სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას" - გვრიტიშვილი
"მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას" - გვრიტიშვილი

თუ რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თან­ხმო­ბას ვა­ცხა­დებ, რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ. გა­დავ­დგე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუ რა­ი­მე უკა­ნო­ნო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ხდე­ბო­და - მივ­მარ­თავ პრე­მი­ერს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში და­ა­ორ­გა­ნი­ზოს ჩვენ­თან, მო­სა­მარ­თლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რმა, დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კუ­ლუ­ა­რულ ზე­წო­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან, და­ე­ლო­დე­ბი­ან, თუ რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"არ ვიცი, სა­ი­დან მო­ვი­და ღა­მის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუ ქრთა­მი.

თუ რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თან­ხმო­ბას ვა­ცხა­დებ, რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ. გა­დავ­დგე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუ რა­ი­მე უკა­ნო­ნო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ხდე­ბო­და. წარ­მო­ად­გი­ნონ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით.

ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის არა­ერ­თი ტალ­ღა ყო­ფი­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე, ახლა ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბა, ეს არის გზავ­ნი­ლი სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მისი და­მორ­ჩი­ლე­ბის და მი­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა.

საფრ­თხე არ­სე­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ის­პოს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა­ზე.

ამი­ტომ, მე, რო­გორც მო­სა­მარ­თლე, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პრე­მი­ერს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში და­ა­ორ­გა­ნი­ზოს ჩვენ­თან, მო­სა­მარ­თლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა.

ჩვენ მას სრუ­ლად წარ­ვუდ­გენთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც გვაქვს. იმ კუ­ლუ­ა­რულ ზე­წო­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ზეც ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და მე ვსა­უბ­რობთ. მხო­ლოდ მას მი­ვაწ­ვდი სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას. შემ­დეგ და­ვე­ლო­დე­ბი რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან რე­ა­გი­რე­ბა. იმის შემ­დგომ დავ­გეგ­მავთ ჩვენს ქმე­დე­ბებს“,- აღ­ნიშ­ნავს გვრი­ტიშ­ვი­ლი.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ერთი დიდი კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სის ერთ-ერთი სეგ­მენ­ტია და მა­ნამ­დე, ეს უკ­რა­ი­ნა­ში და ალ­ბა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც გვრი­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­წილ­ში უარი თქვა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა გა­და­ა­ბა­რა ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბულ, რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ კო­მი­სი­ას“.

„ერთი დიდი კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სის ერთ-ერთი სეგ­მენ­ტია ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. მა­ნამ­დე ეს უკ­რა­ი­ნა­ში და ალ­ბა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. იგი­ვე ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ით და შემ­დგომ რე­ფორ­მე­ბით მოხ­და მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან სის­ტე­მის წმენ­და. ამან სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვია ის, რომ მა­გა­ლი­თად ალ­ბა­ნეთ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო 1 მო­სა­მარ­თლე და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­შიც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ორი ინ­სტი­ტუ­ცია გა­ჩერ­და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გვრი­ტიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნამუსი
2

ხომ ამბობენ გვკიდიაო? რას აფაფხურდნენ???? რას ნერვიულობთ თქვე ოჯახაშენებულებო, პირი არ გაგიჩერებიათ :)

დავით
1

მორჩა ბაზარი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას" - გვრიტიშვილი

"მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას" - გვრიტიშვილი

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა - მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც პრემიერს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას მიაწვდიან, დაელოდებიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

"არ ვიცი, საიდან მოვიდა ღამის სატელეფონო საუბრებში მართლმსაჯულების განხორციელება, თუ ქრთამი.

თუ რაღაც ჩანაწერი არსებობს ჩემთან მიმართებაში, თანხმობას ვაცხადებ, რომ გამოაქვეყნონ. გადავდგები თანამდებობიდან, თუ რაიმე უკანონო სატელეფონო საუბრები ხდებოდა. წარმოადგინონ ეს მტკიცებულებების სახით.

ორკესტრირებული შეტევის არაერთი ტალღა ყოფილა სასამართლოზე, ახლა ყველაზე სერიოზულია. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების სანქცირება, ეს არის გზავნილი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი დამორჩილების და მიტაცების მცდელობა.

საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე.

ამიტომ, მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა.

ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნავს გვრიტიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, ერთი დიდი კანონზომიერი პროცესის ერთ-ერთი სეგმენტია და მანამდე, ეს უკრაინაში და ალბანეთში განხორციელდა.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, „უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა და მოსამართლეების დანიშვნა გადააბარა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ, რაღაც გაურკვეველ კომისიას“.

„ერთი დიდი კანონზომიერი პროცესის ერთ-ერთი სეგმენტია ის, რაც საქართველოში ხდება. მანამდე ეს უკრაინაში და ალბანეთში განხორციელდა. იგივე ორკესტრირებული კამპანიით და შემდგომ რეფორმებით მოხდა მათთვის არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მაგალითად ალბანეთში, საკონსტიტუციო სასამართლოში დატოვებული იყო 1 მოსამართლე და უზენაეს სასამართლოშიც იგივე სიტუაცია იყო და ფაქტობრივად, ეს ორი ინსტიტუცია გაჩერდა დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ნახეთ ასევე: