კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები: "ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ავტოსახელოსნოს მეპატრონეს უფასო მომსახურებას სთხოვდნენ"
ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები: "ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ავტოსახელოსნოს მეპატრონეს უფასო მომსახურებას სთხოვდნენ"

გორ­ში რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რი­ლია. გარ­დაც­ვლილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ჩვენ­თვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, მოკ­ლუ­ლია 35 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ირაკ­ლი კო­ბე­რი­ძე და დაჭ­რი­ლია მისი მე­გო­ბა­რი ვანო ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებს შო­რის ჯერ კი­დევ ორი დღის წინ და­ი­წყო და დღეს მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ირაკ­ლი კო­ბე­რი­ძე­სა და ვანო ღვი­ნი­აშ­ვილს ნიკა სა­ბაშ­ვილ­მა ეს­რო­ლა, რო­მელ­საც სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო აქვს.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ასე­ვე, რომ ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი სი­ბაშ­ვილს მათი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთხოვ­დნენ, რის გა­მოც მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბაშ­ვილ­მა კო­ბე­რი­ძე­სა და ღვი­ნი­აშ­ვილს 25-ჯერ ეს­რო­ლა.

ამ დრო­ის­თვის დაჭ­რი­ლი ვანო ღვი­ნი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

რო­გორც გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა იგორ გე­ორ­გი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლია 2 მა­მა­კა­ცი მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლსას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ. აქე­დან, ერთი იყო გარ­დაც­ვლი­ლი და მე­ო­რე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში. გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, და­ნარ­ჩენს გვაჩ­ვე­ნებს შე­დე­გე­ბი. ამ ეტა­პის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და იგორ გე­ორ­გი­ან­მა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ნიკა სი­ბაშ­ვი­ლი უკვე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სსკ-ის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და სსკ-ის 19-109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) მუხ­ლე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუბა
0

ზესტაფონშიც ასე იყო.

თემიდა
2

არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა,მენანება სიკვდილისთვის ეს ლამაზი ბიჭი და,მეცოდება ცხოვრებადანგრეული და მკვლელადქცეული ახალგაზრდა!უბრალოდ აგრესიაა მომატებული ხალხში ,საათიც რომ იკითხო ქუჩაში აგრესიულად გპასუხობენ..ხალხი ცდილობს თავის გატანას საკუთარი ძალებით ...იმ ბიჭს რატომ გაუხდა იარაღის მიტანა სახელოსნოში საჭიროდ??რამ აიძულა??რაღაც ან ვიღაც ატერორებდა ფაქტია თორემ რამდენს გაქვთ უკანონო იარაღის წაღების სურვილი სამსახურში ისე, ტყუილად??

ავტორი:

ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები: "ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ავტოსახელოსნოს მეპატრონეს უფასო მომსახურებას სთხოვდნენ"

ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები: "ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ავტოსახელოსნოს მეპატრონეს უფასო მომსახურებას სთხოვდნენ"

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მოკლულია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, ირაკლი კობერიძე და დაჭრილია მისი მეგობარი ვანო ღვინიაშვილი.

რაც შეეხება მომხდარს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიწყო და დღეს მკვლელობით დასრულდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი კობერიძესა და ვანო ღვინიაშვილს ნიკა საბაშვილმა ესროლა, რომელსაც სადგურის დასახლებაში ავტოსახელოსნო აქვს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები სიბაშვილს მათი ავტომობილებისთვის უფასო მომსახურებას სთხოვდნენ, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საბაშვილმა კობერიძესა და ღვინიაშვილს 25-ჯერ ესროლა.

ამ დროისთვის დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს.

"სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილია 2 მამაკაცი მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებებით, სავარაუდოდ. აქედან, ერთი იყო გარდაცვლილი და მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. გრძელდება ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს გვაჩვენებს შედეგები. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა იგორ გეორგიანმა.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ ნიკა სიბაშვილი უკვე დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.