სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებზე ისევ დაიშვებიან - რა აკრძალვებს აწესებს სოკ -ი და რას პასუხობენ რუსეთიდან?
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებზე ისევ დაიშვებიან - რა აკრძალვებს აწესებს სოკ -ი და რას პასუხობენ რუსეთიდან?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც მის­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებს, რუსი და ბე­ლა­რუ­სი სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზო­ბებ­ზე დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ანუ რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლე­ბენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში. შე­გახ­სე­ნებთ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს მკაც­რი აკ­რძალ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და ომის გა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ და­უ­წეს­დათ.

ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით, ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სი, უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და არა ქვე­ყა­ნას. არ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა დრო­შის წარ­დგე­ნის, ან ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სიმ­ბო­ლოს გა­მო­ტა­ნის.

  • რუ­სუ­ლი ან ბე­ლა­რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნის­თვის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პი­რო­ბე­ბი ასე­თია:

1. მათ უნდა იას­პა­რე­ზონ მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ნე­იტ­რა­ლუ­რი სპორ­ტსმე­ნის სტა­ტუ­სით.

2. სა­ერ­თოდ არ და­იშ­ვე­ბა სპორ­ტსმენ­თა გუნ­დი რუ­სუ­ლი ან ბე­ლა­რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით.

3. ასე­ვე, არ და­იშ­ვე­ბი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მხარს ომს.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შე­ე­ხე­ბა თუ არა ეს 2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დას. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა პერ­სპექ­ტი­ვამ, რომ შე­საძ­ლოა, უკვე 2024 წელს რუსი და ბე­ლა­რუ­სი სპორ­ტსმე­ნე­ბი ვი­ხი­ლოთ ოლიმ­პი­ა­და­ზე, ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პი­ოტრ ვავრზი­კის შე­ფა­სე­ბით, ეს არის "სირ­ცხვი­ლის დღე."

სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ებს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა რუ­სეთ­შიც. რუ­სე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა დაგ­მო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის დაც­ვაც რუს და ბე­ლა­რუს სპორ­ტსმე­ნებს მო­ე­თხო­ვე­ბათ და მათ "დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
k
25

ჯერ უკრაინაზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ნაცები და ლიბერალები ჩარტერული რეისებით, პირდაპირ უზურპატორი რუსების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე, მერე დამხმარედ პროდასავლური მჩქეფარე პოზიცია-ხელისუფლება დავაწიოთ; ბოლოს დიდი ქალბატონი და მხედართუხუცესი სალომე მივაყოლოთ. დავრჩებით საწყალი ქართველი ერი და ავაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს...თუ დაგვაცალეს, რასაკვირველია. ცოტა მაინც ამოვისუნთქავდით ნაც-ქოცების ღრიანცელიდან...რას დაისვენებდა ხალხი? 

გია
26

გაეროს ადამიანის უფლებებში ფუნდამენტური პრინციპია, რომ ადამიანთა დისკრიმინაცია ეროვნულ ნიადაგზე არის რასიზმი და შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროში აკრძალულია (ნებისმიერი ფორმით) და ასევე დასჯადია. რადგან დასავლეთის ქვეყნები ეწევიან რუსი და ბელორუსი სპორტსემენების და მომღერლების დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით ოფიციალურად (პოლიტიკოსებზე და სამხედროებზე აღარაფერს ვამბობთ), გამოდის რომ ოფიციალურად, ევროპა,აშშ, კანადა და ავსტრალია უკვე აღარ არიან დემოკრატიული სახელმწიფოები და გახნდნენ რასისტული/ფაშისტური ქვეყნები. რუსეთი რომ აგრესორია თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და არანაირად არაა კავშირში ეთნიკურ დისკრიმინაციასთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებზე ისევ დაიშვებიან - რა აკრძალვებს აწესებს სოკ -ი და რას პასუხობენ რუსეთიდან?

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებზე ისევ დაიშვებიან - რა აკრძალვებს აწესებს სოკ -ი და რას პასუხობენ რუსეთიდან?

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჯაროვა ის რეკომენდაციები, რაც მისცა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებზე დაშვებასთან დაკავშირებით, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები სხვადასხვა შეჯიბრზე მონაწილეობას შეძლებენ, თუმცა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში. შეგახსენებთ რუსეთის წარმომადგენლებს მკაცრი აკრძალვა უკრაინაში შეჭრის და ომის გაჩაღების შემდეგ დაუწესდათ.

ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები, რომლებსაც ექნებათ ნეიტრალური სტატუსი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სპორტსმენები, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად და არა ქვეყანას. არ ექნებათ უფლება დროშის წარდგენის, ან ქვეყანასთან დაკავშირებული რაიმე სიმბოლოს გამოტანის.

  • რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები ასეთია:

1. მათ უნდა იასპარეზონ მხოლოდ ინდივიდუალური, ნეიტრალური სპორტსმენის სტატუსით.

2. საერთოდ არ დაიშვება სპორტსმენთა გუნდი რუსული ან ბელარუსული პასპორტით.

3. ასევე, არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადას. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა პერსპექტივამ, რომ შესაძლოა, უკვე 2024 წელს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვიხილოთ ოლიმპიადაზე, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პიოტრ ვავრზიკის შეფასებით, ეს არის "სირცხვილის დღე."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს კრიტიკა მოჰყვა რუსეთშიც. რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგმო კრიტერიუმები, რომლის დაცვაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს მოეთხოვებათ და მათ "დისკრიმინაციული" უწოდა.