პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემს ჩემს შეყვარებულებთან ჰქონდა რომანი" - დრიუ ბერიმორი და ბრუკ შილდსი მშობლებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილებაზე
"დედაჩემს ჩემს შეყვარებულებთან ჰქონდა რომანი" - დრიუ ბერიმორი და ბრუკ შილდსი მშობლებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილებაზე

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ბრუკ შილდსი კო­ლე­გის, დრიუ ბე­რი­მო­რის გა­და­ცე­მას, The Drew Barrymore Show-ს ეწ­ვია, სა­დაც მსა­ხი­ო­ბებ­მა ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნეს და ერ­თმა­ნეთს გული გა­და­უ­შა­ლეს.

ბრუკ­მა და დრი­უმ ისა­უბ­რეს კა­რი­ე­რის ად­რე­ულ ეტაპ­ზე და დე­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

დრიუ ბე­რი­მო­რის თქმით, ბრუკ შილდსის დე­დამ მე­ნე­ჯე­რის როლი მო­ირ­გო და ბე­რი­მო­რის დე­დას ერ­თგვა­რად გზა გა­უკ­ვა­ლა მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლო­ბა აც­დე­ნი­ლი იყო ნორ­მა­ლურ ყო­ფას.

ბრუკ შილდსის თქმით, მათი მშობ­ლე­ბი არ იყ­ვნენ ნორ­მა­ლუ­რე­ბი.

დრი­უმ კი მისი ნათ­ქვა­მი გა­ნავ­რცო:

"დე­და­ჩემს შემს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­თან ჰქონ­და რო­მა­ნი, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი."

შემ­დეგ ბრუკს ჰკი­თხა, მა­საც თუ ჰქო­ნია მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა:

"არა, რად­გან დე­და­ჩე­მი ჩემ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მის­თვის მე ვი­ყა­ვი უმ­თავ­რე­სი. ისე ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ ვა­პი­რებ­დი, ქალ­წუ­ლი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი", - უპა­სუ­ხა ბრუკ შილდსმა.

დრიუ ბე­რი­მო­რი დე­დას­თან ერ­თად

დრი­უს აზ­რით, დე­და­მი­სი ისე იყო მი­სით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რომ თვი­თო­ნაც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან სურ­და ყოფ­ნა, ვის­თა­ნაც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თობ­და. სწო­რედ ამით ახ­სნა მსა­ხი­ობ­მა ის ფაქ­ტი, რომ დედა მის შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ხვდე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დრი­უმ დე­დას­თან კონ­ტაქ­ტი ად­რე­ულ ასაკ­ში გა­წყვი­ტა და ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც შე­უ­რიგ­და. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ახლა პა­ტივს სცე­მენ ერ­თმა­ნეთს და მათ შო­რის მშვი­დო­ბაა.

დამ­თრგუნ­ვე­ლი დი­ა­ლო­გის შემ­დეგ, ბე­რი­მორ­მა პო­ზი­ტი­უ­რად გა­და­წყვი­ტა გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბა.

"ისი­ნი ჩვე­ნი დე­დე­ბი არი­ან! მათ სი­ცო­ცხლე გვა­ჩუ­ქეს. დე­დას ყვე­ლა კას­ტინგზე რომ არ ვე­ტა­რე­ბი­ნე და ჩემს მე­ნე­ჯე­რად არ ქცე­უ­ლი­ყო, ალ­ბათ ახლა აქ არ ვიჯ­დე­ბო­დი",- თქვა მსა­ხი­ობ­მა.

ბრუკ შილდსი დე­დას­თან ერ­თად

წყა­რო: decider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
10

ბავშვობიდან ბევრი პარტნიორების გამოცვლა ახლა დედას დააბრალე.! თუმცა დედის ბრალი იყო , ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგო რომ უფრო ღირსეულად რომ არ გაზარდა. 

ალექს
0

ძაანაც ნუ გაყვითლდებით, მაგრამ ძარცვა მკვლელობის და გაუპატიურების ძალადობის პროპაგანდას სჯობს, კი, ნამდვილად ! ისე მედიაში რეალობას და სერიოზულ მიდგომებს არაფერი სჯობს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დედაჩემს ჩემს შეყვარებულებთან ჰქონდა რომანი" - დრიუ ბერიმორი და ბრუკ შილდსი მშობლებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილებაზე

"დედაჩემს ჩემს შეყვარებულებთან ჰქონდა რომანი" - დრიუ ბერიმორი და ბრუკ შილდსი მშობლებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილებაზე

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრუკ შილდსი კოლეგის, დრიუ ბერიმორის გადაცემას, The Drew Barrymore Show-ს ეწვია, სადაც მსახიობებმა ბავშვობა გაიხსენეს და ერთმანეთს გული გადაუშალეს.

ბრუკმა და დრიუმ ისაუბრეს კარიერის ადრეულ ეტაპზე და დედებთან ურთიერთობაზე.

დრიუ ბერიმორის თქმით, ბრუკ შილდსის დედამ მენეჯერის როლი მოირგო და ბერიმორის დედას ერთგვარად გზა გაუკვალა მენეჯერულ საქმიანობაში. ერთი შეხედვით თითქოს, ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მსახიობები ამბობენ, რომ რეალობა აცდენილი იყო ნორმალურ ყოფას.

ბრუკ შილდსის თქმით, მათი მშობლები არ იყვნენ ნორმალურები.

დრიუმ კი მისი ნათქვამი განავრცო:

"დედაჩემს შემს შეყვარებულებთან ჰქონდა რომანი, ძალიან დაბნეული ვიყავი."

შემდეგ ბრუკს ჰკითხა, მასაც თუ ჰქონია მსგავსი გამოცდილება:

"არა, რადგან დედაჩემი ჩემზე იყო შეყვარებული. მისთვის მე ვიყავი უმთავრესი. ისე ჩამოშორებულები ვიყავით სექსუალურ ურთიერთობებს, რომ ვაპირებდი, ქალწული დავრჩენილიყავი", - უპასუხა ბრუკ შილდსმა.

დრიუ ბერიმორი დედასთან ერთად

დრიუს აზრით, დედამისი ისე იყო მისით გატაცებული, რომ თვითონაც იმ ადამიანებთან სურდა ყოფნა, ვისთანაც მისი ქალიშვილი ურთიერთობდა. სწორედ ამით ახსნა მსახიობმა ის ფაქტი, რომ დედა მის შეყვარებულებს ხვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დრიუმ დედასთან კონტაქტი ადრეულ ასაკში გაწყვიტა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც შეურიგდა. მსახიობის თქმით, ახლა პატივს სცემენ ერთმანეთს და მათ შორის მშვიდობაა.

დამთრგუნველი დიალოგის შემდეგ, ბერიმორმა პოზიტიურად გადაწყვიტა გადაცემის დასრულება.

"ისინი ჩვენი დედები არიან! მათ სიცოცხლე გვაჩუქეს. დედას ყველა კასტინგზე რომ არ ვეტარებინე და ჩემს მენეჯერად არ ქცეულიყო, ალბათ ახლა აქ არ ვიჯდებოდი",- თქვა მსახიობმა.

ბრუკ შილდსი დედასთან ერთად

წყარო: decider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა