ძველ ფრანგულ მატიანეში ("l’histoire Generale") დემეტრე თავდადებულზე ერთ საოცარ ამბავს გადავაწყდი, მეტად ამაღელვებელს…
1281 წელს ჯვაროსნები, მონღოლები და ქართველები ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ დაიძრნენ... ქართულ ლაშქარს ახალგაზრდა დემეტრე თავდადებული სარდლობდა.
ოქტომბერში მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაპირისპირება მოხდა. მონღოლურ-ქართულ-ჯვაროსნული კოალიცია ეგვიპტელ მამლუქებს დაუპირისპირდა. დემეტრემ მოწინავეობა მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს სთხოვა. ტრადიციულად, ქართველები მონღოლთა არმიაში მოწინავეები იყვნენ, "ქართლის ცხოვრება" ამასთან დაკავშირებით შენიშნავს კიდეც: "წესადამცა არს წინამბრძოლობა ქართველთა".
კოალიციური ლაშქრის სარდალმა დემეტრეს თხოვნა შეასრულა.
ცნობილია, რომ ეგვიპტელი მამლუქები მთელ აღმოსავლეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ხსენებულ ფრანგულ მატიანეში აღნიშნულია, რომ მამლუქებმა მონქეს კოალიციური არმიის ის ნაწილები, რომლებიც მონღოლთა და ჯვაროსანთაგან შედგებოდა, უკუაქციეს, დაჭრეს კოალიციური ლაშქრის მეთაური მონქეც, მაგრამ იმ ფლანგზე, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, აქ მტერი უკუიქცა (le même changement n’arriva pas dans l’aîle droite, où combattoit cinq mille Georgiens - იგივე ცვლილებები არ მომხდარა მარჯვენა ფრთაზე, სადაც ხუთი ათასი ქართველი იბრძოდა - "l’histoire Generale"- ფრანგ. მატიანე).
როცა ქართველთა მეფემ გაიგო, რომ მთავარი ლაშქარი დამარცხდა, მან უკანდახეულ ძირითად ლაშქართან შეერთება გადაწყვიტა. წყარო აგრძელებს, რომ სწორედ ამ დროს, უკვე გამარჯვებული და დაღლილი ქართველების წინააღმდეგ, თადარიგიანმა სულთანმა ქალავუნმა გამოიყვანა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლები. დაიწყო კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც იმაზე სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე - პირველი, მაგრამ ბრძოლის ველზე მხოლოდ ქართველთა რაზმი იყო დარჩენილი. სამხედრო ისტორიის არა ერთი მაგალითი გვაჩვენებს, რომ როდესაც უკვე ნაომარი, დაღლილი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება ახალი, დასვენებული შენაერთები, (თანაც, ელიტური, ყველაზე მაღალბრძოლისუნარიანი), მათ წინააღმდეგ უკვე ნაომარ და დაღლილ ლაშქარს თითქმის არანაირი შანსი არ აქვს. გაუგონარი სისასტიკის ბრძოლა შუა ღამემდე გაგრძელდა. მიუხედავად ქართველების გადაღლილობისა და მიუხედავად მამლუქთა ამ შენაერთის ელიტურობისა, ქართველთა მეფემ, რომელიც, ტრადიციულად, წყაროში სომეხთა მეფედაც იწოდება, მტერი ამჯერადაც მოიგერია. გააგრძელეთ კითხვა
ჯვაროსნების და მონღოლების კოალიცია კარგი იყო :)) დიდი ფანტაზია ქონია ავტორს. სხვები კი სანამ მაგ დემაგოგიას გადაყლაპავთ ცოტა ისტორიას გადახედეთ. ჯვაროსნული ომების ეპოქა 1291 წელს სრულდება მამლუქების მიერ აკრის აღებით. მაგის შემდეგ.პაპები ძირითადად ევროპის ტერიტორიაზე გადმოერთვნენ და პატარ-პატარ " საღვთო ომებს" უცხადებდნენ მათთვის არასასურველ ლიდერებს და სახელმწიფოებს (სიციალში ლაშქრობა 1298-1299, კოლონას კარდინალების წინააღმდეგ ომი, როდოსის დაპყრობა....)
მონღოლებს რაც შეეხებათ, ახლო აღმოსავლეთში მათი შეჭრა 1256 წლიდან იწყება ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის ჰულაგუს მეთაურობით ,ეგვიპტეში მაგ მსვლელობას წერტილი 1960 წლს აინ-ჯალუთთან გამართულმა ბრძოლაში მამლუქბმა დაუსვეს ,სადაც წელში გადატეხეს მათი არმია. მონღოლებთან ერთად მართლა იბრძოდნენ დაპყრობილი ხალხები,მათ შორის ქართველები. მაგრამ მაგ ამბებში ევროპელი რაინდები არა იყვნენ და ვერც იქნებოდნენ გარეულები არც თავში არც ბოლოში და არც შუაში. მით უმეტეს 1981 წელს!
ქართველები მებრძოლი ხალხია,ძალის გამოყენებით ვერ მოერევი ამ ქვეყანას,ვერავინ შეძლო ეს. თემურა კოჭლი ისე გავიდა გაღმა,რომ ვერ დააჩოქა ქართველთა მე გიორგი მეშვიდე და ამ უკანასკნელმა ბოლო ძალების გამოყენებით იბრძოლა,ვერც შაჰ-აბასმა პირველმა დააჩოქა ქართველი,ვერც რუსეთის იმპერიამ. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ქართველი მხოლოდ ქართველის ღალატით მარცხდებოდა და ტკბილი სიტყვით. რა ხდება დღეს,ტკბილი სიტყვით გვებრძვის ამერიკა,ხოლო ამისათვის იყენებს ქართველ მოღალატეებს,რომლებიც მომრავლებულები არიან სამწუხაროდ. გასაგებად მარტივია,თუ ადამიანს გონება და თვალი უჭრის,როგორ აფინანსებენ უცხოეთიდან ქართველების დაყოფას და ქიშპს,ზოგი რუსეთიდან ფინანსდება და ზოგიც ამერიკიდან. ქართველთა ერთად ყოფნა არ სურს არავის,მხოლოდ ქართველი უნდა იყოს დაინტერესებული ამით,თუმცა ქართველიც ვეღარ ქართველობს. აქ ერთმა დაწერა,რომ სხვის ომში მაგრები იყვნენო,ხოდა ამ ადამიანს ისტორია წაკითხული არ აქვს,თორე ამას არ იტყოდა. ხო სულ სხვისთვის ჩახერგა უკან დასაბრუნებელი გზა დავითმა და სულ სხვის გამო შესწირა თავის 200 დიდმა მამულიშვილმა(რომელთა სახელები არ ვიცით,რაც სამწუხაროა) ანდაც ერეკლემ სულ სხვისთვის ჩაატარა უამრავი ბრძოლა და წარმოსთქვა სიტყვები " მე უნდა ვიღუპებოდე ამ ხალხისთვის და არა ხალხი ჩემთვის", ან გიორგი მაზნიაშვილის სიტყვები "მე არც მენშევიკების და არც ბოლშევიკების გენერალი ვარ,მე საქართველოს გენერალი ვარო",ან ანწუხელიძემ თავი მიტომ გასწირა,რომ ამერიკის დროშა არ შეურაწყო ხომ? ან ზაზა დამენიამ,ჟიული შარტავამ და გმირმა მფრინავმა ჯიმი მაისურაძემ,ან შინდისელმა გმირებმა,კოტე აფხაზმა გინდა თუ იუნკერებმა ან მარო მაყაშვილმა. სულ სხვისთვის შეინახა ქართული განძი მოშიმშილე ექვთიმე თაყაიშვილმა. ვაი თქვენს კი არა,ვაი ჩვენს პატრონს,რანაირად უნდა დაივიწყო ეს ხალხი და მათი გაკეთებული საქმენი,რა ნამუსი არ გაქვთ? ქართველი თუ ქართველობს,მაშინ ვერავინ დაამარცხებს ამ დროშიც კი. და კითხვაზე,რატომ გგონიათ რო ქართველობას გართმევენო? ან რას ნიშნავს ქართველობა? ქართველობა იმას ნიშნავს,საერთოდ ნანახი რო არ გყავს ბებია ან ბაბუა,ხოლო მის საფლავს საკუთარი სახლივით უვლი,უფრთხილდები მათ დანატოვარს ანუ წინაპრების დაფასება როცა იცის ე.ი. შენ ხარ ქართველი და არ გაქვს დაკარგული ქართველობა.საფლავი საფლავია,თუმცა რასაც ქართველი მოვლის დროს აკეთებს ეს არის პატივისცემა და დაფასება წარსულის,ეს გამოგვარჩევს სხვებისგან. ამერიკელი დედა შეიძლება შვილს არ ელაპარაკებოდეს,ხოლო შვილმა მისი საფალავი არ მოიკითხოს და არც იცოდეს სად არის,ეს არის მათი არჩევანი. ნუ ჯერ ძალა აქვთ და ახერხებენ რაღაცას,ხოლო როცა გაუჭირდებათ მერე გამოჩნდება,რა ან როგორ იქნება. ერთი მუჭა ხალხი ასე გადავრჩით და მოვედით აქამდე,წარსულის ცოდნა აუცილებელია და მისი გაფრთხილება. შენ თუ აფასებ წარსულს,მაშინ მომავალიც გექნება,მომავალი წარსულის გარეშე არ იქნება,გამორიცხული ამბავია. საქართველოს წარსული გვავალდებულებს,რომ გვქონდეს მომავალი და თავისუფალი საქართველო. სხვა აზრი გამორიცხულია,შეუძლებელია საქართველოს წარსულის მქონე ერს მომავალი არ ქონდეს.თუ საძირკველი არ გექნა,მაშინ ვერაფერს დააშენებ და საძირკველს ვერ ჩაასხავ,თუ არ გაქვს ცოდნა,როგორ უნდა ქნა ეს,ხოლო ეს წარსულის გარეშე შეუძლებელია. დიდება ქართველ გმირებს და თავისუფლება,ერთიანობა საქართველოს.