ლატვიის პრეზიდენტი, ეგილს ლევიტსი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები.
მათ შორის საჭირო სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი "ტვიტერზე“.
სააკაშვილს მოუწოდეთ, გაიკეთოს გადასხმები.
ისიც გვითხარით ბატონო, რაში გამოიხატება მისი უფლებების დარღვევა? იმაში რომ თავისუფლებაზე არ უშვებენ დამნაშავეს?