მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია!" - ლაშა ბუღაძე კეზერაშვილს მოუწოდებს, გადასცეს თავისი აქტივები ჟურნალისტებს
"ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია!" - ლაშა ბუღაძე კეზერაშვილს მოუწოდებს, გადასცეს თავისი აქტივები ჟურნალისტებს

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ფილ­მიც გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მო­თხრობ­ლია სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბის სქე­მებ­ზე, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დავით კე­ზე­რაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა.

ერთი მხრივ ამ თაღ­ლი­თურ სის­ტე­მას­თან კე­ზე­რაშ­ვი­ლის კაშ­ვირ­სა და მე­ო­რე მხრივ ექსმი­ნის­ტრის კავ­შირს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან", ეხ­მა­უ­რე­ბა მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ფორ­მუ­ლა“ არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­კავ­ში­რე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის გზა­ზე.

"ფორ­მუ­ლა­ში“ მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ცოდ­ნის თუ კულ­ტუ­რის კუ­თხით, ეს ტე­ლე­ვი­ზია უთუ­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­ტა­რე­ბე­ლია.

სამ­წუ­ხა­როდ, იმ­ხე­ლა ფული, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის გახ­ნა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ იმ კა­ცებს აქვთ, ვი­საც არა­ერ­თი "ჩონ­ჩხი მო­ე­პო­ვე­ბა კა­რა­და­ში“ და ეს ჩვე­ნი უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა. მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის აგენ­ტუ­რის მხი­ლე­ბა კრი­ტი­კუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი­დან უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არ­სე­ბობ­და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა "ფორ­მუ­ლას“ მფლო­ბე­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ლის მი­მართ, კონ­ტექ­სტის და რე­ჟიმ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მო­დე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუნ­დაც პი­რა­დად ჩემ­თვის (და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის) ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სი არ­გუ­მენ­ტი იყო და არის თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რა და მისი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა.

"ფორ­მუ­ლას“ რე­პუ­ტა­ცია არ არის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის რე­პუ­ტა­ცია!

"ფორ­მუ­ლა“ უნდა გა­დარ­ჩეს, მისი მფლო­ბე­ლის რე­პი­ტა­ცი­ას კი მხო­ლოდ ბრი­ტა­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო თუ უშ­ვე­ლის რა­მეს. სხვა ვე­ღა­რა­ფე­რი. ჯერ კი­დევ პლა­ტო­ნი­დან ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს "დიდი და მცი­რე ოლი­გარ­ქი­ე­ბი“ და ეს უბე­დუ­რე­ბა - კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თვა-კონ­ტრო­ლი - ვერა და ვერ და­იძ­ლია ჩვენს ვერ­მო­დერ­ნი­ზე­ბულ და კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­და, ოპო­ზი­ცი­ის ველი სრულ კონ­ტრასტს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ივა­ნიშ­ვილ­თან. ივა­ნიშ­ვი­ლის მა­რი­ო­ნე­ტებს კე­ზე­რაშ­ვი­ლის მა­რი­ო­ნე­ტე­ბით ვერ შეც­ვლი. კე­ზე­რაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, სა­ა­კაშ­ვი­ლის თუ სხვა ძველ­თა პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ბე­ცემ და მა­ტე­რი­ა­ლურ­მა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბამ ყო­ველ ჯერ­ზე სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტის ან შეგ­ნე­ბუ­ლი მავ­ნებ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში. ივა­ნიშ­ვილ­თან და რუ­სულ მთავ­რო­ბას­თან მებ­რძო­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­წი­ლად სწო­რედ ამა­თი აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბის შე­დე­გად ზი­ან­დე­ბო­და. და ოდეს­მე ეს უნდა დას­რულ­დეს! შე­იგ­ნეთ, "ძლი­ე­რო კა­ცე­ბო“, თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დრო დას­რულ­და!

ახლა "ფორ­მუ­ლას“ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გრძნობს თავს უხერ­ხუ­ლად, რად­გან კარ­გის შე­ბღალ­ვა მცი­რე­დი ლე­ქით ბევ­რად ად­ვი­ლია, ვიდ­რე ისე­დაც დას­ვრი­ლის და შე­ბღა­ლუ­ლის. რი­თი­ღა უნდა შე­ბღა­ლო რო­მე­ლი­მე Post-ტვ-ის ან “იმე­დის” ურე­პუ­ტა­ციო, მო­რალს მიღ­მა მდგო­მი მფლო­ბე­ლე­ბი და პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, ისი­ნი ისე­დაც რე­პუ­ტა­ცი­ულ ჭა­ობ­ში არი­ან ჩან­თქმუ­ლი, "ფორ­მუ­ლა­ში“ კი წე­სი­ე­რი, გა­ბე­დუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი ხალ­ხი მუ­შა­ობს. რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი სა­მიზ­ნეც ახლა სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბია და არა იმ­დე­ნად კე­ზე­რაშ­ვი­ლი. მი­ზა­ნი "ფორ­მუ­ლას“ და­დუ­მე­ბაა, რაკი პა­ტი­ო­სა­ნი პა­სუხს თა­ვის ქმე­დე­ბებ­ზე და შრო­მა­ზე აგებს და არა სხვის ცოდ­ვებ­ზე.

ახლა ჩვენ სცი­ლა­სა და ქა­რიბ­დას შო­რის ვართ. ამი­ტომ, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, თუ არ გინ­დათ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ე­ცა­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი, ბ-ნი კე­ზე­რაშ­ვი­ლი თა­ვად უნდა გა­ე­რი­დოს რო­გორც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას, ასე­ვე ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას, რად­გან სხვა­ნა­ი­რად "ფორ­მუ­ლა“ იქამ­დე და­იც­ლე­ბა, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ას­წრებს მის და­ხურ­ვას. ბევ­რჯერ მსმე­ნია, რო­გორ უჭირთ და­სავ­ლელ დო­ნო­რებს ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მათი პარ­ტი­უ­ლი აფი­ლა­ცი­ე­ბის გამო. და ეს პრობ­ლე­მაა. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად შან­სიც, თუკი პო­ლი­ტი­კის ძვე­ლი და ობ­სე­სი­უ­რი პარ­ტი­უ­ლი ბო­ბი­ლე­ბი და­ეხ­სნე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მო­ვუ­წო­დებ ბ-ნ კე­ზე­რაშ­ვილს გა­დას­ცეს თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბი "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტებს - მარ­თა­ლია, ფული მან ჩადო "ფორ­მუ­ლა­ში“, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზია შექ­მნეს პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და ამათ გა­რე­შე "ფორ­მუ­ლა“ იქ­ნე­ბო­და რო­მე­ლი­მე მდა­რე ხა­რისხსის Post-tv.

"ფორ­მუ­ლა“ მისი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე დგას და არა ვინ­მე სხვა­ზე. თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ასუს­ტებს, პი­რი­ქით, გვაძ­ლი­ე­რებს".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ლაშიკო კეზერას ნაძარცვი ფულებით ჭამდი პურს? სწორედ მასეთი ფულის შემოტანას გააკონტროლებდა კანონი რომლის მიღება შენნაირ მოღალატეებს 

იზი
0

საიდან ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ერთიერთმანეთზე უარესი გოთვერანი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია!" - ლაშა ბუღაძე კეზერაშვილს მოუწოდებს, გადასცეს თავისი აქტივები ჟურნალისტებს

"ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია!" - ლაშა ბუღაძე კეზერაშვილს მოუწოდებს, გადასცეს თავისი აქტივები ჟურნალისტებს

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა და ფილმიც გადაიღო, რომელშიც მოთხრობლია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისების სქემებზე, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

ერთი მხრივ ამ თაღლითურ სისტემასთან კეზერაშვილის კაშვირსა და მეორე მხრივ ექსმინისტრის კავშირს ტელეკომპანია "ფორმულასთან", ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე და სოციალურ ქსელში წერს:

"ფორმულა“ არის ქართული საზოგადოების მოკავშირე საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლების და პოლიტიკური ევროპეიზაციის გზაზე.

"ფორმულაში“ მუშაობენ პროფესიონალები და ცოდნის თუ კულტურის კუთხით, ეს ტელევიზია უთუოდ მაღალი ხარისხის მატარებელია.

სამწუხაროდ, იმხელა ფული, რომ ტელევიზიის გახნა-შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, საქართველოში მხოლოდ იმ კაცებს აქვთ, ვისაც არაერთი "ჩონჩხი მოეპოვება კარადაში“ და ეს ჩვენი უდიდესი პრობლემაა. მედიის თავისუფლება და რუსული გავლენის აგენტურის მხილება კრიტიკული პლატფორმებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იმის მიუხედავად, რომ არსებობდა რეპუტაციული უხერხულობა "ფორმულას“ მფლობელის პოლიტიკური მორალის მიმართ, კონტექსტის და რეჟიმთან დაპირისპირების მოდელის გათვალისწინებით, თუნდაც პირადად ჩემთვის (და ბევრი ადამიანისათვის) ყოველთვის უპირატესი არგუმენტი იყო და არის თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და მისი შეძლებისდაგვარი გაძლიერება.

"ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია!

"ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპიტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს. სხვა ვეღარაფერი. ჯერ კიდევ პლატონიდან ვიცით, რომ არსებობს "დიდი და მცირე ოლიგარქიები“ და ეს უბედურება - კულისებიდან მართვა-კონტროლი - ვერა და ვერ დაიძლია ჩვენს ვერმოდერნიზებულ და კრიმინალიზებულ საქართველოში. არადა, ოპოზიციის ველი სრულ კონტრასტს უნდა წარმოადგენდეს ივანიშვილთან. ივანიშვილის მარიონეტებს კეზერაშვილის მარიონეტებით ვერ შეცვლი. კეზერაშვილის, მერაბიშვილის, სააკაშვილის თუ სხვა ძველთა პოლიტიკურმა სიბეცემ და მატერიალურმა თავდაჯერებულობამ ყოველ ჯერზე სასარგებლო იდიოტის ან შეგნებული მავნებლის როლი შეასრულა პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილთან და რუსულ მთავრობასთან მებრძოლი ქართული საზოგადოება დიდწილად სწორედ ამათი აკვიატებების შედეგად ზიანდებოდა. და ოდესმე ეს უნდა დასრულდეს! შეიგნეთ, "ძლიერო კაცებო“, თქვენი პოლიტიკური დრო დასრულდა!

ახლა "ფორმულას“ ყველა თანამშრომელი გრძნობს თავს უხერხულად, რადგან კარგის შებღალვა მცირედი ლექით ბევრად ადვილია, ვიდრე ისედაც დასვრილის და შებღალულის. რითიღა უნდა შებღალო რომელიმე Post-ტვ-ის ან “იმედის” ურეპუტაციო, მორალს მიღმა მდგომი მფლობელები და პროპაგანდისტები, ისინი ისედაც რეპუტაციულ ჭაობში არიან ჩანთქმული, "ფორმულაში“ კი წესიერი, გაბედული და საქართველოს პატრიოტი ხალხი მუშაობს. რეპუტაციული სამიზნეც ახლა სწორედ ეს ადამიანებია და არა იმდენად კეზერაშვილი. მიზანი "ფორმულას“ დადუმებაა, რაკი პატიოსანი პასუხს თავის ქმედებებზე და შრომაზე აგებს და არა სხვის ცოდვებზე.

ახლა ჩვენ სცილასა და ქარიბდას შორის ვართ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, თუ არ გინდათ, რომ ტელევიზიას გაეცალონ პროფესიონალები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები, ბ-ნი კეზერაშვილი თავად უნდა გაერიდოს როგორც ქართულ პოლიტიკას, ასევე ამ ტელევიზიას, რადგან სხვანაირად "ფორმულა“ იქამდე დაიცლება, ვიდრე ივანიშვილი მოასწრებს მის დახურვას. ბევრჯერ მსმენია, როგორ უჭირთ დასავლელ დონორებს ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების მხარდაჭერა მათი პარტიული აფილაციების გამო. და ეს პრობლემაა. მაგრამ ამავდროულად შანსიც, თუკი პოლიტიკის ძველი და ობსესიური პარტიული ბობილები დაეხსნებიან ჟურნალისტებს.

მოვუწოდებ ბ-ნ კეზერაშვილს გადასცეს თავისი აქტივები "ფორმულას“ ჟურნალისტებს - მართალია, ფული მან ჩადო "ფორმულაში“, მაგრამ ტელევიზია შექმნეს პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და ამათ გარეშე "ფორმულა“ იქნებოდა რომელიმე მდარე ხარისხსის Post-tv.

"ფორმულა“ მისი ჟურნალისტების რეპუტაციაზე დგას და არა ვინმე სხვაზე. თავისუფლება არ ასუსტებს, პირიქით, გვაძლიერებს".

იხილეთ ასევე: