სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა
"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა

კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზე პა­სუხ­საც ვე­ძებთ; გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც გვი­ჭირს; პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს მუდ­მი­ვად მე­ორ­დე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხი­სა თუ გა­მო­სავ­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა წიგნ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას შე­უძ­ლია.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მრავ­ლად გვყავს მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სარ­კე­ში ჩაგ­ვა­ხე­დე­ბენ, ნამ­დვილ მეს დაგ­ვა­ნა­ხე­ბენ, ამ ცხოვ­რე­ბა­ში ფა­სე­ულ­სა და ღი­რე­ბულ­ზე დაგ­ვა­ფიქ­რე­ბენ, თა­ნაგ­რძნო­ბას გვას­წავ­ლი­ან, სხვის დახ­მა­რე­ბას მოგ­ვან­დო­მე­ბენ... მათი ტექ­სტე­ბი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გამ­ხდა­რა ის გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი, რო­დე­საც ვხვდე­ბით, რომ დიახ, სწო­რედ ეს არის ჩვენს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი და პრობ­ლე­მის გა­მო­სა­ვა­ლი, ეს არის გზამ­კვლე­ვი, რო­მელ­საც უნდა მივ­ყვეთ.

კლა­სი­კად ქცე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ბევ­რია ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რო­მე­ლიც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვას და გა­მო­ფხიზ­ლე­ბას ცდი­ლობ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი მწე­რა­ლი საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მაგ­რამ მან დაგ­ვი­ტო­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს და ბევრ ჩვენს კი­თხვას პა­სუხს სცემს. ცნო­ბი­ლი რო­მა­ნე­ბის გარ­და, ჯა­ვა­ხიშ­ვილს აქვს წე­რი­ლე­ბი, უბის წიგ­ნაკ­ში ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს ეხე­ბა და მათი გა­ზი­ა­რე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ერთ-ერთი ასე­თია მისი „წე­რი­ლი ქა­ლიშ­ვილ­სად­მი - ჩვე­ნი დრო­ის ათი მცნე­ბა“. წე­რი­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რია:

  1. „შენ ხარ მა­რა­დი­უ­ლი, გა­ნუყ­რე­ლი და ერ­თგუ­ლი წევ­რი და მსა­ხუ­რი შენი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი.
  2. შენი სამ­შობ­ლოს მტე­რი შენი პი­რა­დი მტე­რია, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი, შენი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი.
  3. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაქვს და გექ­ნე­ბა, შენი სი­ცო­ცხლეც კი, შენს მა­მულს ეკუთ­ვნის. შენ ხარ მისი მუდ­მი­ვი მო­ვა­ლე და გა­ნუყ­რე­ლი შვი­ლი.
  4. მი­ე­ცი მას წრფე­ლი გუ­ლით ყო­ვე­ლი­ვე და ისიც მოგ­ცემს ყო­ვე­ლი­ვეს.
  5. მა­ინც მუდ­მივ მხო­ლოდ შენი თა­ვის იმე­დი იქო­ნიე. ისე იცხოვ­რე, ვი­თომ ამ ქვეყ­ნად არც მო­ვა­ლე გყო­ლია და არც მშვე­ლე­ლი.
  6. გა­ნა­გე თავი შენი და და­უ­მორ­ჩი­ლე გო­ნე­ბას შენი ჟინი, კერ­პი გული და ურჩი სურ­ვი­ლე­ბი.
  7. გზის გაკ­ვლე­ვა და გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ შრო­მით და პა­ტი­ოს­ნე­ბით. ზარ­მა­ცო­ბა, ცუღ­ლუ­ტო­ბა, სიც­რუე და სი­ყალ­ბე ადა­მი­ანს ადრე თუ გვი­ან უეჭ­ვე­ლად და­ღუ­პავს.
  8. სა­ნამ სა­კუ­თარ ფეხ­ზე არ დამ­დგარ­ხარ, მშობ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ჯე­რე. იმათ შენ­თვის მხო­ლოდ სი­კე­თე უნ­დათ. ჯერ-ჯე­რო­ბით სა­კუ­თარ ჭკუ­ას, ჟინს და გუ­ლისზ­რახ­ვას ნუ აჰ­ყვე­ბი.
  9. თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ი­ძი­ნე და თა­ვის თა­ვის ფასი ის­წავ­ლე, მაგ­რამ ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებ. არ გა­ა­მაყ­დე.
  10. ბო­ლოს და ბო­ლოს, ყო­ველ­თვის სჯობს სამი რამ: პირ­ვე­ლი - შრო­მა, მე­ო­რე - შრო­მა და მე­სა­მე - შრო­მა.

ზე­მო­ნათ­ქვა­მი და­იხ­სო­მე და შე­ით­ვი­სე.

შენი მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.“

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის „XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“ ფარ­გლებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხუ­თტო­მე­უ­ლი, რომ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლიც სწო­რედ მო­თხრო­ბე­ბი და წე­რი­ლე­ბია.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია 13 თე­ბერ­ვლი­დან სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 14 ლა­რად. სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ პრე­სის ჯი­ხუ­რებ­სა და "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია წიგ­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრი­სა და ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­წე­რა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ი­ცა: „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე“, „არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი“, „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“, „გივი შა­დუ­რი“. მო­თხრო­ბე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის შემ­დეგ კი გა­მო­ი­ცე­მა სე­რი­ის მე­ხუ­თე ტომი "თეთ­რი სა­ყე­ლო" და სხვა მო­თხრო­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

ეს არის ჭეშმარიტი სულიერება და სულისკვეთება

უპს
32

ბატონ ლევან ბერძენიშვილს თუ მოვუსმენთ და წავიკითხავთ, არც ისეთი "კარგი" კაცი იყო ბატონი ჯავახიშვილი. შეგიძლიათ გაეცნოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა

"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა

კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვეძებთ; გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც გვიჭირს; პრობლემები, რომლებიც თითქოს მუდმივად მეორდება - ამ ყველაფერზე პასუხისა თუ გამოსავლის შემოთავაზება წიგნსა და ლიტერატურას შეუძლია.

საბედნიეროდ, მრავლად გვყავს მწერლები, რომლებიც სარკეში ჩაგვახედებენ, ნამდვილ მეს დაგვანახებენ, ამ ცხოვრებაში ფასეულსა და ღირებულზე დაგვაფიქრებენ, თანაგრძნობას გვასწავლიან, სხვის დახმარებას მოგვანდომებენ... მათი ტექსტები ბევრი ადამიანისთვის გამხდარა ის გარდამავალი ეტაპი, როდესაც ვხვდებით, რომ დიახ, სწორედ ეს არის ჩვენს კითხვაზე პასუხი და პრობლემის გამოსავალი, ეს არის გზამკვლევი, რომელსაც უნდა მივყვეთ.

კლასიკად ქცეული ავტორები და ნაწარმოებები ბევრია ქართულ ლიტერატურაშიც. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით საზოგადოების დაცვას და გამოფხიზლებას ცდილობდა. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი მწერალი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა, მაგრამ მან დაგვიტოვა ლიტერატურა, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს და ბევრ ჩვენს კითხვას პასუხს სცემს. ცნობილი რომანების გარდა, ჯავახიშვილს აქვს წერილები, უბის წიგნაკში ჩანაწერები, რომლებიც საინტერესო თემებს ეხება და მათი გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთია მისი „წერილი ქალიშვილსადმი - ჩვენი დროის ათი მცნება“. წერილი შემდეგნაირია:

  1. „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
  2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
  3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
  4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
  5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
  6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
  7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
  8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერ-ჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულისზრახვას ნუ აჰყვები.
  9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
  10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი.“

მიხეილ ჯავახიშვილის ამ და სხვა საინტერესო წერილების, მოთხრობების შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ჯავახიშვილის ხუთტომეული, რომლის მეოთხე ნაწილიც სწორედ მოთხრობები და წერილებია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია 13 თებერვლიდან სპეციალურ ფასად - 14 ლარად. სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და "ბიბლუსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე შესაძლებელია წიგნის სატელეფონო ცენტრისა და ვებგვერდის საშუალებით გამოწერა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „არსენა მარაბდელი“, „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“. მოთხრობებისა და წერილების შემდეგ კი გამოიცემა სერიის მეხუთე ტომი "თეთრი საყელო" და სხვა მოთხრობები.