სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი
პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი

რა იწ­ვევს პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბებს?

ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუ­ში არის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი. ისი­ნი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და წარ­მოქ­მნი­ან მიკ­რო­ბულ ბი­ო­ა­პკს, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ მაგრდე­ბა კბი­ლის და ღრძი­ლე­ბის ზე­და­პირ­ზე და იწ­ვე­ვენ პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბებს. კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის დროს ხდე­ბა მიკ­რო­ბუ­ლი ბი­ო­ა­პ­კის რღვე­ვა და მისი მე­ქა­ნი­კუ­რი ჩა­მო­შო­რე­ბა კბი­ლის ზე­და­პი­რი­დან, მაგ­რამ რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბი­ო­ა­პ­კი ისევ აღ­დგე­ბა, რად­გან ბაქ­ტე­რი­ე­ბი საკ­მა­ოდ სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. პი­რის ღრუ­ში არის ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის. პი­რის ღრუს ყვე­ლა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­საც იწ­ვე­ვენ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გახ­ლავთ კა­რი­ე­სი და პა­რო­დონ­ტი­ტი.

რა არის სა­ჭი­რო პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის?

პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ოქ­როს სტან­დარ­ტი გახ­ლავთ პი­რის ღრუს სწო­რი და რე­გუ­ლა­რი ჰი­გი­ე­ნა. ჰი­გი­ე­ნა­ში ვგუ­ლის­ხმობთ სწო­რად შერ­ჩე­ულ ჯაგ­რისს, კბი­ლის პას­ტას, პი­რის ღრუს სავ­ლებს და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვა სა­ჭი­როა დღე­ში ორ­ჯერ სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვენ­თვის შერ­ჩე­უ­ლი კბი­ლის ჯაგ­რი­სე­ბით და პას­ტე­ბით. ასე­ვე არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის პი­რის ღრუს სავ­ლე­ბი სამ­კურ­ნა­ლო თუ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ბაქ­ტე­რი­ე­ბის წარ­მოქ­მნას, იწ­ვე­ვენ მი­ნან­ქრის ზე­და­პი­რის მი­ნე­რა­ლი­ზე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ზო­გად­გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბას. ხში­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ვად ირ­ჩე­ვენ ჯაგ­რისს, კბი­ლის პას­ტას ან სავ­ლებს, რაც არას­წო­რია. მა­გა­ლი­თად: და­უშ­ვე­ბე­ლია ქლორ­ჰექ­სი­დი­ნის შემ­ცვე­ლი სავ­ლე­ბის ხმა­რე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა მა­თეთ­რე­ბე­ლი კბი­ლის პას­ტე­ბის ხმა­რე­ბა ან შავი ფე­რის მა­ღალ აბ­რა­ზი­უ­ლი კბი­ლის პას­ტე­ბის თვით­ნე­ბუ­რი ხმა­რე­ბა. ბავ­შვებ­ში ვარ­ჩევთ კბი­ლის პას­ტა­ში ფტო­რის შემ­ცვე­ლო­ბას, რა­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ა.შ.

პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ კა­რი­ე­სი?

ზო­გა­დად არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი კა­რი­ე­სის წარ­მო­საქ­მნე­ლად, სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ კა­რი­ესს მულ­ტი­ფაქ­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას ვუ­წო­დებთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, კუჭ­ნაწ­ლა­ვის და­ვა­დე­ბე­ბი, და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის და ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი, კვე­ბის ხა­სი­ა­თი. ნახ­შირ­წყლე­ბის სი­ჭარ­ბე რა­ცი­ონ­ში, გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, ნერ­წყვის შე­მად­გენ­ლო­ბა და ა.შ, მაგ­რამ რა თქმა უნდა გა­დამ­წყვე­ტია კა­რი­ე­სის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც კა­რი­ე­სი არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ამი­ტომ ისე­თი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვა რო­გო­რი­ცაა პი­რის ღრუს წმენ­და და ჰი­გი­ე­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრო­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ექიმ­თან ვი­ზი­ტი და პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა გახ­ლავთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. .ასე­ვე, კა­რი­ე­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ბავ­შვთა ასაკ­ში საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია ისე­თი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­გო­რი­ცაა ფი­სუ­რე­ბის ჰერ­მე­ტი­ზა­ცია.

რა არის ფი­სუ­რე­ბის ჰერ­მე­ტი­ზა­ცია?

კბი­ლე­ბის ზე­და­პი­რის ანა­ტო­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან და რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი ჯაგ­რი­სით სრუ­ლი წმენ­და ვერ ხერ­ხდე­ბა. ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბა უკა­ნა კბი­ლებს (მო­ლა­რებს). ფი­სუ­რე­ბი პი­რის ღრუს ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა მჟა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იწყე­ბენ კბი­ლის მი­ნან­ქრის დაშ­ლას. აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სტო­მა­ტო­ლო­გი აკე­თებს ფი­სუ­რე­ბის ამოვ­სე­ბას ანუ ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­ას. ეს ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­ნა­დი, ფტო­რი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ტით სი­ლან­ტით, რის შე­დე­გა­დაც ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვე­ღარ აღ­წე­ვენ კბი­ლის ფი­სუ­რებ­ში და ვერ გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ კა­რი­ე­სის ინი­ცი­ა­ცი­ას. ამ­გვა­რად, უდა­ვოა, რომ მარ­ტი­ვი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ავი­რი­დოთ კა­რი­ე­სი. ჩემი რე­კო­მენ­და­ცია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და : მი­მარ­თეთ თქვენს სტო­მა­ტო­ლოგს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვი­ზი­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად თქვე­ნი მო­მარ­თვის მი­ზე­ზი არა­სო­დეს იქ­ნე­ბა კბი­ლის ტკი­ვი­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი

პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი თერაპევტი მაია სოსებაშვილი

რა იწვევს პირის ღრუს დაავადებებს?

ადამიანის პირის ღრუში არის უამრავი სახეობის მიკროორგანიზმი. ისინი სწრაფად მრავლდებიან და წარმოქმნიან მიკრობულ ბიოაპკს, რომელიც მჭიდროდ მაგრდება კბილის და ღრძილების ზედაპირზე და იწვევენ პირის ღრუს დაავადებებს. კბილების გამოხეხვის დროს ხდება მიკრობული ბიოაპკის რღვევა და მისი მექანიკური ჩამოშორება კბილის ზედაპირიდან, მაგრამ რამოდენიმე საათში ბიოაპკი ისევ აღდგება, რადგან ბაქტერიები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. პირის ღრუში არის ძალიან კარგი პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის. პირის ღრუს ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები, რომელთა განვითარებასაც იწვევენ მიკროორგანიზმები გახლავთ კარიესი და პაროდონტიტი.

რა არის საჭირო პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისათვის?

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ოქროს სტანდარტი გახლავთ პირის ღრუს სწორი და რეგულარი ჰიგიენა. ჰიგიენაში ვგულისხმობთ სწორად შერჩეულ ჯაგრისს, კბილის პასტას, პირის ღრუს სავლებს და სხვა საშუალებებს. კბილების გამოხეხვა საჭიროა დღეში ორჯერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული კბილის ჯაგრისებით და პასტებით. ასევე არსებობს მრავალი სახეობის პირის ღრუს სავლები სამკურნალო თუ პროფილაქტიკური დანიშნულების, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების წარმოქმნას, იწვევენ მინანქრის ზედაპირის მინერალიზებას და უზრუნველყოფენ ზოგადგამაჯანსაღებელ მდგომარეობას. ხშირად პაციენტები თავად ირჩევენ ჯაგრისს, კბილის პასტას ან სავლებს, რაც არასწორია. მაგალითად: დაუშვებელია ქლორჰექსიდინის შემცველი სავლების ხმარება ყოველდღიურ რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასევე ძალიან საფრთხილოა მათეთრებელი კბილის პასტების ხმარება ან შავი ფერის მაღალ აბრაზიული კბილის პასტების თვითნებური ხმარება. ბავშვებში ვარჩევთ კბილის პასტაში ფტორის შემცველობას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ა.შ.

პროფილაქტიკური საშუალებით არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ კარიესი?

ზოგადად არსებობს უამრავი მიზეზი კარიესის წარმოსაქმნელად, სწორედ ამიტომ ჩვენ კარიესს მულტიფაქტორულ დაავადებას ვუწოდებთ. მნიშვნელოვანია: გენეტიკური განწყობა, კუჭნაწლავის დავადებები, დაბალი იმუნიტეტი, შაქრიანი დიაბეტი, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი, კვების ხასიათი. ნახშირწყლების სიჭარბე რაციონში, გარემო პირობები, ნერწყვის შემადგენლობა და ა.შ, მაგრამ რა თქმა უნდა გადამწყვეტია კარიესის გამომწვევი ბაქტერიები, რომელთა გარეშეც კარიესი არ განვითარდება, ამიტომ ისეთი პროფილაქტიკური ჩარევა როგორიცაა პირის ღრუს წმენდა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი უმნიშვნელოვანესია. წელიწადში ორჯერ ექიმთან ვიზიტი და პროფესიული წმენდის ჩატარება გახლავთ აუცილებელი პროცედურა ნებისმიერი ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. .ასევე, კარიესის თავიდან ასაცილებლად ბავშვთა ასაკში საკმაოდ ეფექტურია ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიება, როგორიცაა ფისურების ჰერმეტიზაცია.

რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილების ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, მათი ჯაგრისით სრული წმენდა ვერ ხერხდება. ეს ძირითადად ეხება უკანა კბილებს (მოლარებს). ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავეები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სტომატოლოგი აკეთებს ფისურების ამოვსებას ანუ ჰერმეტიზაციას. ეს ხდება სპეციალური დენადი, ფტორირებული კომპოზიტით სილანტით, რის შედეგადაც ბაქტერიები ვეღარ აღწევენ კბილის ფისურებში და ვერ განაპირობებენ კარიესის ინიციაციას. ამგვარად, უდავოა, რომ მარტივი პროფილაქტიკური ღონისძიებებით სრულიად შესაძლებელია ავირიდოთ კარიესი. ჩემი რეკომენდაცია პაციენტებისთვის იქნებოდა : მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს პროფილაქტიკური ვიზიტების ჩასატარებლად, შესაბამისად თქვენი მომართვის მიზეზი არასოდეს იქნება კბილის ტკივილი.

NS