სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი... ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს" - საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადება
"ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი... ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს" -  საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი საფ­რან­გეთ­ში გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი პი­რად "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი გზის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და წერს, რომ წი­ნა­პარ­თა ნება და ან­დერ­ძია ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

"ევ­რო­პა არ არის მხო­ლოდ სა­ზღვრე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სივ­რცე. ევ­რო­პა უპირ­ვე­ლე­სად ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ევ­რო­პე­ლო­ბა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თგუ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი არ გახ­ლავთ არც მხო­ლოდ მთავ­რო­ბა და არც მხო­ლოდ ოპო­ზი­ცია, არც ერთი და არც მე­ო­რე არ აერ­თი­ა­ნებს სა­კუ­თარ თავ­ში ქვეყ­ნის წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს.მხო­ლოდ ხალ­ხი, მისი ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის ისეთ ფუნ­და­მენ­ტა­ლურ მი­სი­ას, რო­გო­რი­ცაა მისი სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი და იდენ­ტო­ბა.

ჩვენ წი­ნა­პარ­თა ნება და ან­დერ­ძია ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის გა­აზ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი გე­ზის. მე ამ გეზს ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი საქ­მით. ეს არის ჩემი მრწამ­სი­ცა და მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­აც. ეს მი­სია მაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი და ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ საქ­მეს. სხვა არც გეზი მეს­მის და არც საქ­მე".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით და­უ­ჭი­რეს მხა­რი რუ­სულ კა­ნონს, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნა­წილს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად” აცხა­დებს.

რუ­სულ კა­ნონს მხა­რი 76-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, ხოლო წი­ნა­აღ­მდე­გი 13 წა­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი... ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს" - საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადება

"ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი... ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს" -  საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადება

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი პირად "ფეისბუქგვერდზე" განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საქართველოსთვის ევროპული გზის მნიშვნელობაზე საუბრობს და წერს, რომ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

გოჩა ჯავახიშვილი:

"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა.

ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.