ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან, - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
"რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი არა“, - წერს ყოფილი კონგრესმენი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. "მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი, ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არცერთი პროვოკაცია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იხილეთ ასევე:
ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია! ეხლა რა მაქვს მხედველობაში რაც შეიძლება ბევრნი მომრავლდნენ რუსეთუმეები !
ჩვენს ქვეყანას მრავალსაუკოვანი მწარე გამოცდილება აქვს უცხო ქვეყნების მიერ დაპყრობისა და ოკუპაციის შედეგად სხვადასხვა სახის განხორციელებულ ზეწოლებზე.
ბოლო 200 წლის განმავლობაში ასეთი იყო თბილისში ცარიზმის დროს მოვლენილი რუსი ნამესტნიკები - მეფის ნაცვალები, შემდეგ კომუნისტების პერიოდში - მოსკოვიდან გამოგზავნილი ცკ-ს მეორე მდივნები, რომლებიც ფაქტიურად აკონტროლებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.
ყველას, მათ შორის აშშ-ის პოლიტიკოსებს მართებთ დაიცვან საერთაშორისო კანონებით მიღებული წესები და პირველ რიგში საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
ყოფილი კონგრესმენი ბატონი ადამ კინზინგერი იმდენად გათავხედდა, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევს ცილი დასწამოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის მხარეს ყოფნა???!!!
დღევანდელი ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მხარეზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მშვიდობასა და კეთილდღეობას, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.