საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა
ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა

ბრი­ტა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 22 წლის ელე­ო­ნორ უი­ლი­ამსს 8,5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ქალი სამ მა­მა­კაცს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში სდებ­და ბრალს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ მან, უბ­რა­ლოდ, მო­ი­ტყუა.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს აჩ­ვე­ნა, სა­კუ­თარ თავს თვი­თონ მი­ა­ყე­ნა - ად­გი­ლობ­რივ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ნა­ყი­დი ჩა­ქუ­ჩით. ექი­მებ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯერ ვერ გა­არ­კვი­ეს მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ქალი ასეთ უკი­დუ­რე­სო­ბა­ზე წა­ვი­და.

უი­ლი­ამ­სი, ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კუმბრი­ი­დან 14 მარტს გა­ა­სა­მარ­თლეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბის და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო, რო­გორც მისი მრა­ვალ­ჯე­რა­დად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, ასე­ვე მე­ზო­ბელ ქა­ლა­ქებ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ აზი­ე­ლი სუ­ტე­ნი­ო­რე­ბის ბან­დის მიერ სექს-მო­ნად გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მო­სა­მარ­თლემ მის ჩვე­ნე­ბას "სრუ­ლი ფიქ­ცია“ უწო­და და ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცე­სის დროს მას სი­ნა­ნუ­ლის ნიშ­ნე­ბიც არ გა­მო­უვ­ლე­ნია.

უი­ლი­ამ­სი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მიჩ­ნევს, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა იმის გამო, თუ რამ­ხე­ლა ძა­ლა­დო­ბა და არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია მის­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში.

მუ­ჰა­მედ რამ­ზან­მა (მარ­ჯვნი­დან მე­ო­რე) გა­ნუ­ცხა­და სა­სა­მარ­თლოს, რომ მის ოჯახს ქა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მუდ­მი­ვად ავიწ­რო­ვებ­დნენ და თავს ეს­ხმოდ­ნენ

"მე არ ვამ­ბობ, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ, მაგ­რამ ვიცი, რომ რა­ღა­ცა­ში შევ­ცდი. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ბა­რო­უ­ში მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბე­ბით. რომ მცოდ­ნო­და, ამას მსგავ­სი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და, არას­დროს დავ­წერ­დი ამ პოსტს", - თქვა უი­ლი­ამსმა პრო­ცეს­ზე.

სა­სა­მარ­თლო­ზე სამ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც უი­ლი­ამ­სი ბრალს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში სდებ­და, ისა­უბ­რეს თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბებ­ზე და ქა­ლის მომ­ხრე­ე­ბის­გან დევ­ნის გამო დან­გრე­ულ ცხოვ­რე­ბა­ზე.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ჯორ­დან ტრენ­გოვ­მა, 2,5 თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში, მას ბრა­ლად ქა­ლის და­ნით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ედე­ბო­და.

კი­დევ ერ­თმა, 43 წლის ბიზ­ნეს­მენ­მა მუ­ჰა­მედ რამ­ზან­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 500 შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, მას მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქა­ლა­ქი. უი­ლი­ამსმა მას ბან­დის ლი­დე­რი უწო­და, რო­მე­ლიც ქა­ლებს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და. მე­სა­მე კაცი, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა, ოლი­ვერ გარ­დნე­რი, მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გამო.

  • და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი და ნა­ხევ­რად მოჭ­რი­ლი თითი

უი­ლი­ამსმა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა 2020 წლის მა­ის­ში, რო­დე­საც მან თა­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა რამ­დე­ნი­მე ფოტო, რომ­ლებ­ზეც სახე და სხე­უ­ლი და­ფა­რუ­ლი ჰქონ­და სა­ში­ნე­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით, მათ შო­რის ჩან­და გა­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლი და ნა­წი­ლობ­რივ მოჭ­რი­ლი თითი.

ფო­ტო­ებ­თან ერ­თად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში უი­ლი­ამ­სი წერ­და, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი - პა­კის­ტა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც ქალი სცე­მეს და აი­ძუ­ლეს სექს-წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა.

ჯორ­დან ტრენ­გო­ვი, რო­მელ­მაც 2,5 თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში ცრუ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, ამ­ბობს, რომ უი­ლი­ამ­სის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი მსჯავ­რი ძა­ლი­ან ცო­ტაა

უი­ლი­ამ­სის ჩვე­ნე­ბე­ბი ფარ­თოდ გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში, რის შემ­დე­გაც აქ­ტი­ვის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ებ­რძოდ­ნენ, მის მხარ­და­სა­ჭე­რად და­ა­ფუძ­ნეს კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ელის­თვის". კამ­პა­ნი­ას ჰყავ­და 100 000 გა­მომ­წე­რი Facebook-ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან.

მომ­ხდარ­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო ქვეყ­ნის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ტომი რო­ბინ­სო­ნი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცია და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს უი­ლი­ამ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გან­ზრახ გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა­ში.

მუ­ქა­რა და თავ­დას­ხმე­ბი წა­მო­ვი­და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც უი­ლი­ამ­სი მო­ძა­ლა­დე­ებს უწო­დებ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, 2020 წლის ზა­ფხულ­ში ქა­ლის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ბა­რო­უ­ში, სი­ძულ­ვი­ლის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

"ეს იყო ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტრა­გი­კუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ქა­ლაქ ბა­რო­უს­თვის, ცხოვ­რე­ბის ბნე­ლი პე­რი­ო­დი“, - თქვა კუმბრი­ის პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა მე­თიუ პირ­მან­მა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

ქალი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მო­ჰა­მედ რამ­ზან­მა იგი "ბლექპუ­ლის" სას­ტუმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა და აი­ძუ­ლა რამ­დე­ნი­მე მა­მა­კაც­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და. პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში უი­ლი­ამ­სი თვი­თონ წა­ვი­და იქ, იქი­რა­ვა სას­ტუმ­როს ნო­მე­რი.

პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე ამო­ი­ღო უი­ლი­ამ­სის­გან ექ­ვსი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მან შექ­მნა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პრო­ფი­ლე­ბი იმ მა­მა­კა­ცე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლებ­საც მო­ძა­ლა­დე­ე­ბი უწო­და და აქ­ვეყ­ნებ­და სხვა­დას­ხვა და­მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მათი სა­ხე­ლით.

კუმბრი­ის პო­ლი­ცი­ის სპი­კერ­მა პერ­მან­მა აღ­ნიშ­ნა, თუ რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უი­ლი­ამ­სის ჩვე­ნე­ბა, რო­დე­საც მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. აქვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლად გა­მო­ი­ძი­ეს.

მან გა­მოთ­ქვა იმე­დი, რომ უი­ლი­ამ­სის საქ­მე ძა­ლა­დო­ბის ნამ­დვილ მსხვერ­პლებს არ და­უ­კარ­გავს მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ მი­მარ­თონ პო­ლი­ცი­ას. "თქვენ მო­გის­მენთ და და­გეხ­მა­რე­ბით", - დას­ძი­ნა კუმბრი­ის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
30

აი ამისთანების მერე მართალსაც აღარ დაუჯერებენ...ეტყობა რაღაცაზე მაგრად იყო ეს გოგო გამწარებული ამათგან თორემ ტყუილ-უბრალოდ ასე არ მოიქცეოდა ჯერ რა სახეები აქვს სამივეს?!..

 

Gio
0

ფსიქიატრიულში თავადაა წასაყვანი, თან დიდი ხნით, არავინ იცის კიდევ რა აზრი მოუვა თავში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა

ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა

ბრიტანულმა სასამართლომ 22 წლის ელეონორ უილიამსს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალი სამ მამაკაცს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მან, უბრალოდ, მოიტყუა.

როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, დაზიანებები, რომელიც დაზარალებულმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს აჩვენა, საკუთარ თავს თვითონ მიაყენა - ადგილობრივ სუპერმარკეტში ნაყიდი ჩაქუჩით. ექიმებმა და სამართალდამცავებმა ჯერ ვერ გაარკვიეს მიზეზები, რის გამოც ქალი ასეთ უკიდურესობაზე წავიდა.

უილიამსი, ჩრდილო-დასავლეთ კუმბრიიდან 14 მარტს გაასამართლეს მართლმსაჯულების შეფერხების და სიცრუის გავრცელების გამო, როგორც მისი მრავალჯერადად გაუპატიურების, ასევე მეზობელ ქალაქებში და მის ფარგლებს გარეთ აზიელი სუტენიორების ბანდის მიერ სექს-მონად გამოყენების თაობაზე.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ მის ჩვენებას "სრული ფიქცია“ უწოდა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის დროს მას სინანულის ნიშნებიც არ გამოუვლენია.

უილიამსი თავს უდანაშაულოდ მიჩნევს, მაგრამ სინანული გამოთქვა იმის გამო, თუ რამხელა ძალადობა და არეულობა გამოიწვია მისმა განცხადებებმა მშობლიურ ქალაქში.

მუჰამედ რამზანმა (მარჯვნიდან მეორე) განუცხადა სასამართლოს, რომ მის ოჯახს ქალის მხარდამჭერები მუდმივად ავიწროვებდნენ და თავს ესხმოდნენ

"მე არ ვამბობ, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცაში შევცდი. შოკირებული ვარ ბაროუში მომხდარი არეულობებით. რომ მცოდნოდა, ამას მსგავსი შედეგები მოჰყვებოდა, არასდროს დავწერდი ამ პოსტს", - თქვა უილიამსმა პროცესზე.

სასამართლოზე სამმა მამაკაცმა, რომელსაც უილიამსი ბრალს გაუპატიურებაში სდებდა, ისაუბრეს თვითმკვლელობის მცდელობებზე და ქალის მომხრეებისგან დევნის გამო დანგრეულ ცხოვრებაზე.

ერთ-ერთმა მათგანმა, ჯორდან ტრენგოვმა, 2,5 თვე გაატარა ციხეში, მას ბრალად ქალის დანით გაუპატიურება ედებოდა.

კიდევ ერთმა, 43 წლის ბიზნესმენმა მუჰამედ რამზანმა, დაახლოებით 500 შეტყობინება მიიღო, მას მოკვლით ემუქრებოდნენ და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. უილიამსმა მას ბანდის ლიდერი უწოდა, რომელიც ქალებს ექსპლუატაციას უწევდა. მესამე კაცი, რომელმაც სასამართლოში ჩვენება მისცა, ოლივერ გარდნერი, მას შემდეგ, რაც ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა თვითმკვლელობის მცდელობის გამო.

  • დაზიანებული თვალი და ნახევრად მოჭრილი თითი

უილიამსმა პოპულარობა მოიპოვა 2020 წლის მაისში, როდესაც მან თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც სახე და სხეული დაფარული ჰქონდა საშინელი სისხლჩაქცევებით, მათ შორის ჩანდა გაშავებული თვალი და ნაწილობრივ მოჭრილი თითი.

ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ პოსტში უილიამსი წერდა, რომ თავდამსხმელები - პაკისტანური წარმოშობის ბიზნესმენები იყვნენ, რომლებმაც ქალი სცემეს და აიძულეს სექს-წვეულებებზე დასწრება.

ჯორდან ტრენგოვი, რომელმაც 2,5 თვე გაატარა ციხეში ცრუ გაუპატიურების ბრალდებით, ამბობს, რომ უილიამსისთვის გამოტანილი მსჯავრი ძალიან ცოტაა

უილიამსის ჩვენებები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, რის შემდეგაც აქტივისტებმა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ებრძოდნენ, მის მხარდასაჭერად დააფუძნეს კამპანია სახელწოდებით "სამართლიანობა ელისთვის". კამპანიას ჰყავდა 100 000 გამომწერი Facebook-ზე მთელი მსოფლიოდან.

მომხდარზე დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებს შორის იყო ქვეყნის ულტრამემარჯვენე მოძრაობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ტომი რობინსონი. აქციის მონაწილეებმა პოლიცია დაადანაშაულეს უილიამსის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობაში.

მუქარა და თავდასხმები წამოვიდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც უილიამსი მოძალადეებს უწოდებდა. სამართალდამცავების თქმით, 2020 წლის ზაფხულში ქალის მშობლიურ ქალაქში, ბაროუში, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები სამჯერ გაიზარდა.

"ეს იყო ხანგრძლივი, რთული და, ფაქტობრივად, ტრაგიკული გამოძიება, ქალაქ ბაროუსთვის, ცხოვრების ბნელი პერიოდი“, - თქვა კუმბრიის პოლიციის სპიკერმა მეთიუ პირმანმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ქალი ამტკიცებდა, რომ მოჰამედ რამზანმა იგი "ბლექპულის" სასტუმროში მიიყვანა და აიძულა რამდენიმე მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა. პოლიციამ დაადგინა, რომ სინამდვილეში უილიამსი თვითონ წავიდა იქ, იქირავა სასტუმროს ნომერი.

პოლიციამ ასევე ამოიღო უილიამსისგან ექვსი მობილური ტელეფონი და აღმოაჩინა, რომ მან შექმნა სოციალური მედიის პროფილები იმ მამაკაცების სახელით, რომლებსაც მოძალადეები უწოდა და აქვეყნებდა სხვადასხვა დამადანაშაულებელ შეტყობინებებს მათი სახელით.

კუმბრიის პოლიციის სპიკერმა პერმანმა აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულად მიიღეს სამართალდამცავებმა უილიამსის ჩვენება, როდესაც მან განაცხადა, რომ გააუპატიურეს. აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებები სრულად გამოიძიეს.

მან გამოთქვა იმედი, რომ უილიამსის საქმე ძალადობის ნამდვილ მსხვერპლებს არ დაუკარგავს მოტივაციას, რომ მიმართონ პოლიციას. "თქვენ მოგისმენთ და დაგეხმარებით", - დასძინა კუმბრიის პოლიციის წარმომადგენელმა.

წყარო