კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას ვერ მოესწრება ვერავინ" - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი სინოდის სხდომის შემდეგ
"პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას ვერ მოესწრება ვერავინ" - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი სინოდის სხდომის შემდეგ

"ვერ მო­ეს­წრე­ბა ვე­რა­ვინ ამას, ვე­რა­სო­დეს! ეგ სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არას­დროს დად­გე­ბა!" - ამის შე­სა­ხებ ხალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, იყო თუ არა სი­ნო­დის სხდო­მა­ზე პატ­რი­არ­ქის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

"თქვენ მე მა­ი­ძუ­ლებთ, რომ ცუდი რა­ღაც ვთქვა და ახლა ვი­ტყვი - ვერ მო­ეს­წრე­ბა ვე­რა­ვინ ამას, ვე­რა­სო­დეს! არა­სო­დეს არ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში ეგ სა­კი­თხი და აზ­რა­დაც არ მოს­ვლია ვინ­მეს თავ­ში, რომ რა­ღა­ცა მსგავ­სი ეთ­ქვა. ვე­რა­ვინ მო­ეს­წრე­ბა! პატ­რი­არ­ქი დიდ­ხანს იქ­ნე­ბა და ჩვენ პატ­რი­არ­ქის 50 წლის იუ­ბი­ლეს ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ. და­ი­მახ­სოვ­რეთ ჩემი სი­ტყვე­ბი" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რა­ტომ და­ი­წყო დაგ­ვი­ა­ნე­ბით და რა სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლა წმინ­და სი­ნოდ­მა.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის თქმით, სხდო­მა­ზე სულ სამი სა­კი­თხი იქნა გან­ხი­ლუ­ლი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სხდო­მა­ზე კა­მა­თი არ ყო­ფი­ლა და „მშვი­დო­ბი­ა­ნად“ ჩა­ი­ა­რა.

"მოკ­ლე სხდო­მა იყო. თუ არ ვცდე­ბი, სულ 3 სა­კი­თხი იყო გან­ხი­ლუ­ლი. სი­ნო­დის სხდო­მამ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. სა­ერ­თოდ ბევ­რს ვკა­მა­თობთ ხოლ­მე, მეც მათ შო­რის. ამ­ჯე­რად არა­ფე­რი სა­კა­მა­თო არ ყო­ფი­ლა.

პირ­ვე­ლი, რაც პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გი­თხრათ: მი­ვუ­ლო­ცეთ პატ­რი­არ­ქს და­ბა­დე­ბის დღე, პატ­რი­არ­ქო­ბის 50 წლის იუ­ბი­ლე, მთელ­მა სი­ნოდ­მა მი­უ­ლო­ცა.

ერთ-ერთი სა­კი­თხი რაც იყო, სამ­ძიმ­რის წე­რილს გა­ვუგ­ზავ­ნით თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქს და ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქს სი­რი­ა­ში, სა­დაც მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. და­ნარ­ჩე­ნი ძა­ლი­ან ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი იყო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

რო­გორც მე­უ­ფე აღ­ნიშ­ნავს, სი­ნო­დის სხდო­მა დაგ­ვი­ა­ნე­ბით იმი­ტომ და­ი­წყო, რომ პატ­რი­არ­ქი "სუს­ტად იყო".

"პატ­რი­არ­ქი სუს­ტად იყო, ძალა მო­იკ­რი­ბა და შემ­დეგ ჩა­ტარ­და. ჩვენ ამა­სო­ბა­ში ვი­ყა­ვით ერ­თად, ვი­სა­უბ­რეთ, დიდი ხნის უნა­ხა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და ძა­ლი­ან კარ­გი იყო ერ­თად რომ ვი­ყა­ვით“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და 5 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო და მა­ლე­ვე დას­რულ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით იყო მოწ­ვე­უ­ლი.

რუსულ ოცნებას
6

კომენტარი რატომ აიღეთ რა არ მოგეწონათ 

ავტორი:

"პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას ვერ მოესწრება ვერავინ" - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი სინოდის სხდომის შემდეგ

"პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას ვერ მოესწრება ვერავინ" - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი სინოდის სხდომის შემდეგ

"ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! ეგ საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება!" - ამის შესახებ ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი.

"თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე განმარტა, რატომ დაიწყო დაგვიანებით და რა საკითხები განიხილა წმინდა სინოდმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სხდომაზე სულ სამი საკითხი იქნა განხილული. მისივე განცხადებით, სხდომაზე კამათი არ ყოფილა და „მშვიდობიანად“ ჩაიარა.

"მოკლე სხდომა იყო. თუ არ ვცდები, სულ 3 საკითხი იყო განხილული. სინოდის სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ ყოფილა.

პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 50 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა.

ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე აღნიშნავს, სინოდის სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ პატრიარქი "სუსტად იყო".

"პატრიარქი სუსტად იყო, ძალა მოიკრიბა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს შევხვდით და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და 5 საათის დაგვიანებით დაიწყო და მალევე დასრულდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იყო მოწვეული.