კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები
"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები

მცი­რე­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს და­იჭ­რა, წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ის შუ­ა­ღა­მეს, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, ორ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გად­მო­იყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი, ცხინ­ვა­ლის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს.

ად­გი­ლობ­რივ სა­ა­გენ­ტო cominf.org-თან სა­უ­ბარ­ში, ბავ­შვთა ქი­რურ­გი ლუ­ი­ზა ჯი­ო­ე­ვა ამ­ბობს, რომ 5 წლის ბიჭს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა შემ­დეგ მისი თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა მა­ინც გახ­და სა­ჭი­რო.

"ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა სამ­შა­ბათს, შუ­ა­დღეს მოხ­და. ცხინ­ვალ­ში შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ერ­თმა პირ­მა მე­ო­რე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა, მის მცი­რე­წლო­ვან შვილს კი, მუ­ცელ­ში ახლო მან­ძი­ლი­დან ეს­რო­ლა... ბავ­შვს, ჭრი­ლო­ბის გარ­და, შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მის თვალ­წინ მოხ­და. პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ, ის თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო - მას ორი ტყვია მოხ­ვდა, რის შე­დე­გა­დაც ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუც­ლის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ღვიძ­ლი­თა და ნაწ­ლა­ვე­ბით შე­მო­იყ­ვა­ნეს. მას ასე­ვე, მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის ძვლე­ბი. ექი­მებ­მა გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს", - წერს გა­მო­ცე­მა.

მოკ­ლუ­ლი რი­ჩარდ მა­მი­ე­ვია. ოსუ­რი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­მი­ევს, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ავ­ტო­მო­ბილ­ში მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რი­ჩარდ მა­მი­ე­ვი

მკვლე­ლო­ბა ისაკ ხა­რე­ბო­ვის ქუ­ჩა­ზე, პურ­კომ­ბი­ნატ­თან მოხ­და. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ე.წ. შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ცხად­და ასე­ვე ცხინ­ვა­ლის მკვიდ­რი ან­დრეი ხუ­გა­ე­ვი, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და უწყე­ბას. მისი თქმით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი მტრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ კი, ისევ ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, არ­სე­ბობს სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ უხ­სნის მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ხუ­გა­ე­ვი ცე­ცხლს მა­მი­ე­ვის მან­ქა­ნას, რო­დე­საც ის ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბას ცდი­ლობს. კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მოხ­მა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ გად­მო­დის თეთ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ახალ­გაზ­რდა კაცი ია­რა­ღით ხელ­ში, მი­დის მძღო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ხსნის ცე­ცხლს, იქი­დან კი, მძღო­ლი გად­მო­დის, რო­მე­ლიც მის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ თავ­დამ­სხმე­ლი სრო­ლას არ წყვეტს...

"თით­ქოს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილ­მი ვნა­ხე. ასე უბ­რა­ლოდ, არ ვიცი, რის გამო, დღი­სით, ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლს უხ­სნის მთელ ოჯახს... ამ­ბო­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ, ბიზ­ნეს წი­ლე­ბის გამო, ფუ­ლი­სა და გავ­ლე­ნე­ბის­თვის, ხომ ყვე­ლა­ფერ­ზე მივ­დი­ვართ, არც მი­ლი­ცია არ­სე­ბობს, აღარც კა­ნო­ნი. ამი­ტო­მაც, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთს გა­უს­წორ­დნენ. ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ", - წერს ალი­სია ჩი­ბი­რო­ვა.

"სრუ­ლი გა­უ­კი­თხა­ო­ბა გვაქვს, ისეთ სა­ხეს ნუ იღებთ, თით­ქოს ახლა პირ­ვე­ლად გეს­მო­დეთ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ვიდ­რე ქვე­ყა­ნას მა­ფი­ო­ზე­ბი მარ­თა­ვენ, ასე იქ­ნე­ბა... ისი­ნი კი დიდ­ხანს იქ­ნე­ბი­ან. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ბავ­შვს უკვე აღა­რა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. გა­ირ­კვა, რომ ბე­ბი­ა­მისს თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ვი­დე­ოთ­ვა­ლით ესა­უბ­რა. არ მჯე­რა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ოდეს­მე სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს, მაგ­რამ ბავ­შვს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, არც ერთ მხა­რეს", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ემირ ნარ­ტი­კო­ე­ვი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
2

რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა მივხედოთ, ვინც არ უნდა იყოს ის. მაგრამ ეს რომ ქართველს შემთცვეოდა, მავთულხლართებს იქეთ გამოახედებდნენ? Რატომ მიმართავენ მაშინვე საქართველოს, როცა უჭირთ. Იციან, რომ რუსებს საერთოდ ჰკიდიათ ევგენი. Უბრალოდ ქართველების წინააღმდეგ სჭირდებათ. Მაგრამ ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს. გამიხარდა რომ ბავშვი გადაარჩინეს. 

Neto
3

არ არის ეგრე..სიკეთე გადამდებია..საგულაოდ ჩამოსული რომ წავა და გლანძღავს და სამკურნალოდ ჩამოსული , სიცოცხლეს რომ აჩუქებ...სხვადასხვაა

ავტორი:

"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები

"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები

მცირეწლოვანი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით თბილისში ჩამოიყვანეს. ის შუაღამეს, ერთ-ერთ კლინიკაში, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით გადმოიყვანეს. მანამდე კი, ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.

ადგილობრივ სააგენტო cominf.org-თან საუბარში, ბავშვთა ქირურგი ლუიზა ჯიოევა ამბობს, რომ 5 წლის ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შემდეგ მისი თბილისში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.

"ექიმის ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, შუადღეს მოხდა. ცხინვალში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმა პირმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მის მცირეწლოვან შვილს კი, მუცელში ახლო მანძილიდან ესროლა... ბავშვს, ჭრილობის გარდა, შოკური მდგომარეობა ჰქონდა, რადგან ყველაფერი მის თვალწინ მოხდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ის თბილისში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო - მას ორი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული ღვიძლითა და ნაწლავებით შემოიყვანეს. მას ასევე, მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა წინამხრის ძვლები. ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს", - წერს გამოცემა.

მოკლული რიჩარდ მამიევია. ოსური გამოცემის ცნობით, მამიევს, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

რიჩარდ მამიევი

მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ე.წ. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილიციის განყოფილებაში გამოცხადდა ასევე ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელმაც მკვლელობა აღიარა და ნებაყოფლობით ჩაბარდა უწყებას. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი მტრული ურთიერთობები იყო", - წერს გამოცემა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ბავშვი გამოჯანმრთელებამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარჩება, შემდეგ კი, ისევ ცხინვალში გადაიყვანენ.

  • გამოცემის ცნობით, არსებობს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ უხსნის მანქანიდან გადმოსული ხუგაევი ცეცხლს მამიევის მანქანას, როდესაც ის ავტომანქანის პარკირებას ცდილობს. კამერებში ჩანს, რომ ავტომანქანაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

ადგილობრივი ინტერნეტმოხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის თეთრი ავტომობილიდან ახალგაზრდა კაცი იარაღით ხელში, მიდის მძღოლის მიმართულებით და ხსნის ცეცხლს, იქიდან კი, მძღოლი გადმოდის, რომელიც მის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ თავდამსხმელი სროლას არ წყვეტს...

"თითქოს საშინელებათა ჟანრის ფილმი ვნახე. ასე უბრალოდ, არ ვიცი, რის გამო, დღისით, ადამიანი ცეცხლს უხსნის მთელ ოჯახს... ამბობენ, რომ დაპირისპირება ჰქონდათ, ბიზნეს წილების გამო, ფულისა და გავლენებისთვის, ხომ ყველაფერზე მივდივართ, არც მილიცია არსებობს, აღარც კანონი. ამიტომაც, ადამიანები თავად ცდილობენ ერთმანეთს გაუსწორდნენ. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ", - წერს ალისია ჩიბიროვა.

"სრული გაუკითხაობა გვაქვს, ისეთ სახეს ნუ იღებთ, თითქოს ახლა პირველად გესმოდეთ მსგავსი ფაქტების შესახებ. ვიდრე ქვეყანას მაფიოზები მართავენ, ასე იქნება... ისინი კი დიდხანს იქნებიან. მადლობა ღმერთს, ბავშვს უკვე აღარაფერი ემუქრება. გაირკვა, რომ ბებიამისს თბილისის საავადმყოფოდან ვიდეოთვალით ესაუბრა. არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე სამართალი იზეიმებს, მაგრამ ბავშვს არაფერი დაუშავებია, არც ერთ მხარეს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ემირ ნარტიკოევი.

ნახეთ ასევე: