სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით... ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად" - თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს
"მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით... ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად" - თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი, IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს მი­მარ­თავს. ის მმარ­თვე­ლი გუნ­დის შეც­დო­მებ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ამის შე­დე­გად გა­და­იმ­ტე­რეს მთე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი, კონ­გრე­სი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

ჩუ­გოშ­ვი­ლის თქმით, ფუ­ჭია მათი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი კურ­სი შე­აც­ვლე­ვი­ნონ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა / Georgian Dream მოკ­ლედ მინ­და გი­თხრათ ის, რა­საც ადრე პი­რა­დად გე­უბ­ნე­ბო­დით. ვიცი აზრი არ აქვს, მაგ­რამ მე მა­ინც ვცდი, რად­გან თქვე­ნი შეც­დო­მე­ბის კას­კა­დი სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ჩვენც და თქვენც არა­ვინ იცის:

1. ნუ გგო­ნი­ათ ყვე­ლა სუ­ლე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და. ნუ ეუბ­ნე­ბით ამ ახალ­გაზ­რდებს, რომ სუ­ლე­ლე­ბი არი­ან, ვი­ღაც იყე­ნებს და რა­მეს ვერ ხვდე­ბი­ან. თქვენს ბევრ დე­პუ­ტატ­ზე უკეთ ხვდე­ბი­ან რა ხდე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფას ნუ აყე­ნებთ, პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­ქე­ცით! ასე გა­და­იმ­ტე­რეთ მთე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი, კონ­გრე­სი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ყვე­ლა, ში­ნა­უ­რიც და გა­რე­უ­ლიც, ეძა­ხეთ სუ­ლე­ლე­ბი და გა­ამ­წა­რეთ;

2. აი ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იყო გა­დამგდე­ბი! ყვე­ლა წინა კრი­ზი­სის შემ­დეგ გა­და­აგ­დეთ ხალ­ხიც და პერტნი­ო­რე­ბიც. ახლა გჭირ­დე­ბათ ვი­ღა­ცამ და­გი­ჯე­როთ და თქვენს სი­ტყვას ფასი არ აქვს, უნი­ჭო ტრი­უ­კე­ბი კი, ამას ვერ და­გი­ბა­ლან­სებთ;

3. დათ­მო­ბა, მი­თუ­მე­ტეს სა­კუ­თარ ხალ­ხთან, არაა სი­სუს­ტე, არა!!! დათ­მო­ბა სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არის სიძ­ლი­ე­რე და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც კი. თუ თქვენ იმ კონ­დი­ცი­ამ­დე მიხ­ვე­დით, რომ ახლა კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა მარ­ცხი გგო­ნი­ათ და ფიქ­რობთ, რომ გაწ­ვე­ვა სი­სუს­ტე­ში ჩა­გეთ­ვლე­ბათ, მა­შინ უკვე და­მარ­ცხე­ბულ­ხართ;

4. მტე­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვაა! არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მტე­რი ეძა­ხო, იმის გამო რომ არ გე­თან­ხმე­ბა, ან არ მო­წონ­ხარ. არა­ვინ არაა ვალ­დე­ბუ­ლი იმ დე­მა­გო­გი­ის სჯე­რო­დეს, რა­საც გვას­მე­ნი­ნებთ. ნუ აწე­ბებთ მათ მტრის იარ­ლი­ყებს, თო­რემ ბო­ლოს “მტე­რი” თქვენ­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ნუ ამ­წა­რებთ ტყუ­ი­ლად ხალ­ხს;

5. ზე­წო­ლა წარ­მო­შობს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მარ­ტი­ვია! რაც მე­ტად შე­ა­ტყობს ეს ხალ­ხი, რომ მათ მუხ­ლზე გა­დამ­ტვრე­ვას ცდი­ლობთ, მით მეტ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­ი­ღებთ, ამი­ტომ შე­წყვი­ტეთ!

6. ეს კა­ნო­ნი და და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია შე­უ­თავ­სე­ბე­ლია, as simple as that! ან ერთი ან მე­ო­რე, აირ­ჩი­ეთ, თუ დაგ­რჩათ არ­ჩე­ვა­ნის რე­სურ­სი!

7. ეს კრი­ზი­სი თქვენ გა­მო­იწ­ვი­ეთ ხე­ლოვ­ნუ­რად და ახლა მის ჩაქ­რო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პრო­მი­სის გა­რე­შე ვერ შეძ­ლებთ. რამ­დე­ნი აქ­ცი­აც არ უნდა და­შა­ლოთ, ბრა­ზი არ­სად წავა და ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბათ. შე­ეშ­ვით კუნ­თებ­ზე ყუ­რე­ბას და მო­ი­ფიქ­რეთ რითი გა­მო­ას­წო­როთ.

და ბო­ლოს, ფუ­ჭია ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია არ­ჩე­უ­ლი კურ­სი შე­აც­ვლე­ვი­ნო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სი­აა. სხვა ამო­ცა­ნა და­ი­სა­ხეთ" - წერს ჩუ­გოშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
3

სტუდენტებს არვინ ეუბნება სულელს,დეზინფორმაციით ამწარებთ მათ. უსამართლოდ ესაუბრებით მათ და აქეზებთ,როგორც ამწუთას ამტკიცებ რომ ვინმე სტუდენტს სულელს ეძახის.გრცხვენოდეს .

ILIA
2

ამაზე რა კადრებიაო, რას ამბობდნენ? 

ავტორი:

"მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით... ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად" - თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს

"მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით... ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად" - თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს. ის მმართველი გუნდის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის შედეგად გადაიმტერეს მთელი ევროპარლამენტი, კონგრესი და დიპლომატები.

ჩუგოშვილის თქმით, ფუჭია მათი ყველა მცდელობა, რომ საქართველოს არჩეული კურსი შეაცვლევინონ.

"ქართული ოცნება / Georgian Dream მოკლედ მინდა გითხრათ ის, რასაც ადრე პირადად გეუბნებოდით. ვიცი აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც ვცდი, რადგან თქვენი შეცდომების კასკადი სადამდე მიგვიყვანს ჩვენც და თქვენც არავინ იცის:

1. ნუ გგონიათ ყველა სულელი საკუთარი თავის გარდა. ნუ ეუბნებით ამ ახალგაზრდებს, რომ სულელები არიან, ვიღაც იყენებს და რამეს ვერ ხვდებიან. თქვენს ბევრ დეპუტატზე უკეთ ხვდებიან რა ხდება და შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, პატივისცემით მოექეცით! ასე გადაიმტერეთ მთელი ევროპარლამენტი, კონგრესი, დიპლომატები და ყველა, შინაურიც და გარეულიც, ეძახეთ სულელები და გაამწარეთ;

2. აი ამიტომ არ შეიძლება იყო გადამგდები! ყველა წინა კრიზისის შემდეგ გადააგდეთ ხალხიც და პერტნიორებიც. ახლა გჭირდებათ ვიღაცამ დაგიჯეროთ და თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს, უნიჭო ტრიუკები კი, ამას ვერ დაგიბალანსებთ;

3. დათმობა, მითუმეტეს საკუთარ ხალხთან, არაა სისუსტე, არა!!! დათმობა საკუთარ საზოგადოებასთან არის სიძლიერე და აუცილებლობაც კი. თუ თქვენ იმ კონდიციამდე მიხვედით, რომ ახლა კანონის გაწვევა მარცხი გგონიათ და ფიქრობთ, რომ გაწვევა სისუსტეში ჩაგეთვლებათ, მაშინ უკვე დამარცხებულხართ;

4. მტერი და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი სხვადასხვაა! არ შეიძლება ადამიანს მტერი ეძახო, იმის გამო რომ არ გეთანხმება, ან არ მოწონხარ. არავინ არაა ვალდებული იმ დემაგოგიის სჯეროდეს, რასაც გვასმენინებთ. ნუ აწებებთ მათ მტრის იარლიყებს, თორემ ბოლოს “მტერი” თქვენზე მეტი აღმოჩნდება ამ ქვეყანაში. ნუ ამწარებთ ტყუილად ხალხს;

5. ზეწოლა წარმოშობს წინააღმდეგობას, მარტივია! რაც მეტად შეატყობს ეს ხალხი, რომ მათ მუხლზე გადამტვრევას ცდილობთ, მით მეტ წინააღმდეგობას მიიღებთ, ამიტომ შეწყვიტეთ!

6. ეს კანონი და დასავლური ინტეგრაცია შეუთავსებელია, as simple as that! ან ერთი ან მეორე, აირჩიეთ, თუ დაგრჩათ არჩევანის რესურსი!

7. ეს კრიზისი თქვენ გამოიწვიეთ ხელოვნურად და ახლა მის ჩაქრობას სერიოზული კომპრომისის გარეშე ვერ შეძლებთ. რამდენი აქციაც არ უნდა დაშალოთ, ბრაზი არსად წავა და ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეშვით კუნთებზე ყურებას და მოიფიქრეთ რითი გამოასწოროთ.

და ბოლოს, ფუჭია ყველა მცდელობა, რომლის მიზანია არჩეული კურსი შეაცვლევინო ქართულ საზოგადოებას. შეუსრულებელი მისიაა. სხვა ამოცანა დაისახეთ" - წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

ნახეთ ასევე: