მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირის ღრუს მოვლა ონკოლოგიური დაავადებების დროს - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი ხათუნა ვერულაშვილი
პირის ღრუს მოვლა ონკოლოგიური დაავადებების დროს - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი ხათუნა ვერულაშვილი

რა კავ­შირ­შია ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი პი­რის ღრუს­თან?

მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უწევთ ქი­მიო და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა, რაც იმის გარ­და, რომ ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, ამავდრო­უ­ლად აზი­ა­ნებს ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთელ უჯრე­დებ­საც, მათ შო­რის კბი­ლებს, სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლებს და პი­რის ღრუს ლორ­წო­ვან გარსს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოა მიკ­რო­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. პი­რის ღრუს მიკ­რო­ბი­ო­ტუ­რი გა­რე­მო მო­ი­ცავს ვირუ­სებს, სო­კო­ებს, არ­ქე­ებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს. პი­რის ღრუს მიკროფ­ლო­რა თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დე­ნე­დეს ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: დრო, ასა­კი, კვე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, ექ­სტრე­მა­ლუ­რი გა­რე­მო, სტრე­სი და მათ შო­რის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის მე­დი­კა­მე­ტე­ბიც. ქი­მი­ო­თე­რა­პია იწ­ვევს პი­რის ღრუს მიკ­რო­ბი­ო­მის დის­ბა­ლანსს და იქ­მნე­ბა პი­რო­ბე­ბი ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის, ვი­თარ­დე­ბა სის­ხლდე­ნა ღრძი­ლე­ბი­დან, კან­დი­დო­ზე­ბი, წყლუ­ლე­ბი, ერო­ზი­ე­ბი, რაც საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლია და არ­თუ­ლებს რო­გორც კვე­ბას, ასე­ვე პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნას (გა­ხეხ­ვის პრო­ცესს). ამ­გვა­რად გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის არა­მარ­ტო ფი­ზი­კურ, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც.

რა­ტომ უნდა მივ­მარ­თოთ სტო­მა­ტო­ლოგს ონ­კო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე?

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ სტო­მა­ტო­ლო­გი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ონ­კო­ლოგ­სა და სტო­მა­ტო­ლოგს შო­რის. სა­სურ­ვე­ლია ქი­მიო ან სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე 2-3 კვი­რით ადრე და­ი­გეგ­მოს პი­რის ღრუს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა და სრუ­ლი სა­ნა­ცია, იმის­თვის რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში არ მოხ­დეს, რო­მე­ლი­მე ქრ. პრო­ცე­სის გამ­წვა­ვე­ბა.

ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის და­წყე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­და, პა­რო­დონ­ტუ­ლი ჯი­ბე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, კა­რი­ე­სე­ბის დაბ­ჟე­ნა, ჩარ­ჩე­ნი­ლი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ფეს­ვე­ბის ექ­სტრა­ცია, რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ქრ. ინ­ფექ­ცი­ის კერა და მე­ო­რა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია რე­მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბაც. თუ პა­ცი­ენტს აქვს ხე­ლოვ­ნუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი პი­რის ღრუ­ში, მა­გა­ლი­თად პრო­თე­ზი, უნდა შე­მოწ­მდეს მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა, პრო­თე­ზის კუ­თხე­ე­ბი არ უნდა აღი­ზი­ა­ნებ­დეს ლორ­წო­ვანს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა დამ­ზად­დეს ახა­ლი პრო­თე­ზი რბილ ბა­ზის­ზე. ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­სა და ონ­კო­ლო­გის კო­ლა­ბო­რა­ცია სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მისღ­წე­ვად. პი­რის ღრუს სრუ­ლი სა­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში მა­ტუ­ლობს პი­რის ღრუს ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი, ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი აღარ არის, შე­დე­გად ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც ნაკ­ლე­ბია და უფრო მარ­ტი­ვად მარ­თვა­დი ხდე­ბა ონკო და­ავ­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პი­რის ღრუს მხრი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.ასე­ვე ავღ­ნიშ­ნავ, რომ სამ­წუ­ხა­როდ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად მო­უმ­ზა­დებ­ლი ხვდე­ბი­ან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ისი­ნი არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პი­რის ღრუსმხრივ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე და არ იცი­ან რო­გორ მარ­თონ ეს პრობ­ლე­მა მათ­თვის ისე­დაც რთულ პე­რი­ოდ­ში. ამ­გვა­რად, პა­ცი­ენ­ტის წი­ნას­წა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა, ინ­ფორ­მი­რე­ბა, და­რი­გე­ბა, სწო­რი გან­წყო­ბის და მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნა ვთვლი რომ ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ პი­რის ღრუს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში?

ქი­მიო და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის მკურ­ნა­ლო­ბის დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნის სწო­რი დაც­ვა. ფრთხი­ლად გა­ვი­ხე­ხოთ კბი­ლე­ბი და ენა რბი­ლი ჯაგ­რი­სით, ყო­ვე­ლი კვე­ბის შემ­დეგ და ძი­ლის წინ. კბილ­თა­შო­რი­სი სივ­რცე­ე­ბის წმენ­და კბი­ლის ძა­ფით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დღე­ში ერთხელ. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ნო­ტიო გა­რე­მო პი­რის ღრუ­ში. ხში­რად გა­ვი­კე­თოთ სავ­ლე­ბი წყლის სა­ხით, რად­გან ონ­კოპ­რე­პა­რა­ტე­ბი იწ­ვევს პი­რის ღრუს სიმ­შრა­ლეს. ასე­ვე მო­ვე­რი­დოთ სპირ­ტის შემ­ცვე­ლი სავ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­სურ­ვე­ლია ჰი­ა­ლუ­რო­ნის შემ­ცვე­ლი პი­რის ღრუს სა­ვე­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის მა­ე­პი­თე­ლი­ზი­რე­ბე­ლი ანუ აღ­მდგე­ნი თვი­სე­ბა აქვთ. ყო­ველ­დღე შე­ი­მოწ­მეთ პი­რის ღრუ. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ლორ­წო­ვანს, ხომ არ აღი­ნიშ­ნე­ბა სტო­მა­ტი­ტე­ბი, ღრძი­ლე­ბი­დან სის­ხლდე­ნა ან ტკი­ვი­ლი. რა­ი­მე სიმპტო­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­ა­კი­თხეთ სტო­მა­ტო­ლოგს.მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნიც. მო­ე­რი­დეთ მლა­შე, მწა­რე და მჟა­ვე საკ­ვებს. ასე­ვე არ არის სა­სურ­ვე­ლი უხე­ში საკ­ვე­ბი, რა­მაც შე­საზ­ლოა ლორ­წო­ვა­ნის ტრავ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ პა­ცი­ენ­ტის ქი­მიო ან რა­დი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი არ და­ირ­ღვეს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო და ჩამ­თავ­რდეს სრულ­ფა­სოვ­ნად, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის! დრო­ულ პრე­ვენ­ცი­ას და სწორ მკურ­ნა­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქვს შე­დე­გი.

NS

ავტორი:

პირის ღრუს მოვლა ონკოლოგიური დაავადებების დროს - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი ხათუნა ვერულაშვილი

პირის ღრუს მოვლა ონკოლოგიური დაავადებების დროს - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი ხათუნა ვერულაშვილი

რა კავშირშია ონკოლოგიური დაავადებები პირის ღრუსთან?

მომრავლებული ონკოლოგიური დაავადების გამო, პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის ჩატარება, რაც იმის გარდა, რომ ეხმარება დაავადებული უჯრედების განადგურებას, ამავდროულად აზიანებს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებსაც, მათ შორის კბილებს, სანერწყვე ჯირკვლებს და პირის ღრუს ლორწოვან გარსს. მოგეხსენებათ, ადამიანის პირის ღრუ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გარემოა მიკრობული დასახლების თვალსაზრისით. პირის ღრუს მიკრობიოტური გარემო მოიცავს ვირუსებს, სოკოებს, არქეებსა და ბაქტერიებს. პირის ღრუს მიკროფლორა თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებულია და მასზე გავლენას ახდენედეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: დრო, ასაკი, კვების თავისებურება, ექსტრემალური გარემო, სტრესი და მათ შორის გარკვეული ტიპის მედიკამეტებიც. ქიმიოთერაპია იწვევს პირის ღრუს მიკრობიომის დისბალანსს და იქმნება პირობები ოპორტუნისტული ინფექციების გავრცელებისთვის, ვითარდება სისხლდენა ღრძილებიდან, კანდიდოზები, წყლულები, ეროზიები, რაც საკმაოდ მტკივნეულია და ართულებს როგორც კვებას, ასევე პირის ღრუს ჰიგიენას (გახეხვის პროცესს). ამგვარად გავლენას ახდენს ადამიანის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზეც.

რატომ უნდა მივმართოთ სტომატოლოგს ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე?

გაგიკვირდებათ, მაგრამ სტომატოლოგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესში და მნიშვნელოვანია მუდმივი კონტაქტი ონკოლოგსა და სტომატოლოგს შორის. სასურველია ქიმიო ან სხივური თერაპიის ჩატარებამდე 2-3 კვირით ადრე დაიგეგმოს პირის ღრუს პროფილაქტიკური შემოწმება და სრული სანაცია, იმისთვის რომ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესში არ მოხდეს, რომელიმე ქრ. პროცესის გამწვავება.

ქიმიოთერაპიის დაწყებამდე აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა, პაროდონტული ჯიბეების მკურნალობა, კარიესების დაბჟენა, ჩარჩენილი გამოუსადეგარი ფესვების ექსტრაცია, რაც განიხილება როგორც ქრ. ინფექციის კერა და მეორადი ინფექციების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი, რეკომენდირებულია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარებაც. თუ პაციენტს აქვს ხელოვნური კონსტრუქციები პირის ღრუში, მაგალითად პროთეზი, უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობა, პროთეზის კუთხეები არ უნდა აღიზიანებდეს ლორწოვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დამზადდეს ახალი პროთეზი რბილ ბაზისზე. ხშირად საჭირო ხდება სტომატოლოგისა და ონკოლოგის კოლაბორაცია სასურველი შედეგის მისღწევად. პირის ღრუს სრული სანაციის შემთხვევაში მატულობს პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტი, ინფექციების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები აღარ არის, შედეგად ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებებიც ნაკლებია და უფრო მარტივად მართვადი ხდება ონკო დაავდების მკურნალობის პირის ღრუს მხრივი გართულებები.ასევე ავღნიშნავ, რომ სამწუხაროდ ონკოპაციენტები ხშირად მოუმზადებლი ხვდებიან ქიმიოთერაპიას, ისინი არ არიან ინფორმირებული პირის ღრუსმხრივ გართულებებზე და არ იციან როგორ მართონ ეს პრობლემა მათთვის ისედაც რთულ პერიოდში. ამგვარად, პაციენტის წინასწარი ფსიქოლოგიური მომზადება, ინფორმირება, დარიგება, სწორი განწყობის და მოლოდინების შექმნა ვთვლი რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

როგორ მოვუაროთ პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პერიოდში?

ქიმიო და სხივური თერაპიის მკურნალობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის სწორი დაცვა. ფრთხილად გავიხეხოთ კბილები და ენა რბილი ჯაგრისით, ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ. კბილთაშორისი სივრცეების წმენდა კბილის ძაფით რეკომენდებულია დღეში ერთხელ. შევინარჩუნოთ ნოტიო გარემო პირის ღრუში. ხშირად გავიკეთოთ სავლები წყლის სახით, რადგან ონკოპრეპარატები იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს. ასევე მოვერიდოთ სპირტის შემცველი სავლების გამოყენებას. სასურველია ჰიალურონის შემცველი პირის ღრუს საველებები, რომელთაც ლორწოვანი გარსის მაეპითელიზირებელი ანუ აღმდგენი თვისება აქვთ. ყოველდღე შეიმოწმეთ პირის ღრუ. მიაქციეთ ყურადღება ლორწოვანს, ხომ არ აღინიშნება სტომატიტები, ღრძილებიდან სისხლდენა ან ტკივილი. რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაკითხეთ სტომატოლოგს.მწვავე პერიოდში მნიშვნელოვანია საკვები რაციონიც. მოერიდეთ მლაშე, მწარე და მჟავე საკვებს. ასევე არ არის სასურველი უხეში საკვები, რამაც შესაზლოა ლორწოვანის ტრავმა გამოიწვიოს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტის ქიმიო ან რადიოთერაპიის კურსი არ დაირღვეს სხვადასხვა გართულებების გამო და ჩამთავრდეს სრულფასოვნად, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგის მისაღწევად. კიბო განაჩენი არ არის! დროულ პრევენციას და სწორ მკურნალობას აუცილებლად მოაქვს შედეგი.

NS