სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან
"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან

9 წლის იყო თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, როცა მწვრთნელ­მა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, - ეს ბიჭი დიდ კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებ­სო და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში, რა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გო­რი შვი­ლი, მე­უღ­ლე და მა­მაა? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" თორ­ნი­კეს დე­დამ, ქეთი შენ­გე­ლი­ამ ისა­უბ­რა.

- 26 თე­ბერ­ვლის ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცია? ნაკ­რე­ბის ასეთ წარ­მა­ტე­ბას რამ­დე­ნად ელო­დით?

- სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ბი­ჭებს, გულ­შე­მატ­კივ­რებს, სა­კა­ლათ­ბურ­თო სამ­ყა­როს ვუ­ლო­ცავ ამ ის­ტო­რი­ულ ამ­ბავს. ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა და­წე­რეს და შექ­მნეს კა­ლათ­ბურ­თის ახა­ლი ის­ტო­რია. ეს წარ­მა­ტე­ბა ათე­უ­ლი წლის წინ და­წყე­ბუ­ლი შრო­მის შე­დე­გია. მად­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, რომ­ლებ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში. როცა აა­ნა­ლი­ზებ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი მოხ­და და იცი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში შენი შვი­ლის წვლი­ლიც არის, მარ­თლა ამა­ღელ­ვე­ბე­ლია - იმ­დე­ნად, რომ ემო­ცი­ის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

გე­ტყვით უშუ­ა­ლოდ თა­მა­შის დროს ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. რო­გორც ყვე­ლა თა­მაშ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ­ჯე­რა­დაც დარ­ბაზ­ში ვი­ყა­ვი. მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბას 4 წუთი აკ­ლდა, ვე­ღარ გავ­ჩერ­დი და გა­ვე­დი, იქვე მო­ფა­რე­ბულ­ში დავ­დე­ქი და ლოც­ვა და­ვი­წყე, თან ყუ­რებ­ზე ხელი მქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. რომ ვლა­პა­რა­კობ, თვალ­ზე ცრემ­ლი ახ­ლაც მად­გე­ბა და ალ­ბათ, რა დროც უნდა გა­ვი­დეს, ამ დღეს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვე­რას­დროს გა­ვიხ­სე­ნებ. უფალს შევ­თხოვ­დი, ცუდი შე­დე­გი არ და­ეშ­ვა. ბო­ლოს ვთქვი: უფა­ლო, იყოს ნება შენი. ყუ­რებ­ზე ხელი კი მქონ­და აფა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ით ვხვდე­ბო­დი, რო­გო­რი თა­მა­ში მი­დი­ო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მატ­ჩი ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე, კო­მენ­ტა­ტორ­მა ძა­ლი­ან კარ­გად აღ­ნიშ­ნა, ის­ლან­დი­ე­ლე­ბის ბოლო ნას­რო­ლი რომ არ ჩა­ვარ­და, ამა­ში ღმერ­თის ხელი ერია, ბურ­თი კა­ლათ­ში არ ჩა­უშ­ვაო. ნაკ­რე­ბის ამ წარ­მა­ტე­ბას ვე­ლო­დი, მაგ­რამ იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რამ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იქ­ნე­ბო­და.

- თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ხართ. ამ ფაქ­ტორ­მა თორ­ნი­კე­ზე ალ­ბათ, დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, არა?

- რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნა იქო­ნია, ბავ­შვო­ბი­დან­ვე მა­მა­მი­სის თა­მა­შებ­ზე დამ­ყავ­და, პა­ტა­რა ასაკ­შიც კი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იყო. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და დიდი კლუ­ბე­ბის თა­მა­შებს ტე­ლე­ვი­ზორ­შიც დაკ­ვირ­ვე­ბით უყუ­რებ­და. ამას­თან, გე­ნე­ტი­კაც ხომ თა­ვი­სას შვრე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე უნ­გრეთ­ში თა­მა­შობ­და. თოკო 9 წლის იყო, პირ­ვე­ლად კა­ლათ­ბურთზე იქ მი­ვიყ­ვა­ნეთ და 3-4 თვე დამ­ყავ­და, სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დით. როცა მოვ­დი­ო­დით, მწვრთნელ­მა გვი­თხრა, ეს ბიჭი დიდ კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებს, ყვე­ლა­ფერს ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავს და იო­ლად აკე­თებ­სო. შემ­დეგ ვარ­ჯი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აგ­რძე­ლა, მხო­ლოდ მისი ასა­კის კი არა, უფ­როს ბავ­შვებ­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. 14 წლის გახ­ლდათ, ბა­თუმ­ში კემ­პი რომ ჩა­ტარ­და, იქ აირ­ჩი­ეს და ვა­ლენ­სი­ა­ში წა­ვი­და. იქ მისი მო­ნა­ცე­მე­ბი, ნიჭი თვალ­ში მოხ­ვდათ და და­ი­ტო­ვეს. მა­შინ თო­კოს სა­ზღვარ­გა­რეთ გაშ­ვე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და.

- მის­თვის რამ­დე­ნად იო­ლად მი­სა­ღე­ბი იყო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან უხა­რო­და, იქ თა­მა­ში უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს ყოფ­ნა გა­უ­ჭირ­და. 15 წლის იყო, სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბამ ლექ­სი რომ და­ა­წე­რი­ნა.

- ეს ლექ­სი გახ­სოვთ?

- რო­გორ არ მახ­სოვს, რით­მა დარ­ღვე­უ­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ემო­ცი­აა. ამ ლექსს ჰქვია "იყო ქარ­თვე­ლი", რო­მელ­შიც არის ასე­თი ფრა­ზე­ბი: "მე­ა­მა­ყე­ბა მე ჩემი სამ­შობ­ლოს სი­ლა­მა­ზე./ შენ გაქვს გან­თქმუ­ლი მთა-ბარი, ველი და მდე­ლო,/ შენ­ზე ფიქ­რებ­ში ვა­ხერ­ხებ, რომ მე ჩემი თავი გა­ვამ­ხნე­ვო", "მე ჩემი გზით ვცდი­ლობ, რო­გორ­მე შენ გა­სა­ხე­ლო", "იყო ქარ­თვე­ლი ნიშ­ნავს იყო შენი სუ­ლის მმარ­თვე­ლი/ და რაც გე­კუთ­ვნის, არ­ვინ იყოს მისი წამ­რთმე­ვი", "დიდი მად­ლო­ბა, ღმერ­თო, იმის­თვის, რომ ვარ ქარ­თვე­ლი"... ასე­თი იყო სამ­შობ­ლო­დან შორს მყო­ფი 15 წლის ბი­ჭის ფიქ­რე­ბი და მო­ნატ­რე­ბა. ეს ლექ­სი რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ვი­ტი­რე.

- მკაც­რად ზრდი­დით?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი ვი­ყა­ვი. შრო­მის სიყ­ვა­რუ­ლი სულ ჰქონ­და და მი­ზან­და­სა­ხუ­ლიც იყო. ყვე­ლა დე­დას უნდა, ზრდი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი ჰყავ­დეს.

- რას გვე­ტყვით მის ოჯახ­ზე, რო­გო­რი მე­უღ­ლე და მა­მაა?

- თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე და ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მა­მაა. რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა იყოს, შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ინც ახერ­ხებს. ვტკბე­ბი მისი და სა­ლო­მეს სიყ­ვა­რუ­ლის ცქე­რით. სა­ლო­მე ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, სა­ოც­რად კარ­გი მე­უღ­ლე და დედა. კვე­ბა იქ­ნე­ბა თუ მისი რე­ჟი­მის მორ­გე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობს. მად­ლო­ბა მას... წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტატორი
4

ალტინფოებს აეწვათ ერთი ადგილი

ვერ გავიგე
139

რა უცებ დაგვავიწყდა ცსკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან

"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან

9 წლის იყო თორნიკე შენგელია, როცა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა, - ეს ბიჭი დიდ კალათბურთს ითამაშებსო და წინასწარმეტყველება ახდა. როგორი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის პირველი ნაბიჯები სპორტის ამ სახეობაში, რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული, როგორი შვილი, მეუღლე და მამაა? - ამ ყველაფერზე ჟურნალ "გზასთან" თორნიკეს დედამ, ქეთი შენგელიამ ისაუბრა.

- 26 თებერვლის ისტორიული მატჩის შემდეგ როგორი იყო თქვენი ემოცია? ნაკრების ასეთ წარმატებას რამდენად ელოდით?

- საქართველოს, ჩვენი ნაკრების ბიჭებს, გულშემატკივრებს, საკალათბურთო სამყაროს ვულოცავ ამ ისტორიულ ამბავს. ჩვენმა ბიჭებმა დაწერეს და შექმნეს კალათბურთის ახალი ისტორია. ეს წარმატება ათეული წლის წინ დაწყებული შრომის შედეგია. მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში. როცა აანალიზებ, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და იცი, რომ ამ ყველაფერში შენი შვილის წვლილიც არის, მართლა ამაღელვებელია - იმდენად, რომ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს.

გეტყვით უშუალოდ თამაშის დროს ჩემს თავს რა ხდებოდა. როგორც ყველა თამაშზე, ბუნებრივია, ამჯერადაც დარბაზში ვიყავი. მატჩის დასრულებას 4 წუთი აკლდა, ვეღარ გავჩერდი და გავედი, იქვე მოფარებულში დავდექი და ლოცვა დავიწყე, თან ყურებზე ხელი მქონდა აფარებული. რომ ვლაპარაკობ, თვალზე ცრემლი ახლაც მადგება და ალბათ, რა დროც უნდა გავიდეს, ამ დღეს ემოციის გარეშე ვერასდროს გავიხსენებ. უფალს შევთხოვდი, ცუდი შედეგი არ დაეშვა. ბოლოს ვთქვი: უფალო, იყოს ნება შენი. ყურებზე ხელი კი მქონდა აფარებული, მაგრამ მაყურებლის რეაქციით ვხვდებოდი, როგორი თამაში მიდიოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. შინ დაბრუნების შემდეგ, მატჩი ტელევიზიით ვნახე, კომენტატორმა ძალიან კარგად აღნიშნა, ისლანდიელების ბოლო ნასროლი რომ არ ჩავარდა, ამაში ღმერთის ხელი ერია, ბურთი კალათში არ ჩაუშვაო. ნაკრების ამ წარმატებას ველოდი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რამდენად დაძაბული თამაში იქნებოდა.

- თქვენ და თქვენი მეუღლე ყოფილი კალათბურთელები ხართ. ამ ფაქტორმა თორნიკეზე ალბათ, დიდი გავლენა მოახდინა, არა?

- რა თქმა უნდა, გავლენა იქონია, ბავშვობიდანვე მამამისის თამაშებზე დამყავდა, პატარა ასაკშიც კი ძალიან სერიოზული მაყურებელი იყო. ევროპის ჩემპიონატის და დიდი კლუბების თამაშებს ტელევიზორშიც დაკვირვებით უყურებდა. ამასთან, გენეტიკაც ხომ თავისას შვრება. ჩემი მეუღლე უნგრეთში თამაშობდა. თოკო 9 წლის იყო, პირველად კალათბურთზე იქ მივიყვანეთ და 3-4 თვე დამყავდა, სანამ წამოვიდოდით. როცა მოვდიოდით, მწვრთნელმა გვითხრა, ეს ბიჭი დიდ კალათბურთს ითამაშებს, ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს და იოლად აკეთებსო. შემდეგ ვარჯიში საქართველოში გააგრძელა, მხოლოდ მისი ასაკის კი არა, უფროს ბავშვებშიც გამორჩეული იყო. 14 წლის გახლდათ, ბათუმში კემპი რომ ჩატარდა, იქ აირჩიეს და ვალენსიაში წავიდა. იქ მისი მონაცემები, ნიჭი თვალში მოხვდათ და დაიტოვეს. მაშინ თოკოს საზღვარგარეთ გაშვება ძალიან გამიჭირდა.

- მისთვის რამდენად იოლად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება?

- თავდაპირველად ძალიან უხაროდა, იქ თამაში უნდოდა, მაგრამ საქართველოდან შორს ყოფნა გაუჭირდა. 15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა.

- ეს ლექსი გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს, რითმა დარღვეულია, მაგრამ მთავარი ემოციაა. ამ ლექსს ჰქვია "იყო ქართველი", რომელშიც არის ასეთი ფრაზები: "მეამაყება მე ჩემი სამშობლოს სილამაზე./ შენ გაქვს განთქმული მთა-ბარი, ველი და მდელო,/ შენზე ფიქრებში ვახერხებ, რომ მე ჩემი თავი გავამხნევო", "მე ჩემი გზით ვცდილობ, როგორმე შენ გასახელო", "იყო ქართველი ნიშნავს იყო შენი სულის მმართველი/ და რაც გეკუთვნის, არვინ იყოს მისი წამრთმევი", "დიდი მადლობა, ღმერთო, იმისთვის, რომ ვარ ქართველი"... ასეთი იყო სამშობლოდან შორს მყოფი 15 წლის ბიჭის ფიქრები და მონატრება. ეს ლექსი რომ გამომიგზავნა, ვიტირე.

- მკაცრად ზრდიდით?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი. შრომის სიყვარული სულ ჰქონდა და მიზანდასახულიც იყო. ყველა დედას უნდა, ზრდილი და წარმატებული შვილი ჰყავდეს.

- რას გვეტყვით მის ოჯახზე, როგორი მეუღლე და მამაა?

- თბილი, მოსიყვარულე მეუღლე და ძალიან მზრუნველი მამაა. როგორი დაღლილიც უნდა იყოს, შვილებთან ურთიერთობას მაინც ახერხებს. ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით. სალომე ძალიან კარგი გოგოა, საოცრად კარგი მეუღლე და დედა. კვება იქნება თუ მისი რეჟიმის მორგება, ყველანაირად ხელს უწყობს. მადლობა მას... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად.