პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც ფორმალურად იყო მამა... ამ წერილს შეიძლება მოყვეს ხმაური" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი?
"მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც ფორმალურად იყო მამა... ამ წერილს შეიძლება მოყვეს ხმაური" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი?

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და თეა აბაშ­მა­ძის შვი­ლი ბაშო რა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ წე­რი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა "შალ­ვას მსხვერ­პლე­ბი­სად­მი თა­ნად­გო­მას".

ბა­შოს თქმით, მა­მის გამო ოჯა­ხი ხში­რად იყო მძი­მე კრი­ზი­სის წი­ნა­შე და აქვე გან­მარ­ტავს, რომ რე­ა­ლუ­რად შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან არც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და არც მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა არ აკავ­ში­რებთ.

"ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ეს წე­რი­ლი თუ არა. ერთი კვი­რის წინ მქონ­და მძი­მე სა­უ­ბა­რი მას­თან, ვი­საც ეხე­ბა ეს წე­რი­ლი და ავუხ­სე­ნი რა­საც ვა­პი­რებ­დი, რად­გან მსურ­და მზად ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. არ მა­მოძ­რა­ვებს შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი და არ მსურს ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნო ვინ­მეს. ეს ბოლო დღე­ე­ბი უმ­ძი­მე­სი იყო ჩემ­თვის, რად­გან ჩემი წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბამ, ისევ გა­მი­ცო­ცხლა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ უთ­ქმე­ლო­ბა არის უსა­მარ­თლო­ბა, არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის მი­მარ­თაც. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყო­ველ­თვის გან­ვიც­დი­დი სირ­ცხვილს, რომ ჩემი პი­როვ­ნე­ბა მა­შინ­ვე იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, როცა გა­ი­გებ­დნენ ვისი შვი­ლი ვარ.

მე ვარ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად იყო მამა, რე­ა­ლუ­რად კი არას­დროს შე­უს­რუ­ლე­ბია ეს როლი. რაც თავი მახ­სოვს, ჩვე­ნი ოჯა­ხი სის­ტე­მა­ტი­უ­რად დგე­ბო­და მძი­მე კრი­ზი­სე­ბის წი­ნა­შე, ამ ადა­მი­ა­ნის გამო და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ქა­ო­სის რე­ჟიმ­ში გვამ­ყო­ფებ­და. ეს წნე­ხი დღემ­დე გრძელ­დე­ბა... რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მეს­მო­და, რომ არ უნდა მეგ­რძნო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის მი­მართ, რად­გან არც ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და არც მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა გვა­კავ­ში­რებს მე და ჩემს ძმებს მას­თან. მის მიერ ფორ­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის იმი­ტა­ცია, ჩემს ქვეც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში რე­ა­ლუ­რი მა­მის არ­სე­ბო­ბის იმედს აღ­ვი­ვებ­და.

ეს მო­ლო­დი­ნი კარ­გა ხნის წინ გა­ხუნ­და, მაგ­რამ დუ­მი­ლის ინერ­ცი­ას ისევ ვაგ­რძე­ლებ­დი. ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი, ჩემი მოთ­მი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა, როცა აქ­ცი­ა­ზე გულ­წრფე­ლად გა­სულ მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს "ჩმო­რე­ბი" გვი­წო­და სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და წარ­მოგ­ვა­ჩი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­გან მარ­თულ ბრბოდ.

ამას და­ე­მა­ტა მისი მხი­ლე­ბა იმ გო­გო­ე­ბის მიერ, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მე უკვე ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი ამ ყვე­ლა­ფერ­თან, თუნ­დაც ირიბ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან შალ­ვას მავ­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­და დიდი ხა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აზა­რა­ლებს.

მინ­და ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ გო­გო­ნას, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა. მინ­და დავ­გმო მათ წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია, რი­თაც ახლა უკვე სა­ჯა­როდ მე­ორ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცია. მახ­სოვს მისი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სრუ­ლი უმა­დუ­რო­ბა დე­და­ჩე­მის მი­მართ და ვიცი, რომ ის ზო­გა­დად არ სცემს ქალს პა­ტივს. ჩემს თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ ლა­ზა­რეს, რო­მელ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად უპი­რე­ბენ ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვას.

დღეს ლა­ზა­რე წარ­მო­ად­გენს მთავ­რო­ბის­თვის იმ მარ­ტი­ვად გა­სა­წირ მსხვერ­პლს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბის და­სა­ში­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ყო­ფი­ლი დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მის მტრის ხა­ტად გა­მოყ­ვა­ნით ინარ­ჩუ­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ხმებს, რი­თაც ხე­ლოვ­ნუ­რად აცო­ცხლებს ისე­დაც მო­რა­ლუ­რად გა­კოტ­რე­ბულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და ამით ცდი­ლობს ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მტრი­დან ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის არი­დე­ბას. სი­ნამ­დვი­ლე­ში მთავ­რო­ბა­ში მყოფ კა­ცებს, არც პატ­რი­ო­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებთ და არც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის ბედი.

ისი­ნი არი­ან „ბას­ლა­ი­ნებ­ზე“ მო­სი­ა­რუ­ლე, რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი. მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ჩემს ამ სა­ჯა­რო წე­რილს სა­ვა­რა­უ­დოდ შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს გარ­კვე­უ­ლი ხმა­უ­რი. მივ­მარ­თავ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ მე­დი­ებს, რომ ეს წე­რი­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბი­სა და უღირ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რა­ღად. კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ეს წე­რი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა შალ­ვას მსხვერ­პლე­ბი­სად­მი, მათ შო­რის ჩემი ოჯა­ხის მი­მართ თა­ნად­გო­მას" - წერს ბაშო რა­მიშ­ვი­ლი.

მის წე­რილს აზი­ა­რებს დედა, თეა აბაშ­მა­ძეც და წერს: "ეს ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის წე­რი­ლია, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მისი ძმე­ბი­სა და ჩემი სათ­ქმე­ლიც, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მწიფ­დე­ბო­და ჩვენ­ში. ვიცი, რომ ამ აქტს მოყ­ვე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ ჩვენს სი­მარ­თლე­ში და ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის სიწ­მინ­დე­ში".

მკითხველის კომენტარები / 117 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანო
0

ნიჭიერება კი არ აკლიათ...

მალხაზი
1

აი ლაზარე რომ ახსენე, უკვე დაიკარგა ის რასაც ყვებოდი, რას ეტენებით ამ ტიპს? დააშავა? პასუხიც უნდა აგოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც ფორმალურად იყო მამა... ამ წერილს შეიძლება მოყვეს ხმაური" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი?

"მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც ფორმალურად იყო მამა... ამ წერილს შეიძლება მოყვეს ხმაური" - რას წერს შალვა რამიშვილის ვაჟი?

შალვა რამიშვილისა და თეა აბაშმაძის შვილი ბაშო რამიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ წერილი ემსახურება "შალვას მსხვერპლებისადმი თანადგომას".

ბაშოს თქმით, მამის გამო ოჯახი ხშირად იყო მძიმე კრიზისის წინაშე და აქვე განმარტავს, რომ რეალურად შალვა რამიშვილთან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა არ აკავშირებთ.

"ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთვის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე, რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც. ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი. რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება... რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან. მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა.

ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს "ჩმორები" გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ.

ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას. მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია. მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს. ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყვდევას.

დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ. ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას. სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი.

ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები. მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას" - წერს ბაშო რამიშვილი.

მის წერილს აზიარებს დედა, თეა აბაშმაძეც და წერს: "ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში. ვიცი, რომ ამ აქტს მოყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში".