სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?
"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებს. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო ჟურ­ნა­ლის­ტმა გამ­ზრდე­ლი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო. ამ რთულ გზა­ზე თა­მუ­ნამ ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ვე­ძებ“ შექ­მნა, სა­დაც სხვა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში.

ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ ეტაპ­ზე თა­მუ­ნამ მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბა­ბუა იპო­ვა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მისი შვი­ლე­ბი კი გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ თა­მუ­ნას­თვის მხო­ლოდ ბი­ძე­ბი და დე­ი­დე­ბი აღ­მოჩ­ნდენ...

ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძებ­ნას აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც არ­წმუ­ნებ­დნენ რომ დე­დის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი კი რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, ემიგ­რან­ტია. მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და მისი სამი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. პირ­ვე­ლად ორი წლის წინ და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ დე­და­მი­სი იყო, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ და­ა­დას­ტუ­რა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად ქალს არ სჯე­რა ტეს­ტის ნამ­დვი­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს თა­მუ­ნას შვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს, მო­იხ­სე­ნი­ებს მათ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბად და ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, მისი გამ­ზრდე­ლი დე­დის საფ­ლა­ვის ფო­ტოც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც სე­რო­ზუ­ლი სტრეს­ში ამ­ყო­ფებს თა­მუ­ნას...

- ამ ქალ­ბა­ტონ­მა იმ­შო­ბი­ა­რა 1979 წელს, სა­ნამ მე და­ვი­ბა­დე­ბო­დი 5 წლით ადრე. გა­სა­გე­ბია, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ცვლიდ­ნენ თა­რი­ღებს, მაგ­რამ 5 წლის შეც­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ორი წლის გან­მავ­ლო­ბაშ ვუხ­სნი­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ასე, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ თა­რი­ღი შე­მიც­ვა­ლეს და დე­და­ჩე­მია. შემ­დეგ შეც­ვა­ლა ვერ­სია და ახლა ამ­ბობს, რომ 1981 წელს იმ­შო­ბი­ა­რა. სულ რომ 1981 წელს ემ­შო­ბი­ა­რა, მა­ინც ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­მო­დის, რად­გან 1981 წლის ივ­ნის­ში და­ო­ჯახ­დნენ ჩემი გამ­ზრდე­ლი მშობ­ლე­ბი და წი­ნას­წარ ხომ არ აიყ­ვან­დნენ შვილს, რა იცოდ­ნენ, რომ არ გა­უჩ­ნდე­ბო­დათ. ამის გარ­და მის შვილ­თან გა­ვი­კე­თე გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და ამ­ბობს, რომ არ ენ­დო­ბა ამე­რი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

- ეს ქალი ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს...

- დიახ და ამ­ტკი­ცებს, რომ თით­ქოს მა­მი­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და მას­თან რა­ღაც ცეხ­ში. ოღონდ მა­მი­დას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს პე­და­გო­გი­უ­რი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ-ერთ სკო­ლა­ში და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ფი­ზი­კუ­რად ვერ იმუ­შა­ვებ­და სა­დღაც ცეხ­ში. გარ­და ამი­სა ამ­ბობს, რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ახ­სოვს, რო­მე­ლიც იმ სამ­შო­ბი­ა­რო­ში, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე გი­ნე­კო­ლო­გი იყო. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სია და იმ დროს ვერ იმუ­შა­ვებ­და იქ გი­ნე­კო­ლო­გად.

- ნამ­დვი­ლად ჰყავს ამ ქალს შვი­ლი და­კარ­გუ­ლი, მისი შვი­ლე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- დიახ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ნამ­დვი­ლად და­კარ­გა შვი­ლი, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ერთ შვილს, რო­მელ­თა­ნაც ტეს­ტი გა­ვი­კე­თე, იმა­საც ბო­ლომ­დე არ სჯე­რა რომ ტეს­ტი არ შეც­და. მა­ნამ­დე კი­დევ ერთი გოგო გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­მაც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ იცო­და ვინ იყო დე­და­ჩე­მი და მე­ო­რე დღეს ვა­კის პარკში და­მი­ბა­რა. თა­ვად მი­თხრა, რომ რე­გი­ო­ნი­დან იყო და ჩა­მო­ვი­დო­და. მე­ო­რე დღეს მარ­თლა შევ­ხვდი და მიყ­ვე­ბა ასეთ ის­ტო­რი­ას, ოღონდ სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით. დე­და­ჩე­მი იყო უშ­ვი­ლო და მა­მა­ჩემს წამ­ლებს ას­მევ­და და სხვა ქა­ლებ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და შვი­ლებს აჩენ­დნე­ნო.

შო­კიც არის და შოკი, მისი თქმით, ახლა ეძებ­და და-ძმებს. იქვე მივ­ხვდი რომ ამ გო­გოს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ამის შემ­დეგ კი­დევ უამ­რავ ადა­მი­ანს წერ­და, რომ ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყო... შემ­დეგ აღ­მო­ვაჩ­ნე, რომ სხვა გაშ­ვი­ლე­ბულ გო­გო­ნებ­საც იგი­ვეს წერ­და. ერთი წელი სა­ში­ნე­ლე­ბა­ში გა­მო­მა­ტა­რა. ალ­ბათ სხვე­ბიც შეხ­ვდნენ...

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ ქალ­ბა­ტონს, ის თქვენ შვი­ლებ­თან, თქვენ­თან ერ­თად და­კო­ლა­ჟე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­მარ­თლე­ბი­ვად თუ ფიქ­რობ, რომ პა­სუ­ხი აგე­ბი­ნო.

- ჩემი გამ­ზრდე­ლი დე­დის საფ­ლა­ვის ფო­ტოც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა... ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ეს თემა ჩემ­თვის, გამ­ზრდე­ლი დე­დის ლან­ძღვა ძა­ლი­ან დიდი სი­სას­ტი­კეა. ამ ქალს მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. ჰყავს სამი შვი­ლი... თა­ვი­დან თით­ქოს ვერ­თო­ბო­დი, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც ჩემ შვი­ლე­ბის ფო­ტო­ებს აზი­ა­რებს და წერს, ნა­ხეთ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რო­გორ მგვა­ნა­ნო, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. მისი სამი შვი­ლი­დან მხო­ლოდ ერთს ვიც­ნობ. ვის­თან ერ­თა­დაც ტეს­ტი გა­ვი­კე­თე. ის ორი შვი­ლი ამ­ბობს, რომ ჩვენ რა ვქნათ, ვე­რა­ფერს ვერ ვა­კე­თებ­თო...

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
16

ჯობია ძებნას თავი დაანებოს ამდენი ხნის განმავლობაში დედა თვითონ მოძებნიდა,ამდენი ამბების მერე უნდა გამოჩენილიყო,რადგან არ გამოჩნდა გამზდელს დედას პატივი სცეს და ნათელში ამყოფოს მისი სული

ირმა
7

ვიცნობ ქალს რომელმაც 1991 წელს დაახლოებით აგვისტოს ბოლო ან სექტემბერი ოქტომბერ თვე არ მახსოვს ზუსტად, იმშობია და უთხრეს ბიჭი მერე დაიღუპაო მიცვალებულიც არ გამოატანეს,რამდენჯერ უთქვია იქნებ გოგო იყო და გააშვილესო რომ სქესით არ მეპოვაო თუმცა არ ეძებს რატომღაც ვერ გარკვეულა მკვდრებში ეძებოს ბიჭი თუ ცოცხლებში გოგო?რადგან სქესზეც კი ეპარება ეჭვი,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?

"ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას" - ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ თამუნა მუსერიძის დედაა: რას ჰყვება ყოფილი წამყვანი?

უკვე რამდენიმე წელია რაც თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ინფორმაცია, რომ ნაშვილები იყო ჟურნალისტმა გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ამ რთულ გზაზე თამუნამ ჯგუფი სოციალურ ქსელში „ვეძებ“ შექმნა, სადაც სხვა გაშვილებულებსაც ეხმარება ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.

ძიება გრძელდება და ამ ეტაპზე თამუნამ მხოლოდ ბიოლოგიური ბაბუა იპოვა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისი შვილები კი გენეტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ თამუნასთვის მხოლოდ ბიძები და დეიდები აღმოჩნდენ...

ბიოლოგიური მშობლების ძებნას აგრძელებს, თუმცა ამ წლების მანძილზე არაერთი ადამიანი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, რომლებიც არწმუნებდნენ რომ დედის პოვნაში დაეხმარებოდნენ.

ქალბატონი კი რომლის შესახებაც ჟურნალისტი ინტერვიუში გვიყვება საბერძნეთში ცხოვრობს, ემიგრანტია. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მისი სამი შვილი საქართველოში ცხოვრობს. პირველად ორი წლის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ დედამისი იყო, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ნათესაური კავშირი არ დაადასტურა.

ამის მიუხედავად ქალს არ სჯერა ტესტის ნამდვილობის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამუნას შვილების ფოტოებს, მოიხსენიებს მათ შვილიშვილებად და ჟურნალისტის თქმით, მისი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა, რაც სეროზული სტრესში ამყოფებს თამუნას...

- ამ ქალბატონმა იმშობიარა 1979 წელს, სანამ მე დავიბადებოდი 5 წლით ადრე. გასაგებია, რომ სამშობიაროში ცვლიდნენ თარიღებს, მაგრამ 5 წლის შეცვლა წარმოუდგენელია. ორი წლის განმავლობაშ ვუხსნიდი, რომ არ შეიძლებოდა ასე, მაგრამ ამბობს, რომ თარიღი შემიცვალეს და დედაჩემია. შემდეგ შეცვალა ვერსია და ახლა ამბობს, რომ 1981 წელს იმშობიარა. სულ რომ 1981 წელს ემშობიარა, მაინც ფიზიკურად ვერ გამოდის, რადგან 1981 წლის ივნისში დაოჯახდნენ ჩემი გამზრდელი მშობლები და წინასწარ ხომ არ აიყვანდნენ შვილს, რა იცოდნენ, რომ არ გაუჩნდებოდათ. ამის გარდა მის შვილთან გავიკეთე გენეტიკური ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პასუხი და ამბობს, რომ არ ენდობა ამერიკის ლაბორატორიას.

- ეს ქალი ახლა საბერძნეთში ცხოვრობს...

- დიახ და ამტკიცებს, რომ თითქოს მამიდაჩემი მუშაობდა მასთან რაღაც ცეხში. ოღონდ მამიდას დამთავრებული აქვს პედაგოგიური და მთელი ცხოვრება ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებელია და ფიზიკურად ვერ იმუშავებდა სადღაც ცეხში. გარდა ამისა ამბობს, რომ ჩემი ბიძაშვილი ახსოვს, რომელიც იმ სამშობიაროში, სადაც მე დავიბადე გინეკოლოგი იყო. ჩემი ბიძაშვილი ჩემზე 4 წლით უფროსია და იმ დროს ვერ იმუშავებდა იქ გინეკოლოგად.

- ნამდვილად ჰყავს ამ ქალს შვილი დაკარგული, მისი შვილები რას ამბობენ?

- დიახ, ჩემი ინფორმაციით ნამდვილად დაკარგა შვილი, მაგრამ რაც შეეხება ერთ შვილს, რომელთანაც ტესტი გავიკეთე, იმასაც ბოლომდე არ სჯერა რომ ტესტი არ შეცდა. მანამდე კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ იცოდა ვინ იყო დედაჩემი და მეორე დღეს ვაკის პარკში დამიბარა. თავად მითხრა, რომ რეგიონიდან იყო და ჩამოვიდოდა. მეორე დღეს მართლა შევხვდი და მიყვება ასეთ ისტორიას, ოღონდ სრული სერიოზულობით. დედაჩემი იყო უშვილო და მამაჩემს წამლებს ასმევდა და სხვა ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და შვილებს აჩენდნენო.

შოკიც არის და შოკი, მისი თქმით, ახლა ეძებდა და-ძმებს. იქვე მივხვდი რომ ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სანამ გავაანალიზე საშინელება იყო. ამის შემდეგ კიდევ უამრავ ადამიანს წერდა, რომ ჩემი დედმამიშვილი იყო... შემდეგ აღმოვაჩნე, რომ სხვა გაშვილებულ გოგონებსაც იგივეს წერდა. ერთი წელი საშინელებაში გამომატარა. ალბათ სხვებიც შეხვდნენ...

- რაც შეეხება ამ ქალბატონს, ის თქვენ შვილებთან, თქვენთან ერთად დაკოლაჟებულ ფოტოებს აქვეყნებს, სამართლებივად თუ ფიქრობ, რომ პასუხი აგებინო.

- ჩემი გამზრდელი დედის საფლავის ფოტოც კი გამოაქვეყნა... ძალიან მტკივნეულია ეს თემა ჩემთვის, გამზრდელი დედის ლანძღვა ძალიან დიდი სისასტიკეა. ამ ქალს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ჰყავს სამი შვილი... თავიდან თითქოს ვერთობოდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემ შვილების ფოტოებს აზიარებს და წერს, ნახეთ შვილიშვილები როგორ მგვანანო, ძალიან გაბრაზებული ვარ. მისი სამი შვილიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ. ვისთან ერთადაც ტესტი გავიკეთე. ის ორი შვილი ამბობს, რომ ჩვენ რა ვქნათ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთო...

ნახეთ ასევე: