ადამიანის საჭიროებების და მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად, საჭირო ხდება მატერიალური რესურსების ზრდაც. ხშირად, საკმარისი არაა მხოლოდ ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო და ამ დროს კარგი გამოსავალი დამატებითი შემოსავალია ხოლმე.
დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არასდროსაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მისი გამომუშავება მარტივი ნაბიჯებითაცაა შესაძლებელი. მთავარია ადამიანმა ეს მარტივი ნაბიჯები აღმოაჩინოს. სინამდვილეში ამისთვის საკმარისია, გარემოზე კარგი დაკვირვება და გარშემო არსებული შესაძლებლობების ხელიდან არ გაშვება.
ახალი საქმის წამოწყებას უკვე არსებული საქმიანობები და ბიზნესებიც კარგად ეხმარება. შეიძლება ბევრისთვის რთული წარმოსადგენი იყოს, მაგრამ დამატებითი შემოსავლის დასაგენერირებლად არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ისეთი ფინანსური ორგანიზაცია, როგორიც ლიზინგია.
ლიზინგი მომხმარებელს აძლევს შანსს, რომ ერთიანი ფულის არ არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძინოს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის ავტომობილი, სკუტერი, მოპედი და სპეცტექნიკა. თითოეულის შესაძენად კი საჭიროა განსხვავებული ტიპის ლიზინგით სარგებლობა. მოდით, განვიხილოთ მოგოს მაგალითზე.
მოგოს ლიზინგი - ახალი საქმიანობის წამოსაწყებად ან არსებულის გასაუმჯობესებლად
ავტო ლიზინგი
ავტო ლიზინგი მოგოში 21-ზე მეტი წლის ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს მანქანის მარტივად შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ავტო ლიზინგით სარგებლობა კი გარკვეულ შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. ერთის მხრივ, ფიზიკურ პირს შეუძლია ავტომობილი მისი საქმიანობის ნაწილად აქციოს და ისეთი საქმე გამონახოს, რომელიც მანქანის მართვით შემოსავალს მოუტანს. მეორეს მხრივ კი, იურიდიულ პირს შეუძლია მისი საქმიანობის ფარგლებში ლიზინგის დახმარებით შეიძინოს რამდენიმე მანქანა და ამით თავისი ბიზნესი განავითაროს.
სკუტერ ლიზინგი
მოგოს სკუტერ ლიზინგი კიდევ უფრო მეტად შეიძლება ადამიანს დამატებითი შემოსავლის წყაროს მიღებაში დაეხმაროს. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებსაც სტანდარტული სამუშაო საათების ნაცვლად, თავისუფალ დროს ნამუშევარი საათებით უნდა შემოსავლის მიღება. სკუტერისა თუ მოპედის ლიზინგით ყიდვა და პარალელურად საკურიერო საქმიანობაში ჩართვა ერთ-ერთი კარგი გამოსავალია ფულის მარტივად საშოვნელად. სტუდენტისა თუ სხვა სტატუსის ადამიანისათვის, რომელიც თავისუფალ გრაფიკზე მორგებულ საქმეს ეძებს, სკუტერის დახმარებით დამატებითი შემოსავლის მოპოვება, მშვენიერი გამოსავალია.
სპეცტექნიკის ლიზინგი
ავტო ლიზინგსა და სკუტერ ლიზინგზე მეტად, რიგ შემთხვევებში, შეიძლება მოგოს სპეცტექნიკის ლიზინგი აღმოჩნდეს შემოსავლების დაგენერირების მარტივი წყარო. სპეცტექნიკის ლიზინგი სწორედ იმ მიზნით შექმნა მოგომ, რომ ადამიანებს ახალი საქმიანობის წამოწყებასა და ფულის მარტივად შოვნაში დაეხმაროს. სპეცტექნიკის ლიზინგი გულისხმობს გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგს. სპეცტექნიკით კი მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, შეუძლია მომსახურება გაუწიოს ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადაზიდვა ესაჭიროებათ, სანაცვლოდ კი მიიღონ ანაზღაურება.
უკულიზინგი
ზემოთ მოყვანილი მაგალითები გარკვეული მანქანის შეძენას და მათი დახმარებით დამატებითი შემოსავალის მოპოვებას უკავშირდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მომხმარებელს უკვე ჰყავს ავტომობილი, ამავდროულად დამატებით ერთიან ფულს საჭიროებს საქმის წამოსაწყებად და ამ ფულის საშოვნელად მანქანის გაყიდვით გამოწვეული დისკომფორტის მიღებაც არ უნდა? სწორედ ამ შემთხვევისთვის არსებობს უკულიზინგი (რომელსაც ხანდახან ავტოლომბარდს ადარებენ). მოგოს უკულიზინგი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათი ავტომობილის მოგოს სახელზე გადაფორმების სანაცვლოდ მიიღონ ერთიანი დიდი თანხა, ამავდროულად განაგრძონ მანქანით სარგებლობა და ფული ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენონ. ნებისმიერი მიზნობრიობა კი ახალი საქმის წამოწყებას ან არსებულის განვითარებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
როგორ ვისარგებლო მოგოს სალიზინგო პროდუქტებით?
თითოეული პროდუქტით სარგებლობა საკმაოდ მარტივ და სწრაფ პროცედურას უკავშირდება, რაც მომხმარებლის გეგმებისა და მიზნების გადადების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. ნებისმიერი სახეობის ლიზინგით სარგებლობის პირველი ნაბიჯი მოგოს ვებგვერდზე ონლაინ განცხადების შევსებით იწყება, დანარჩენ ეტაპებს კი მოგოს საიტზე იხილავთ:
წაიკითხეთ საინტერესო სტატიები მოგოს საიტზე: როგორ ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები | მანქანის მოვლა | lizingi
NS