საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად" - მეუფე იაკობი
"რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად" - მეუფე იაკობი

ახალ­გაზ­რდო­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ზომ­ბე­ბი­ვით ნუ იქ­ნე­ბი­ან, აზ­როვ­ნე­ბა ის­წავ­ლონ - რუ­სის მო­ნო­ბა სხვი­სი მო­ნო­ბით შე­ვიც­ვა­ლოთ? ნუ­რას უკაც­რა­ვად, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იდ­გე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

"ახალ­გაზ­რდო­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდო­ბა გვყავს, მაგ­რამ რო­ბო­ტე­ბი­ვით და ზომ­ბე­ბი­ვით ნუ იქ­ნე­ბი­ან, აზ­როვ­ნე­ბა ის­წავ­ლონ. შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოს, ქრის­ტეს საქ­მეს ვა­კე­თე­ბო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბა­რა­ბას საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დე და რუ­სულ სი­ტყვას ვი­ტყვი - „ურა პატ­რი­ო­ტი" იყო. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იდ­გე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია არ და­უშ­ვებს, რომ სად­მე ძა­ლით შეგ­ვიყ­ვა­ნონ, რაც არ უნდა იმ­პე­რია იყოს. ჩვენ თუ ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვინ­და, იმი­ტომ გვინ­და, რომ კარ­გად ვი­ცხოვ­როთ, კარ­გად ვი­ყოთ და არა ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი ვი­ყოთ. რუ­სის მო­ნო­ბა სხვი­სი მო­ნო­ბით შე­ვიც­ვა­ლოთ? ნუ­რას უკაც­რა­ვად. ყვე­ლამ იცო­დეს - ევ­რო­პა­მაც, ამე­რი­კა­მაც, რუს­მაც, თურ­ქმაც, ირა­ნელ­მა, ჩი­ნელ­მა და ა.შ. - ქარ­თვე­ლი კაცი არა­ვის მონა არ გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
8

ოხროხინე რეალური თუ იქნებოდა არ მეგონა:)))

qartvel
59

მხოლოდ დამოუკიდებლობა გადაარჩენს საქართველოს

ევროკავშირში ეროკავშირის კანონებია ქართული არა და ამიტომ აღარ იქნებით დამოუკიდებელი ,იქედან გამოსვლა კი დასჯადი იქნება ეჭვიც არ შეგეპაროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად" - მეუფე იაკობი

"რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად" - მეუფე იაკობი

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე.

"ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე და რუსულ სიტყვას ვიტყვი - „ურა პატრიოტი" იყო. ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ სადმე ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ. რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს - ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ა.შ. - ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.