მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შფოთვა და გაღიზიანება - 5 პროდუქტი, რომელთა რეგულარული მიღებაც მათ დამარცხებაში დაგეხმარებათ
შფოთვა და გაღიზიანება - 5 პროდუქტი, რომელთა რეგულარული მიღებაც მათ დამარცხებაში დაგეხმარებათ

ნერ­ვუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. ის მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 7%-ზე მეტს მუდ­მი­ვად აწუ­ხებს. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­დეს, თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი ნიშ­ნე­ბია: და­ძა­ბუ­ლო­ბა, მწუ­ხა­რე­ბა და მუდ­მი­ვად რა­ღა­ცა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს უშ­ლის.

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მე­თო­დი: მე­დი­კა­მენ­ტუ­რი თე­რა­პია, ფსი­ქო­თე­რა­პია, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სუნ­თქვით თე­რა­პი­ას. თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ადა­მი­ა­ნებს კვე­ბი­თაც შე­უძ­ლი­ათ შე­ამ­ცი­რონ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი.

თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“ წარ­მო­გიდ­გენთ 5 პრო­დუქტს, რომ­ლე­ბიც მისი შე­მად­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დვი­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და არ იყოთ მუდ­მი­ვად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

თევ­ზი

თევ­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით ორა­გუ­ლი, ტვი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ას­ტი­მუ­ლი­რებს. სწო­რედ ამი­ტომ მისი რე­გუ­ლა­რუ­ლი მირ­თმე­ვა ადა­მი­ანს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მი­ზე­ზი მას­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნი D და ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვა ომე­გა-3-ია. ისი­ნი დო­ფა­მი­ნი­სა და სე­რო­ტო­ნი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უწყობს ხელს. აღ­ნიშ­ნულ ჰორ­მო­ნებს კი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და მო­მა­დუ­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა აქვს.

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით (ომე­გა-3) გამ­დიდ­რე­ბუ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მი ხელს უწყობს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ტვი­ნის უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ადა­მი­ა­ნებს კი, რომ­ლე­ბიც ხში­რად არი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სწო­რედ ნერ­ვუ­ლი ქსო­ვი­ლის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი აგ­ზნე­ბა ახა­სი­ა­თებთ.

მღელ­ვა­რე­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის სიმპტო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია D ვი­ტა­მი­ნიც.

D ვი­ტა­მი­ნით ასე­ვე ძა­ლი­ან მდი­და­რია ქა­შა­ყი. ორა­გუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქა­შა­ყის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის. რე­ა­ლუ­რად კი ის სხვა ვი­ტა­მი­ნებ­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, რაც ადა­მი­ანს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში, ცუდ გან­წყო­ბა­სა და დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

მწვა­ნე ჩაი

მწვა­ნე ჩაი შე­ი­ცავს L-თე­ა­ნინს - ამი­ნომ­ჟა­ვას, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად სვა­მენ მწვა­ნე ჩაის, ჰორ­მონ კორ­ტი­ზო­ლის დონე და­ბა­ლი აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰორ­მო­ნი კი პირ­და­პირ კავ­შირ­შია სტრეს­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას­თან. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია L-თე­ა­ნი­ნის უნარ­თან - ნერ­ვე­ბი ზედ­მე­ტი აღ­გზნე­ბის­გან და­იც­ვას. ამავდრო­უ­ლად, ის სე­რო­ტო­ნი­ნი­სა და დო­ფა­მი­ნის დო­ნის ზრდას უწყობს ხელს.

ნუში

ნუში შე­ი­ცავს არა­ერთ ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ტვი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უწყობს ხელს. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ვი­ტა­მინ E-სა და ჯან­საღ ცხი­მებს უკა­ვი­ათ.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ ნუში ამ­ცი­რებს ოქ­სი­და­ცი­ურ სტრეს­სა და ან­თე­ბით პრო­ცესს, რომ­ლე­ბიც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბია. თხი­ლე­უ­ლის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ნუ­შის რე­გუ­ლა­რუ­ლი მირ­თმე­ვა დეპ­რე­სი­ის სიმპტო­მებს ამ­ცი­რებს.

მოც­ვი

მოც­ვი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით C ვი­ტა­მინ­სა და სხვა ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, მა­გა­ლი­თად, ფლა­ვო­ნო­ი­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მღელ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია.

ერთ-ერთი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევ­დნენ მოცვს, შე­უმ­ცირ­დათ დეპ­რე­სი­ის ნიშ­ნე­ბი, გახ­დნენ უფრო მშვი­დე­ბი და ჰარ­მო­ნი­უ­ლე­ბი სა­კუ­თარ თავ­თან.

კვერ­ცხი

კვერ­ცხი ტრიპ­ტო­ფა­ნის სა­უ­კე­თე­სო წყა­როა. ეს კი გახ­ლავთ ნე­ი­როტ­რან­სმი­თე­რი, რო­მე­ლიც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სიმპტო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ პრო­ტე­ი­ნი­სა და ტიპ­ტო­ფა­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მი­ღე­ბა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. კვერ­ცხი კი სწო­რედ ამ ორის წყა­როა. ის ასე­ვე შე­ი­ცავს ვი­ტა­მინ D-ს.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ან­ზე, არა­მედ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მის მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც. ჩარ­თეთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი თქვენს კვე­ბის რა­ცი­ონ­ში და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში შე­დე­გი გა­გა­ო­ცებთ.

ავტორი:

შფოთვა და გაღიზიანება - 5 პროდუქტი, რომელთა რეგულარული მიღებაც მათ დამარცხებაში დაგეხმარებათ

შფოთვა და გაღიზიანება - 5 პროდუქტი, რომელთა რეგულარული მიღებაც მათ დამარცხებაში დაგეხმარებათ

ნერვული გაღიზიანება მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის მსოფლიო მოსახლეობის 7%-ზე მეტს მუდმივად აწუხებს. გაღიზიანება სხვადასხვა დარღვევით შეიძლება გამოიხატებოდეს, თუმცა მისი მთავარი ნიშნებია: დაძაბულობა, მწუხარება და მუდმივად რაღაცაზე ნერვიულობა. ეს ყველაფერი კი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ხელს უშლის.

გაღიზიანების სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა მეთოდი: მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია, ხშირად მიმართავენ სუნთქვით თერაპიას. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს კვებითაც შეუძლიათ შეამცირონ გაღიზიანების ხარისხი.

თევზის პროდუქტების კომპანია „ოკეანე“ წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებიც მისი შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, ნამდვილად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იყოთ მუდმივად გაღიზიანებული.

თევზი

თევზი, განსაკუთრებით ორაგული, ტვინის ფუნქციონირებას ასტიმულირებს. სწორედ ამიტომ მისი რეგულარული მირთმევა ადამიანს გაღიზიანების შემცირებაში ეხმარება. მიზეზი მასში შემავალი ვიტამინი D და ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ია. ისინი დოფამინისა და სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ჰორმონებს კი დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება აქვს.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა-3) გამდიდრებული კვების რეჟიმი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას და ტვინის უჯრედების ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ადამიანებს კი, რომლებიც ხშირად არიან გაღიზიანებული, სწორედ ნერვული ქსოვილის გადამეტებული აგზნება ახასიათებთ.

მღელვარებისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია D ვიტამინიც.

D ვიტამინით ასევე ძალიან მდიდარია ქაშაყი. ორაგულისგან განსხვავებით, ქაშაყის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის. რეალურად კი ის სხვა ვიტამინებთან ერთად განსაკუთრებული რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანს გაღიზიანების შემცირებაში, ცუდ განწყობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს L-თეანინს - ამინომჟავას, რომელიც დადასტურებულად პოზიტიურად მოქმედებს გაღიზიანების წინააღმდეგ.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ მწვანე ჩაის, ჰორმონ კორტიზოლის დონე დაბალი აქვთ. აღნიშნული ჰორმონი კი პირდაპირ კავშირშია სტრესსა და გაღიზიანებასთან. ეს დაკავშირებულია L-თეანინის უნართან - ნერვები ზედმეტი აღგზნებისგან დაიცვას. ამავდროულად, ის სეროტონინისა და დოფამინის დონის ზრდას უწყობს ხელს.

ნუში

ნუში შეიცავს არაერთ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ვიტამინ E-სა და ჯანსაღ ცხიმებს უკავიათ.

დადასტურებული ფაქტია, რომ ნუში ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებით პროცესს, რომლებიც გაღიზიანების გამომწვევი მიზეზებია. თხილეულის და განსაკუთრებით, ნუშის რეგულარული მირთმევა დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს.

მოცვი

მოცვი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და სხვა ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, ფლავონოიდებს. აღნიშნული ნივთიერებები მღელვარების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია.

ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ადამიანებს, რომლებიც 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდნენ მოცვს, შეუმცირდათ დეპრესიის ნიშნები, გახდნენ უფრო მშვიდები და ჰარმონიულები საკუთარ თავთან.

კვერცხი

კვერცხი ტრიპტოფანის საუკეთესო წყაროა. ეს კი გახლავთ ნეიროტრანსმითერი, რომელიც გაღიზიანების სიმპტომების შემცირებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. კვლევით დადასტურდა, რომ პროტეინისა და ტიპტოფანის არაადეკვატური მიღება პირდაპირ უკავშირდება გაღიზიანებას. კვერცხი კი სწორედ ამ ორის წყაროა. ის ასევე შეიცავს ვიტამინ D-ს.

როგორც აღვნიშნეთ, ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება არა მხოლოდ ფიზიკურად აისახება ადამიანზე, არამედ დადებითად მოქმედებს მის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ჩართეთ დასახელებული პროდუქტები თქვენს კვების რაციონში და რამდენიმე კვირაში შედეგი გაგაოცებთ.