბა.

მას გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ თაობა, რომლებიც ახლა საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან გუნდებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ, ომის დასრულებიდან ერთი ათეულის წლის შემდეგ არიან დაბადებული და ამის გამო, ორ თაობას შორის მუდმივი კედლის შენება უშედეგო იქნება...

"ორი წლის წინ, სოხუმში, ახლობლის ოჯახში ვიყავი, ერთად შევხვდით ახალ წელს. თბილისიდან სტუმრები ჰყავდათ, დედა-შვილი. აქ მცხოვრებ ქართველებს თუ არ ჩავთვლით, ჩამოსულებთან ურთიერთობა იქამდე არ მქონია, გოგონას გიტარა ჰქონდა თან, მასპინძელს ოჯახში მშვენიერი პიანინო ჰქონდა და მთელი ღამე სიმღერა არ შეწყვეტილა, უამრავი ქართული სიმღერა შეასრულეს, მათ შორის, მასპინძლების მონაწილეობით. ტექსტის შინაარსი არ მესმოდა, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი იყო. ვერ დავიჯერებ, რომ მეზობლებს არ ესმოდა იმ სახლიდან გასული ხმები... სახლში, ოჯახის წევრებს რომ მოვუყევი, მუსიკამ და კულტურამ რა დააშავაო, მითხრეს. ასე რომ, ნურც მომხიბვლელი ბუზალაძის მიმართ ინტერესს ნუ გაიკვირვებთ" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი სერგი აკაბა.

"კვარაცხელიას მერე არც ამ გოგონას მიმართ გამოჩენილი ინტერესი გამკვირვებია. ნიჭი ყველა ერში დასაფასებელია, ეს გოგონა მართლა ცეცხლს ანთებს სცენაზე. ამერიკისხელა სახელმწიფოში, ასეთ კონკურენციაში საოცრებებს ახდენს. ბრავო მას... სასიამოვნოა მისი მოსმენა, სითამამე, სცენაზე თავისუფლება. ვერ შევძელი, თორემ ნამდვილად ვცდილობდი ხმა მიმეცა. იმედია, კიდევ ბევრჯერ ვნახავთ დიდ სცენაზე" - წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი.

"აქ პოლიტიკაზე კი არა, ნიჭზეა საუბარი და როდესაც ნიჭიერი ადამიანისთვის ხელის შეშველებისა და წახალისების შესაძლებლობა არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის, იმიტომ რომ ქართველია?.. თავდაპირველად, ვიღაცები კვარაცხელიას თამაშებს ჩუმად უყურებდნენ, შემდეგ კი სოხუმის სანაპიროზე, დილის ყავის დასალევად გამოსული კაცების გაცხარებული კამათიც მომისმენია "კვარას" მატჩებზე... ბრმები და ყრუები არ ვართ, ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ნიჟარაში ვერ დავიმალებით, სპორტი, მუსიკა, ხელოვნება ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერში საფრთხის დანახვას ნუ ცდილობთ", - მიაჩნია მური ჩამაგუას.

ნახეთ ასევე: