კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება ქართველი დიზაინერების სამოსით - მომღერალს ჟიურისთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ანუკი არეშიძის კომპანიის ტყავის ორეული ეცვა
ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება ქართველი დიზაინერების სამოსით - მომღერალს ჟიურისთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ანუკი არეშიძის კომპანიის ტყავის ორეული ეცვა

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, რო­მე­ლიც უკვე ერთი თვეა ამე­რი­კას იპყრობს, დიდ სცე­ნა­ზე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სით გა­მო­დის. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გუ­შინ­დე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, American Idol-ის Top 24 კონ­კურ­სანტს შო­რის მოხ­ვდა. მის მო­რიგ შთამ­ბეჭ­დავ გა­მოს­ვლას, ამე­რი­კუ­ლი აუ­დი­ტო­რია და ჟი­უ­რი ფეხ­ზე ად­გო­მით შეხ­ვდა. ვიდ­რე ნუცა ამე­რი­კულ ოც­ნე­ბებს ის­რუ­ლებს, მო­დით გა­დავ­ხე­დოთ, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა.

"ინ­ტსაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ნუ­ცას ერთ-ერთ ბოლო ვი­დე­ო­ში, სა­დაც ჟი­უ­რის ხვდე­ბა და იგებს, რომ Top 24 კონ­კურ­სანტს შო­რის მოხ­ვდა, ანუ­კი არე­ში­ძის ბრენ­დის "ანუ­კის“ სა­მო­სი აც­ვია. ეს ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ა­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს.

"გი­დას­ტუ­რებთ, ნა­რინ­ჯის­ფე­რი ორე­უ­ლი ნამ­დვი­ლად არის ჩვე­ნი ბრენ­დის Spring/Summer 2021 კო­ლექ­ცი­ი­დან. ნუ­ცას ჩვე­ნი ორე­უ­ლი ეცვა თათა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი­სა და მისი პი­არ­სა­ა­გენ­ტოს, "TATA PR AGENCY" დახ­მა­რე­ბით.“

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნუ­ცას ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ამე­რი­კა­ში სწო­რედ სა­ა­გენ­ტო "TATA PR AGENCY" ზრუ­ნავს.

თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში დიდი ხა­ნია იც­ნო­ბენ, ის ქარ­თუ­ლი მო­დის ამ­ბა­სა­დო­რია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ნი­ჭი­ერ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან. მისი პი­არ­სა­ა­გენ­ტოს სა­შუ­ა­ლე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვა­მენ და მათ მიერ შექ­მნილ სამ­კა­უ­ლებს ირ­გე­ბენ...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ თა­თას სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია ის, რომ ისეთ ვარ­სკვლა­ვებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ქენ­დალ ჯე­ნე­რი, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი, ჯოი ქინ­გი, ქეთი ფერი, ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და სხვე­ბი, ხში­რად ვხე­დავთ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ში.

თა­თა­სა და "ანუ­კის" შო­რის ეს პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. 2021 წელს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დის "ინფლუ­ენ­სე­რი”, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ანუ­კი არე­ში­ძის ბრენ­დის სა­მოს­ში გა­მოჩ­ნდა. სამ­ხრეთ ჰო­ლი­ვუდ­ში, Craig’s-ის რეს­ტო­რან­ში ვახ­შამ­ზე ჰე­ი­ლიმ, ტყა­ვის შარ­ვა­ლი და პი­ჯა­კი მო­ირ­გო, რო­მე­ლიც ANOUKI-ის 2021 წლის PRE-FALL კო­ლექ­ცი­ი­დან გახ­ლავთ. ანუ­კი არე­ში­ძე სა­მოსს ვე­გა­ნუ­რი ტყა­ვის­გან ამ­ზა­დებს.

ნუ­ცას კი­დევ ორი ლუქი ეცვა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის. თაკო მექ­ვა­ბი­ძის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი, მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე მო­ირ­გო.

ამ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის კო­ლექ­ცი­ებ­ში მრავ­ლად არის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ფე­რე­ბი, რაც გა­მო­არ­ჩევს მას სხვე­ბის­გან. მექ­ვა­ბი­ძე დიდი ხა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს თათა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის პი­არ­სა­ა­გენ­ტოს­თან. მისი კო­ლექ­ცი­ი­დან მო­დე­ლე­ბი მორ­გე­ბუ­ლი აქვთ ისეთ ვარ­სკვლა­ვებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ქრის­ტი­ნა აგი­ლე­რა, კენ­დალ ჯე­ნე­რი, ლინდსი ვონი და ქეთი მე­ლუა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხატია დეკანოზოვა
2

ბებიკო გიული ალასანიას მაინც ვერავინ შეედრებს მოდურად ჩაცმაში!

მაია
1

ნუცაც და ხალხიც მგონი ჩაცმას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, გაეპარება რაღაც და ამდენი შრომა წყალშ ჩაეყრება. ნუცა ჩაიცვი ჯინსი და იყავი თავისუფლად. წარმატებები გადარიე ამერიკა აბა შენ იცი

ავტორი:

ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება ქართველი დიზაინერების სამოსით - მომღერალს ჟიურისთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ანუკი არეშიძის კომპანიის ტყავის ორეული ეცვა

ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება ქართველი დიზაინერების სამოსით - მომღერალს ჟიურისთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ანუკი არეშიძის კომპანიის ტყავის ორეული ეცვა

ნუცა ბუზალაძე, რომელიც უკვე ერთი თვეა ამერიკას იპყრობს, დიდ სცენაზე ქართველი დიზაინერების სამოსით გამოდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინდელი წარმატებული შესრულების შემდეგ, American Idol-ის Top 24 კონკურსანტს შორის მოხვდა. მის მორიგ შთამბეჭდავ გამოსვლას, ამერიკული აუდიტორია და ჟიური ფეხზე ადგომით შეხვდა. ვიდრე ნუცა ამერიკულ ოცნებებს ისრულებს, მოდით გადავხედოთ, რომელი ქართველი დიზაინერების სამოსს მიანიჭა უპირატესობა.

"ინტსაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნუცას ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, სადაც ჟიურის ხვდება და იგებს, რომ Top 24 კონკურსანტს შორის მოხვდა, ანუკი არეშიძის ბრენდის "ანუკის“ სამოსი აცვია. ეს ინფორმაცია კომპანიაში დაგვიდასტურეს.

"გიდასტურებთ, ნარინჯისფერი ორეული ნამდვილად არის ჩვენი ბრენდის Spring/Summer 2021 კოლექციიდან. ნუცას ჩვენი ორეული ეცვა თათა ქართველიშვილისა და მისი პიარსააგენტოს, "TATA PR AGENCY" დახმარებით.“

როგორც აღმოჩნდა, ნუცას ჩაცმულობაზე ამერიკაში სწორედ სააგენტო "TATA PR AGENCY" ზრუნავს.

თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში დიდი ხანია იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში და აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. მისი პიარსააგენტოს საშუალებით, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...

შეგახსენებთ, რომ სწორედ თათას სააგენტოს მუშაობის შედეგია ის, რომ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ქენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯოი ქინგი, ქეთი ფერი, ალესანდრა ამბროსიო, ჯენიფერ ლოპესი და სხვები, ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებში.

თათასა და "ანუკის" შორის ეს პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა. 2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის "ინფლუენსერი”, ჰეილი ბიბერი ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ბრენდის სამოსში გამოჩნდა. სამხრეთ ჰოლივუდში, Craig’s-ის რესტორანში ვახშამზე ჰეილიმ, ტყავის შარვალი და პიჯაკი მოირგო, რომელიც ANOUKI-ის 2021 წლის PRE-FALL კოლექციიდან გახლავთ. ანუკი არეშიძე სამოსს ვეგანური ტყავისგან ამზადებს.

ნუცას კიდევ ორი ლუქი ეცვა ქართველი დიზაინერის. თაკო მექვაბიძის მიერ შექმნილი სამოსი, მომღერალმა სცენაზე მოირგო.

ამ ქართველი დიზაინერის კოლექციებში მრავლად არის სადღესასწაულო ფერები, რაც გამოარჩევს მას სხვებისგან. მექვაბიძე დიდი ხანია თანამშრომლობს თათა ქართველიშვილის პიარსააგენტოსთან. მისი კოლექციიდან მოდელები მორგებული აქვთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ქრისტინა აგილერა, კენდალ ჯენერი, ლინდსი ვონი და ქეთი მელუა.

იხილეთ ასევე: