მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული
ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული

ფრან­გულ­მა ვებგ­ვერდმა Mediapart-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა 13 ქა­ლის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მსა­ხი­ობ ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

დე­პარ­დი­ეს სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსა­ხი­ობს ისი­ნი ხელ­ში აჰ­ყავ­და, ცდი­ლობ­და ხე­ლე­ბი საც­ვლებ­ში ჩა­ე­ყო და მათ მი­მართ უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს იყე­ნებ­და.

ქა­ლე­ბის თქმით, ეს ხდე­ბო­და ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­მე­ბი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბე­ბის დროს, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში.

დე­პარ­დი­ეს ად­ვო­კა­ტი გა­მო­ცე­მას­თან ამ­ბობს, რომ მსა­ხი­ო­ბი "ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყოფს ყვე­ლა ბრალ­დე­ბას“.

ორი წლის წინ ფრან­გმა პრო­კუ­რო­რებ­მა დე­პარ­დი­ეს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს. ვარ­სკვლა­ვი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ფაქ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2018 წელს მოხ­და. ამ ბრალ­დე­ბებს დე­პარ­დიე უარ­ყოფს. საფ­რან­გე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცნო­ბილ ფრანგ მსა­ხი­ობს, ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს 20 წლის მსა­ხი­ო­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 2021 წელს წა­უ­ყე­ნა. ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა.

Mediapart-ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მსა­ხი­ო­ბი აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და უა­რის შემ­დეგ და და­ჟი­ნე­ბით ცდი­ლობ­და ქა­ლე­ბის­თვის მკერ­დზე, წე­ლი­სა და დუნ­დუ­ლე­ბი არე­ში ხე­ლის მო­კი­დე­ბას.

ქა­ლე­ბის ნა­წილ­მა Mediapart-ს უთხრა, რომ დე­პარ­დი­ეს საქ­ცი­ე­ლი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის სი­ცილ­საც კი იწ­ვევ­და.

"უფ­რო­სე­ბი უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ, მკერ­დზე მო­ე­კი­და ჩემ­თვის ხელი ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი 17 წლის ასაკ­ში გახ­და.

Mediapart-ის გა­მო­ძი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ დე­პარ­დი­ეს წი­ნა­აღ­მდეგ "ჯერ არ მი­უ­ღი­ათ რა­ი­მე ახა­ლი სა­ჩი­ვა­რი“.

  • რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ომის დაგ­მო­ბა

ჟერ­არ დე­პარ­დიე ახლა 74 წლის არის. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც 180-ზე მეტ ფილმში ითა­მა­შა.

ის ფრან­გუ­ლი კი­ნოს სიმ­ბო­ლოდ იქცა ისე­თი რო­ლე­ბის წყა­ლო­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოლმო დალ­კო ბერ­ტო­ლუ­ჩის "მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში“ და სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილმში (ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ჯილ­დო მო­ი­პო­ვა და ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო "ოს­კარ­ზე").

2013 წელს დე­პარ­დი­ეს საქ­ცი­ელს აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა საფ­რან­გეთ­ში, რო­დე­საც მან და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გამო და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო.

2013 წლის იან­ვარ­ში ფრანგ მსა­ხი­ო­ბის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის ბრძა­ნე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მო­ა­წე­რა ხელი. ამის შემ­დეგ, დე­პარ­დიე ჩა­ვი­და სა­რანსკში, სა­დაც მორ­დო­ვი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შეს­თა­ვა­ზა ბინა. იმა­ვე თვე­ში მას მი­ე­ნი­ჭა "სა­პა­ტიო უდ­მურ­ტე­ლის" წო­დე­ბა.

2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის­გან მი­ი­ღო რეს­პუბ­ლი­კის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა და გროზ­ნოს ცენ­ტრში ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის გა­სა­ღე­ბი.

მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ ბელ­გი­ა­ში აპი­რებს ცხოვ­რე­ბას. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დე­პარ­დი­ემ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ი­ღო.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, დე­პარ­დი­ემ დაგ­მო კრემ­ლის ქმე­დე­ბე­ბი და მას "გი­ჟუ­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი" უწო­და, მაგ­რამ იქვე დას­ძი­ნა, რომ რუსი ხალ­ხი არ არის დამ­ნა­შა­ვე მათი პრე­ზი­დენ­ტის საქ­ცი­ელ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიმონა!
0

ძირს ფემიციდი!!!!!!!!!!!!!

lllლლლლ
3

საქმე გამოელიათ.სად იყვნენ ამდენ ხანს.ეს არის ბულინგი.ფული შემოაკლდათ ან სპონსორები აღარ ყსვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული

ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 13 ქალი ადანაშაულებს - ფრანგი ვარსკვლავის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების ბრალდებითაც არის აღძრული

ფრანგულმა ვებგვერდმა Mediapart-მა გამოაქვეყნა 13 ქალის ჩვენება, რომლებიც მსახიობ ჟერარ დეპარდიეს შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

დეპარდიეს სავარაუდო მსხვერპლი ქალები ამბობენ, რომ მსახიობს ისინი ხელში აჰყავდა, ცდილობდა ხელები საცვლებში ჩაეყო და მათ მიმართ უხამს გამონათქვამებს იყენებდა.

ქალების თქმით, ეს ხდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების გადაღებების დროს, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში.

დეპარდიეს ადვოკატი გამოცემასთან ამბობს, რომ მსახიობი "ოფიციალურად უარყოფს ყველა ბრალდებას“.

ორი წლის წინ ფრანგმა პროკურორებმა დეპარდიეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ვარსკვლავი ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ფაქტი, სავარაუდოდ, 2018 წელს მოხდა. ამ ბრალდებებს დეპარდიე უარყოფს. საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი 2021 წელს წაუყენა. ფრანგი სამართალდამცავების თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

Mediapart-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ მსახიობი აგრესიული ხდებოდა უარის შემდეგ და დაჟინებით ცდილობდა ქალებისთვის მკერდზე, წელისა და დუნდულები არეში ხელის მოკიდებას.

ქალების ნაწილმა Mediapart-ს უთხრა, რომ დეპარდიეს საქციელი გადასაღებ მოედანზე დაუსჯელი რჩებოდა და გარშემომყოფების სიცილსაც კი იწვევდა.

"უფროსები უფლებას აძლევდნენ, მკერდზე მოეკიდა ჩემთვის ხელი ყველას თანდასწრებით“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც სავარაუდო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი 17 წლის ასაკში გახდა.

Mediapart-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ დეპარდიეს წინააღმდეგ "ჯერ არ მიუღიათ რაიმე ახალი საჩივარი“.

  • რუსეთის მოქალაქეობა და ომის დაგმობა

ჟერარ დეპარდიე ახლა 74 წლის არის. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია, რომელმაც 180-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

ის ფრანგული კინოს სიმბოლოდ იქცა ისეთი როლების წყალობით, როგორებიცაა: ოლმო დალკო ბერტოლუჩის "მეოცე საუკუნეში“ და სირანო დე ბერჟერაკი ამავე სახელწოდების ფილმში (ამ უკანასკნელისთვის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოიპოვა და ნომინირებული იყო "ოსკარზე").

2013 წელს დეპარდიეს საქციელს აჟიოტაჟი მოჰყვა საფრანგეთში, როდესაც მან დატოვა ქვეყანა გაზრდილი გადასახადების გამო და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2013 წლის იანვარში ფრანგ მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, დეპარდიე ჩავიდა სარანსკში, სადაც მორდოვიის ხელმძღვანელობამ შესთავაზა ბინა. იმავე თვეში მას მიენიჭა "საპატიო უდმურტელის" წოდება.

2013 წლის თებერვალში ჟერარ დეპარდიემ ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვისგან მიიღო რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება და გროზნოს ცენტრში ხუთოთახიანი ბინის გასაღები.

მსახიობმა თქვა, რომ რუსეთი ძალიან უყვარს, მაგრამ ბელგიაში აპირებს ცხოვრებას. რუსული მედიის ცნობით, დეპარდიემ მართლმადიდებლობა მიიღო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დეპარდიემ დაგმო კრემლის ქმედებები და მას "გიჟური და მიუღებელი" უწოდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ რუსი ხალხი არ არის დამნაშავე მათი პრეზიდენტის საქციელში.

იხილეთ ასევე: