საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში
ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში

New York Times-ის ცნო­ბით, გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, Nord Stream-ის მილ­სა­დე­ნის აფეთ­ქე­ბა­ზე შე­საძ­ლოა, პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ში სა­უ­ბა­რი არ არის უკ­რა­ი­ნის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა მე­დი­ას მო­უ­წო­და, მსგავ­სი ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დოს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის.

New York Times-ი წერს, რომ თავ­დას­ხმე­ბის უკან, შე­საძ­ლოა, კი­ე­ვის მომ­ხრე ჯგუ­ფი იდ­გეს.

"გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ მათ დას­რუ­ლე­ბას და­ვე­ლო­დე­ბით, სა­ნამ რა­ი­მეს ვი­ტყვით იმა­ზე, თუ ვინ იდგა ამ აფეთ­ქე­ბის უკან",- თქვა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მილ­სა­დე­ნი 26 სექ­ტემ­ბერს შვე­დე­თის და და­ნი­ის ზო­ნებ­ში აფეთ­ქდა. ორი­ვე ქვე­ყა­ნამ და­ას­კვნა, რომ ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი უთ­ქვამთ იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს მომ­ხდა­რის მიღ­მა.

რუ­სეთ­მა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და მილ­სა­დე­ნის აფეთ­ქე­ბა­ში, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ისარ­გებ­ლა და გამჭვირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თა­ვა­დაც სურს.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ოლექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა თქვა, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ცოტა უც­ნა­უ­რია" და მას "არა­ფე­რი აკავ­ში­რებს უკ­რა­ი­ნას­თან".

პა­რა­ლე­ლუ­რად გერ­მა­ნია "ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის­გან" თა­ვის შე­კა­ვე­ბას ითხოვს. "მკა­ფი­ოდ უნდა გან­ვას­ხვა­ოთ, იყო ეს უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბით მოქ­მე­დებ­და, თუ პრო­უკ­რა­ი­ნულ ჯგუფ­თან გვაქვს საქ­მე, რო­მელ­საც არა­ფე­რი აკავ­ში­რებს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ნაბ­რად მა­ღა­ლია იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ "ეს იყო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის და­სა­და­ნა­შა­უ­ლებ­ლად და­იდ­გა."

გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მილ­სა­დე­ნის აფეთ­ქე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფია, მათ შო­რის 5 მა­მა­კა­ცი და 1 ქალი. ისი­ნი ყალბ პას­პორ­ტებს იყე­ნებ­დნენ.

წყა­რო: aljazeera

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
1

ვრცელდება რაღაც სულელური ნარატივები, რომელთა ავტორების მიზანია ყოველნაირად ააცილონ აშშ-სა და მის პრეზიდენტ ბაიდენს საერთაშორისო ტერორისტული აქტის ჩადენა!!!

ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებით აშშ-მა მიაღწია საკუთარ მიზნებს, კერძოდ:

- ევროკავშირის ქვეყნები იძულებულები გახდნენ აშშ-გან შეისყიდონ (გაცილებით დიდ ფასებში, დაახლოებით 3-4 -ჯერ) ამერიკული თხევადი გაზი, ვიდრე ყიდულობდნენ რუსულ ბუნებრივ გაზს საკმაოდ დაბალ ფასებში;

- ჩადენილი ტერორისტული აქტით ევროპის მძლავრი ეკონომიკა დამოკიდებული გახადა ამერიკაზე, რითაც მსოფლიო ბაზარზე მოიცილა მისი ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი (განსაკუთრებით გერმანია), რომელთა რიგი სამრეწველო გიგანტები უკვე გადადიან ამერიკაში;

- რუსეთს მნიშვნელოვნად შეუმცირდა ის მოგება, რომელსაც ევროპისაგან იღებდა ბუნებრივი აირის გაყიდვით (დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო დღეში).

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო..
0

უკრაინული ჯგუფი - რა სისულელეა.. მაგის გაკეთებას რა ტექნოლოგიებიც სჭირდება, ყველას გადასარევად ესმის, ვისი გაკეთებულიცაა.. 

ავტორი:

ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში

ვინ დგას გასულ წელს მომხდარი Nord Stream-ის აფეთქების მიღმა - დასავლური მედია შესაძლო ვერსიაზე წერს: რას აცხადებენ ნატო-ში

New York Times-ის ცნობით, გასული წლის სექტემბერში, Nord Stream-ის მილსადენის აფეთქებაზე შესაძლოა, პროუკრაინული ჯგუფი იყოს პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარი არ არის უკრაინის უშუალო ჩართულობაზე. ინფორმაციის გამოქვეყნების კვალდაკვალ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიას მოუწოდა, მსგავსი ცნობების გავრცელებას სიფრთხილით მოეკიდოს, რადგან გამოძიების ოფიციალური დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

New York Times-ი წერს, რომ თავდასხმების უკან, შესაძლოა, კიევის მომხრე ჯგუფი იდგეს.

"გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ სწორი იქნება, თუ მათ დასრულებას დაველოდებით, სანამ რაიმეს ვიტყვით იმაზე, თუ ვინ იდგა ამ აფეთქების უკან",- თქვა სტოლტენბერგმა.

<iframe width="684" height="385" src="https://www.youtube.com/embed/yeYjM0P4xVk" title="Nord Stream pipeline gas leaks: European governments suspect sabotage" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

მილსადენი 26 სექტემბერს შვედეთის და დანიის ზონებში აფეთქდა. ორივე ქვეყანამ დაასკვნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, თუმცა არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის მიღმა.

რუსეთმა, რომელიც მანამდე დასავლეთს ადანაშაულებდა მილსადენის აფეთქებაში, ახალი ინფორმაციით ისარგებლა და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა, რომელში მონაწილეობის მიღება თავადაც სურს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა თქვა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ცოტა უცნაურია" და მას "არაფერი აკავშირებს უკრაინასთან".

პარალელურად გერმანია "ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან" თავის შეკავებას ითხოვს. "მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ, იყო ეს უკრაინული ჯგუფი, რომელიც უკრაინის მთავრობის ბრძანებით მოქმედებდა, თუ პროუკრაინულ ჯგუფთან გვაქვს საქმე, რომელსაც არაფერი აკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, თანაბრად მაღალია იმის შესაძლებლობაც, რომ "ეს იყო ოპერაცია, რომელიც უკრაინის დასადანაშაულებლად დაიდგა."

გერმანული მედიის ცნობით, მილსადენის აფეთქების ორგანიზატორი ექვსი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, მათ შორის 5 მამაკაცი და 1 ქალი. ისინი ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა