კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?
"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

6 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის მსხვერ­პლსა და ზა­რალს, მსოფ­ლიო დღემ­დე ით­ვლის. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ორი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად, დან­გრე­უ­ლია 7 ათა­სამ­დე შე­ნო­ბა, გარ­დაც­ვლი­ლია 41 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ 6000-ზე მეტი ბიძ­გი გან­მე­ორ­და, მაგ­რამ 21 თე­ბერ­ვალს სამ­ხრეთ თურ­ქეთ­ში მო­რი­გი ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. 6.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის შე­დე­გად სულ ცოტა, 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 680-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, აქე­დან 213 - მდე თურ­ქეთ­ში, 470 -ზე მეტი კი - სი­რი­ა­ში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, თურ­ქე­თი მდე­ბა­რე­ობს ალ­პურ-ჰი­მა­ლა­ის სე­ის­მურ სარ­ტყელ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­დან ინ­დო­ნე­ზი­ამ­დე აღ­წევს. მთე­ლი ეს სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა თურ­ქეთ­ში კი უკავ­შირ­დე­ბა ლი­თოს­ფე­როს არა­ბე­თის ფი­ლის მოძ­რა­ო­ბას ჩრდი­ლო­ე­თით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 სან­ტი­მეტ­რი სიჩ­ქა­რით.

სე­ის­მო­ლო­გი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ხე­ლა­ხა­ლი ბიძ­გე­ბი შე­საძ­ლოა, წლე­ბი გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაგ­ნი­ტუ­და მო­იკ­ლებს და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში გახ­დე­ბა...

- გუ­შინ­დე­ლი მი­წისძვრა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რად­გან 6 თე­ბერ­ვალს თურ­ქეთ-სი­რი­ის სა­ზღვარ­ზე მომ­ხდარ ძლი­ერ მი­წისძვრას ბიძ­გე­ბის მთე­ლი შლე­ი­ფი მოჰ­ყვე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7.8 მაგ­ნი­ტუ­და იყო, გუ­შინ­დე­ლი 6.4 ესეც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წისძვრაა, მაგ­რამ პირ­ველ­თან შე­და­რე­ბით სუს­ტია. პირ­ვე­ლი მი­წისძვრა აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ის რღვე­ვამ გა­მო­იწ­ვია, რის გას­წვრი­ვაც, ორი­ვე მხა­რეს გაგ­რძელ­და ბიძ­გე­ბი. ოღონდ რო­გორც ხე­დავთ, თან­და­თან მო­იკ­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­მაც და ინ­ტენ­სი­ვო­ბა­მაც. ეს ბიძ­გე­ბი ჯერ კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლიც. ოღონდ ნელ-ნელა მო­იკ­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­ღარ იგ­რძნობს და მხო­ლოდ აპა­რა­ტუ­რა ჩა­ი­წერს.

- ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ისე­თი­ვე სიძ­ლი­ე­რის მი­წისძვრა კი­დევ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- ამას ვერ გან­სა­ზღვრავ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. პრო­ცე­სი ისე მი­დის, რომ თან­და­თან მცირ­დე­ბა სიძ­ლი­ე­რეც და ბიძ­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

- თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ფიქ­სირ­და ბიძ­გე­ბი, რამ­დე­ნად კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან?

- არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე ფიქ­სირ­დე­ბა მი­წისძვრე­ბი. უმე­ტე­სო­ბას ვერც გრძნობს მო­სახ­ლე­ო­ბა და აპა­რა­ტი იწერს. გუ­ში­ნაც მოხ­და ონ­თან მი­წისძვრა, ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზეც ხდე­ბა, გუ­რი­ა­შიც. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი...

- სა­ქარ­თვე­ლო თუ არის სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რა­დი­უს­ზე, რო­მელ­ზეც თურ­ქეთ­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- ზო­გა­დად, ეს ფი­ლე­ბი დიდი ხა­ნია მოძ­რა­ობს და კი­დევ გა­აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას. არა­ბე­თის ფი­ლის მოძ­რა­ო­ბა და შემ­დეგ შე­ჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას­თან იწ­ვევს ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე ჩვენ­თან. ოღონდ მოძ­რა­ო­ბა თურ­ქეთ­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რია. რაც უფრო ჩრდი­ლო­ე­თით მოვ­დი­ვართ, ნელ-ნელა მცირ­დე­ბა. ჯერ აჭა­რა-მთი­ა­ნე­თის ქედი, მერე მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნი, დიდი კავ­კა­სი­ო­ნი, მისი მოძ­რა­ო­ბა პირ­და­პირ კავ­კა­სი­ონ­ზე ვერ გად­მო­დის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი კუ­თხე­ე­ბი რო­მე­ლია?

- კავ­კა­სი­ო­ნის ნა­წი­ლი, ჯა­ვა­ხე­თი, მაგ­რამ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მე­ჩხე­რად ან სა­ერ­თოდ და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბია. ნაკ­ლე­ბად სე­ის­მუ­რია თბი­ლი­სი, მაგ­რამ მა­ინც სა­ში­შია, იმი­ტომ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­შუ­ა­ლო მი­წისძვრა­საც შე­უძ­ლია ნგრე­ვა გა­მო­ი­წი­ოს. დიდი მსხვერ­პლი ყო­ველ­თვის დიდ ქა­ლა­ქებ­შია, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბა.

- ბოლო წლებ­ში, კა­ხეთ­ში არ მახ­სენ­დე­ბა მი­წისძვრა...

- ის­ტო­რი­ა­ში აღ­წე­რი­ლია კა­ხე­თის მი­წისძვრე­ბი, რა­მაც ალა­ვერ­დის ტა­ძა­რი ორ­ჯერ და­ა­ზი­ა­ნა. სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მი­წისძვრა არ ყო­ფი­ლა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

უფალმა დაიფაროს ყველა კარგი ადამიანი, განსაკუთრებით კი ჩვენი პატარა და ისედაც გაჭირვებული ქვეყანა. 

.
90

 რისი არაბეთის, რა ევრაზიის, უბრალოდ, ბაიდენის ფილა ეჯახება პუტინის ფილას. ეგენია სეისმოლოგები? 

ავტორი:

"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

"არაბეთის ფილა მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას" - რა ტექტონიკურმა მოვლენებმა განაპირობა თურქეთში ძლიერი მიწისძვრები და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლსა და ზარალს, მსოფლიო დღემდე ითვლის. ბოლო მონაცემებით, ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დანგრეულია 7 ათასამდე შენობა, გარდაცვლილია 41 ათასზე მეტი ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 6000-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მაგრამ 21 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთსა და სირიაში 680-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 213 - მდე თურქეთში, 470 -ზე მეტი კი - სირიაში.

სპეციალისტების თქმით, თურქეთი მდებარეობს ალპურ-ჰიმალაის სეისმურ სარტყელში, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე აღწევს. მთელი ეს სეისმური აქტივობა თურქეთში კი უკავშირდება ლითოსფეროს არაბეთის ფილის მოძრაობას ჩრდილოეთით წელიწადში დაახლოებით 2,5 სანტიმეტრი სიჩქარით.

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელახალი ბიძგები შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, მაგრამ, საბედნიეროდ, მაგნიტუდა მოიკლებს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საშიში გახდება...

- გუშინდელი მიწისძვრა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ბიძგების მთელი შლეიფი მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ პირველი ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო, გუშინდელი 6.4 ესეც საკმაოდ ძლიერი მიწისძვრაა, მაგრამ პირველთან შედარებით სუსტია. პირველი მიწისძვრა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევამ გამოიწვია, რის გასწვრივაც, ორივე მხარეს გაგრძელდა ბიძგები. ოღონდ როგორც ხედავთ, თანდათან მოიკლო რაოდენობამაც და ინტენსივობამაც. ეს ბიძგები ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება რამდენიმე წელიც. ოღონდ ნელ-ნელა მოიკლებს და საბოლოოდ მოსახლეობა ვეღარ იგრძნობს და მხოლოდ აპარატურა ჩაიწერს.

- ამ მოკლე პერიოდში ისეთივე სიძლიერის მიწისძვრა კიდევ არის მოსალოდნელი?

- ამას ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია. პროცესი ისე მიდის, რომ თანდათან მცირდება სიძლიერეც და ბიძგების რაოდენობაც.

- თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოშიც რამდენიმეჯერ დაფიქსირდა ბიძგები, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან?

- არა, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება მიწისძვრები. უმეტესობას ვერც გრძნობს მოსახლეობა და აპარატი იწერს. გუშინაც მოხდა ონთან მიწისძვრა, ჯავახეთის ქედზეც ხდება, გურიაშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, არაფერია განსაკუთრებული...

- საქართველო თუ არის სეისმურად აქტიურ რადიუსზე, რომელზეც თურქეთში განმეორებითი ბიძგები მიმდინარეობს.

- ზოგადად, ეს ფილები დიდი ხანია მოძრაობს და კიდევ გააგრძელებს მოძრაობას. არაბეთის ფილის მოძრაობა და შემდეგ შეჯახება ევრაზიის ფილასთან იწვევს ამ ყველაფერს, როგორც თურქეთში, ასევე ჩვენთან. ოღონდ მოძრაობა თურქეთში უფრო ინტენსიურია. რაც უფრო ჩრდილოეთით მოვდივართ, ნელ-ნელა მცირდება. ჯერ აჭარა-მთიანეთის ქედი, მერე მცირე კავკასიონი, დიდი კავკასიონი, მისი მოძრაობა პირდაპირ კავკასიონზე ვერ გადმოდის.

- საქართველოში სეისმურად აქტიური კუთხეები რომელია?

- კავკასიონის ნაწილი, ჯავახეთი, მაგრამ ეს ტერიტორიები მეჩხერად ან საერთოდ დაუსახლებელი ადგილებია. ნაკლებად სეისმურია თბილისი, მაგრამ მაინც საშიშია, იმიტომ, რომ დედაქალაქში საშუალო მიწისძვრასაც შეუძლია ნგრევა გამოიწიოს. დიდი მსხვერპლი ყოველთვის დიდ ქალაქებშია, რასაც განაპირობებს მრავალსართულიანი სახლები და მოსახლეობის მჭიდროდ დასახლება.

- ბოლო წლებში, კახეთში არ მახსენდება მიწისძვრა...

- ისტორიაში აღწერილია კახეთის მიწისძვრები, რამაც ალავერდის ტაძარი ორჯერ დააზიანა. საერთოდ კი, ძალიან ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა მეოცე საუკუნეში, საბედნიეროდ.

იხილეთ ასევე: