კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - რა მოხდა მარნეულში: შსს განცხადებას აქვეყნებს
პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - რა მოხდა მარნეულში: შსს განცხადებას აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით 3 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სამი პირი: 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., ამა­ვე წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ო და 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.კ. პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ა.ბ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აპ­რილს, მარ­ნე­უ­ლი - სა­დახ­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა, რის შემ­დე­გაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­წო­დე­ბას მძღო­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა. გზა გა­ნაგ­რძო მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, მო­ცურ­და და გა­დაბ­რუნ­და. ა.ბ.-მ და ავ­ტო­მო­ბილ­ში მას­თან ერ­თად მყოფ­მა პი­რებ­მა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, და­ა­ზი­ა­ნეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. ინ­ცი­დენ­ტი­სას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­იკ­რი­ბა ად­გი­ლობ­რივ­თა ნა­წი­ლი, რომ­ლებ­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ში შე­უ­შა­ლეს ხელი და მათ ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხეს. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი და მისი ორი­ვე მგზავ­რი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
0

ეს ყველაზე დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ მერე ლოვა-ლაზარესავით (მგონი მიმიხვდით) მთელი , ვითომ ოპოზია გმირებათ გამოაცხადებენ!

. .
2

ხელისუფლებამ უნდა აუხსნას მოსახლეობას რომ,სამართალდამცავზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმას უტოლდება და დასჯადია!...არ იცის ხალხმა კანონების არსი და ამიტომაა რომ ყოყლოჩინობენ!... გამოდით დალოცვილებო,აუხსენით გასაგები ენით და იმედი მაქვს ასეთი დანაშაული შემცირდება;

ავტორი:

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - რა მოხდა მარნეულში: შსს განცხადებას აქვეყნებს

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - რა მოხდა მარნეულში: შსს განცხადებას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი. ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.