პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."
ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."

ტე­ლეგ­რამ-არხი "მო­ბი­ლი­ზა­ცია" აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფი­ლი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბულ რუს სამ­ხედ­რო­ებს ეჩხუ­ბე­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­მა­კა­ცებს წი­ნას­წარ ჩა­მო­არ­თვეს დო­კუ­მენ­ტე­ბი და მიჰ­ყავთ ლუ­განსკში, ფრონ­ტის ხაზ­ზე, რა­საც ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ბი­ბი­ლო­ვი მათ უმ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე მიჰ­ყავთ. კადრში ის­მის ერთ-ერთი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლის სი­ტყვე­ბი, რომ მას ახ­ლა­ხან ბახ­მუტ­თან და­ე­ღუ­პა ძმა და მისი მშობ­ლე­ბი ვერ გა­და­ი­ტა­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მა­საც იგი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აგ­ზავ­ნი­ან... ბი­ბი­ლო­ვი ხმა­მა­ღალ ტონ­ში პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, - ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კეთ­დე­ბაო.

"თქვენ არ­ცხვენთ რუ­სეთს. მე სამ­ხრეთ ოსე­თი­დან ვარ, ჩემი ბოლო თა­ნამ­დე­ბო­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბა იყო, ახლა აქ თქვენ­თან ერ­თად ვარ... ხვდე­ბით, გეს­მით, რა ნა­ბიჯს დგამთ. თა­ვით უნდა იფიქ­როთ, რო­გორ შე­ხე­დავთ იმათ თვალ­ში, ვინც ახლა იბ­რძვი­ან", - ყვი­რის ბი­ბი­ლო­ვი კად­რებ­ში.

კად­რებ­ში ის­მის ამ­ბო­ხე­ბულ­თა ხმე­ბი, ისი­ნი ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ის მათ არ­წმუ­ნებს, რომ ფრონ­ტის ხაზ­ზე კი არ აგ­ზავ­ნი­ან, არა­მედ სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე, რო­მე­ლიც ლუ­განსკის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ია­რა­ღიც კი არ აქვთ. ბი­ბი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ მათ აქვთ მო­ფიქ­რე­ბის დრო, წა­ვიდ­ნენ და იბ­რძო­ლონ სამ­შობ­ლოს­თვის, თუ დე­ზერ­ტი­რე­ბად იქ­ცნენ. კადრში ის­მის ერთ-ერთი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლის ხმა: "ჩვენ უკვე მო­ვი­ფიქ­რეთ და არა­სად მივ­დი­ვართ!"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
0

შენი პერეზიდენტობა არ გაიშვა... 

dato
20

ამბოხებულებს არა, კვახი! ამბოხება სხვა რამეა, უბრალოდ, ისინი ითხოვენ ოფიციალურ ბრძანებას, რომ ჯერ იგზავნებიან საწვრთნელ ბაზაზე მოსამზადებლად და ამის შემდეგ მომზადებული ჯარისკაცი თავსაც დაიცავს და კარგადაც შეასრულებს საბრძოლო დავალებას, ამ ხალხს არ უნდა საზარბაზნე ხორცად იქცნენ გამოუცდელობის გამო, თორემ რუსებს და საერთოდ, სლავებს ომის არ ეშინიათ, ეგენი მეომარი ხალხია. უაზროდ სიკვდილი არავის სურს! ამიტომ აპროტესტებენ და სწორადაც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ანატოლი ბიბილოვი ამბოხებულ მობილიზებულებს ეჩხუბება: "თქვენ არცხვენთ რუსეთს. ჩემი ბოლო თანამდებობა პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ, თქვენთან ერთად ვარ..."

ტელეგრამ-არხი "მობილიზაცია" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც არაღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მობილიზებულ რუს სამხედროებს ეჩხუბება.

როგორც ირკვევა, მამაკაცებს წინასწარ ჩამოართვეს დოკუმენტები და მიჰყავთ ლუგანსკში, ფრონტის ხაზზე, რასაც ისინი აპროტესტებენ. ბიბილოვი მათ უმტკიცებს, რომ ისინი სამხედრო პოლიგონზე მიჰყავთ. კადრში ისმის ერთ-ერთი მობილიზებულის სიტყვები, რომ მას ახლახან ბახმუტთან დაეღუპა ძმა და მისი მშობლები ვერ გადაიტანენ ინფორმაციას, რომ მასაც იგივე მიმართულებაზე აგზავნიან... ბიბილოვი ხმამაღალ ტონში პასუხობს და ამბობს, - ყველაფერი ინდივიდუალურად კეთდებაო.

"თქვენ არცხვენთ რუსეთს. მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ, ჩემი ბოლო თანამდებობა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობა იყო, ახლა აქ თქვენთან ერთად ვარ... ხვდებით, გესმით, რა ნაბიჯს დგამთ. თავით უნდა იფიქროთ, როგორ შეხედავთ იმათ თვალში, ვინც ახლა იბრძვიან", - ყვირის ბიბილოვი კადრებში.

კადრებში ისმის ამბოხებულთა ხმები, ისინი ბიბილოვის განცხადებას აპროტესტებენ. ის მათ არწმუნებს, რომ ფრონტის ხაზზე კი არ აგზავნიან, არამედ სამხედრო პოლიგონზე, რომელიც ლუგანსკის ტერიტორიაზეა. მობილიზებულები ამბობენ, რომ მათ იარაღიც კი არ აქვთ. ბიბილოვი ამბობს, რომ მათ აქვთ მოფიქრების დრო, წავიდნენ და იბრძოლონ სამშობლოსთვის, თუ დეზერტირებად იქცნენ. კადრში ისმის ერთ-ერთი მობილიზებულის ხმა: "ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ და არასად მივდივართ!"