კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს
"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს

ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის თაღ­ლი­თურ სქე­მა­ზე BBC-ი ფილ­მს აქ­ვეყ­ნებს.

დო­კუ­მენ­ტურ ფილმში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე ბევ­რი ქოლ­ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნებ­ლად სა­ხელ­დე­ბა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ქოლ­ცენ­ტრე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობ­და და ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ფილმში მას “მის­ტერ ოფ­შო­რად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

BBC-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ერთ-ერთი ქოლ­ცენ­ტრის ოფის­ში ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­საც და­ეს­წრო, რო­მელ­საც ასე­ვე გერ­მა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კი­დევ 30 რე­ი­დი გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნახ­სე­ნებ სხვა პი­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებს ან მარ­თა­ვენ - და­ვით თო­დუა, მი­ხე­ილ ბე­ნი­მი­ნი, იო­სებ მგე­ლა­ძე, რატი ჭე­ლი­ძე და გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ახლა მათ შო­რის კავ­ში­რე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა ვერ იძებ­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყავს, მა­გა­ლი­თად, პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი.

მა­ნამ­დე, BBC-მ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს".

სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა უპი­რა­ტე­სად სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთ მთა­ვარ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მათ და­ი­წყეს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი Milton group-ის კომ­პა­ნი­ებს შო­რის კავ­ში­რის და­სად­გე­ნად. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ პრო­ცეს­ში 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, ჯო­ზეფ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც მი­თი­თე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორ Milton-ის სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მის ან მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად. BBC -მ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ოთხს: ჭე­ლი­ძის, გო­გეშ­ვი­ლის, მგე­ლა­ძი­სა და ბე­ნი­მი­ნის გვა­რებს „პა­ნა­მა ფე­ი­ფე­რის“ დო­კუ­მენ­ტებ­შიც მი­აგ­ნო.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა დი­რექ­ტო­რე­ბად აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ არ არ­სე­ბობ­და სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­ზე­რაშ­ვილს Milton-ის ქსელ­თან და­ა­კავ­ში­რებ­და, თუმ­ცა „პა­ნა­მა ფე­ი­ფე­რის“ დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მშო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლად ან ერთ-ერთ სა­წყის აქ­ცი­ო­ნე­რად.

„კე­ზე­რაშ­ვი­ლი იმ ქსე­ლის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც საქ­მე „მილ­ტო­ნის ჯგუფს" ეხე­ბო­და, ასე­ვე არ არ­სე­ბობ­და სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც კე­ზე­რაშ­ვილს თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებ­თან აკავ­ში­რებ­და და არ არ­სე­ბობ­და რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მას რა­ი­მე პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და Milton-ის ბრენ­დებ­ში. მაგ­რამ Milton-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად გვი­თხრა, რომ მათ ჰქონ­დათ პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კე­ზე­რაშ­ვილ­თან და იცოდ­ნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩარ­თუ­ლი“,- ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხში­რად ახ­დენს თაღ­ლი­თუ­რი სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე. ასე­ვე, სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ LinkedIn-ზე მან გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ან­გა­რი­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და მილ­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.

BBC-ის ცნო­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკვე უარ­ყო ნე­ბის­მი­ე­რი კავ­ში­რე­ბი Milton group-თან და ამ გზით ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის ქონა, თუმ­ცა გა­მო­ცე­მას­თან პი­რა­დად გა­სა­უბ­რე­ბა­ზე თავი შე­ი­კა­ვა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გილდა სიხარულიძე
0

რაღაც არ მჯერა მე ამისი! ეტყობა ხაბეიშვილის ჯგუფს მართლა ბევრი რამ აქვთ სათქმელი....ძალიან საინტერესოა!

ტრისტან დ'აკუნია
0

ახია ევროპაზე, 7 წლის წინ ჩვენმა სასამართლომ ძებნა რომ გამოაცხადა კეზერაზე, არ გადმოგვცეს - არც მერე, როცა ჯარის ფულის მოპარვაზე 5 წელი მიესაჯა; ორი თვის წინ კი ევროპარლამენტმა რეზოლუციით კეზერა მედიამაგნატად და საქართველოში უკანონოდ დევნილად შერაცხა! ჰოდა გასცენ ახლა პასუხი თავიანთ პენსიონერებს!

ავტორი:

"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს

"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები "პიქსელის შენობაში" - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ი ფილმს აქვეყნებს.

დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.

BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.

ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.

BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის პარალელურად საქართველოს მასშტაბით კიდევ 30 რეიდი განხორციელდა.

გამოცემის თანახმად, კეზერაშვილი დამაკავშირებელი რგოლი იყო გამოძიებაში ნახსენებ სხვა პირებს შორის, რომლებიც ფლობენ თაღლითურ კომპანიებს ან მართავენ - დავით თოდუა, მიხეილ ბენიმინი, იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა მათ შორის კავშირების დოკუმენტური დასაბუთება ვერ იძებნება, მაგრამ სხვა ირიბი მტკიცებულებები მოჰყავს, მაგალითად, პირადი კავშირები.

მანამდე, BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს".

სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.

სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად.

„კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს" ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“,- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე. ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.

BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან პირადად გასაუბრებაზე თავი შეიკავა.

ნახეთ ასევე: