კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე  ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე  ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა

ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის (IT) სკო­ლის ბა­ზა­ზე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის Cisco Systems-ის (cisco.netacad.com) ქსე­ლუ­რი აკა­დე­მია - Alte University Cisco Academy და­ფუძნ­და. Cisco Systems Inc. 1984 წელს, ამე­რი­კა­ში შე­იქ­მნა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აკა­დე­მი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ქსელს წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში. Cisco Systems-ის ქსე­ლუ­რი აკა­დე­მი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს 190 ქვე­ყა­ნა­სა და ასო­ბით ათას სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს. მათი მი­ზა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბის, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის, IoT პროგ­რა­მი­რე­ბის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა და ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის და­ფუძ­ნე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს ბა­კა­ლავ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად ცის­კო აკა­დე­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, რაც ხელს შე­უ­წყობს მათ პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­სა და და­საქ­მე­ბას, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში. ცის­კოს აკა­დე­მი­ის სას­წავ­ლო პორ­ტა­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბის ჰაბ­თან, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია 60 000-ზე მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია და სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს და­საქ­მე­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ცის­კოს CCNA 7.0 სას­წავ­ლო კურ­სებს გა­უ­ძღვე­ბი­ან ცის­კოს ქსე­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რე­ბი გი­ორ­გი გამდლიშ­ვი­ლი და ნანი არა­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბის სწავ­ლე­ბის 10 წელ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

„ცის­კოს ქსე­ლუ­რი აკა­დე­მი­ის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბის და­გეგ­მვის, ინ­სტა­ლა­ცი­ი­სა და მარ­თვის სას­წავ­ლო კურ­სე­ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის სას­წავ­ლო კურ­სებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო მა­სა­ლის გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად, რათა მას­ში ასა­ხუ­ლი იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. სას­წავ­ლო კურ­სე­ბის ლექ­ცი­ე­ბის 40% შედ­გე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი/ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­გან, რო­მელ­თა მსვლე­ლო­ბი­სას სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ ქსე­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის უკეთ აღ­ქმა­სა და გა­აზ­რე­ბა­ში. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხთან ერ­თად მი­ი­ღე­ბენ ცის­კოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატს, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.“ - აღ­ნიშ­ნავს ნანი არა­ბუ­ლი, ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლის დე­კა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ და­ა­ფუძნა. იგი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ორ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას აერ­თი­ა­ნებს ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი უკვე შე­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ღე­ბას, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბით მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და გახ­დნენ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­ვწე­რეთ: ITschool@alte.edu.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე  ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე  ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის ბაზაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Cisco Systems-ის (cisco.netacad.com) ქსელური აკადემია - Alte University Cisco Academy დაფუძნდა. Cisco Systems Inc. 1984 წელს, ამერიკაში შეიქმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აკადემიების ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში. Cisco Systems-ის ქსელური აკადემიები მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ასობით ათას სტუდენტს აერთიანებს. მათი მიზანი კომპიუტერული ქსელების, კიბერუსაფრთხოების, IoT პროგრამირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაზიარება და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა.

ალტე უნივერსიტეტში აღნიშნული აკადემიის დაფუძნება კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად ცისკო აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და დასაქმებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ცისკოს აკადემიის სასწავლო პორტალი დაკავშირებულია დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და სერტიფიკატის მქონე სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცისკოს CCNA 7.0 სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ცისკოს ქსელური საერთაშორისო ტრენერები გიორგი გამდლიშვილი და ნანი არაბული, რომლებსაც აღნიშნული კურსების სწავლების 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

„ცისკოს ქსელური აკადემიის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სასწავლო კურსები ინტეგრირებულია ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სასწავლო მასალის განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს თანამედროვე კომპიუტერული ქსელების განვითარების ტენდენციები. სასწავლო კურსების ლექციების 40% შედგება პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხთან ერთად მიიღებენ ცისკოს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.“ - აღნიშნავს ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა ალტე უნივერსიტეტმა დაახლოებით 1 თვის წინ დააფუძნა. იგი კომპიუტერული მეცნიერების ორ საბაკალავრო პროგრამას აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამები უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის მისანიჭებლად. რაც შეეხება მიღებას, აბიტურიენტებს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, ინოვაციური სასწავლო მეთოდებით მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და გახდნენ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოთხოვნადი პროფესიონალები.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: ITschool@alte.edu.ge

R