სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება
შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება

რი­ა­ნა მე­ო­რე შვილ­ზეა ორ­სუ­ლად. 2023 წლის Super Bowl-ის ნა­ხე­ვარ­ტა­ი­მის შო­უ­ზე, 34 წლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი წი­თე­ლი სა­მო­სით წარ­სდგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე და სა­ზე­ი­მო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ამ­ხი­ლა სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი. რი­ა­ნა Super Bowl-ის ნა­ხე­ვარ­ტა­ი­მის შოუს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლია, ვინც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

  • ნა­ხე­ვარ­ტა­ი­მის შოუ იმ სა­ხით, რა სა­ხი­თაც დღეს ვიც­ნობთ, 90-იან წლებ­ში პო­პის მე­ფემ, მა­იკლ ჯექ­სონ­მა და­ა­ფუძნა, რის შემ­დე­გაც მუ­სი­კის ლე­გენ­დე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი პერ­ფორ­მან­სე­ბით წარ­დგე­ბი­ან. დღეს­დღე­ო­ბით სუ­პერ-ბო­უ­ლის ნა­ხე­ვარ­ტა­ი­მის შოუ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა პოპ კულ­ტუ­რა­ში.

რი­ა­ნამ გა­მოს­ვლა მისი ჰი­ტე­ბით, "B--- Better Have My Money","Run This Town" და "Umbrella"-თი გახ­სნა. შოუს და­სა­წყის­ში მან დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად შე­იხ­სნა თა­ვი­სი ფარ­თე კომ­ბი­ნი­ზო­ნის ელვა და გა­მო­ბე­რი­ლი მუ­ცე­ლი გა­მო­ა­ჩი­ნა. რი­ა­ნას და რე­პერ A$AP Rocky-ს პირ­ვე­ლი შვი­ლი 2022 წლის მა­ის­ში შე­ე­ძი­ნათ. ბი­ჭუ­ნას სა­ხე­ლი მომ­ღე­რალს ჯერ კი­დევ არ გა­უმ­ხე­ლია.

რი­ა­ნამ პირ­ვე­ლად 2022 წლის იან­ვარ­ში გა­ამ­ხი­ლა, რომ 33 წლის რე­პე­რის­გან პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და. მომ­ღერ­ლის პარტნი­ო­რი შოუს დრო­საც შე­ნიშ­ნეს, ის სცე­ნა­ზე მდგომ რი­ა­ნას ვი­დე­ოს უღებ­და, მხი­ა­რუ­ლად ყვე­ბო­და მუ­სი­კას და ცეკ­ვავ­და.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკე
0

ბედნიერ დედობას ვუსურვებ. მაგრამ მშობიარობიდან წელიწად ნახევარი უნდა გავიდეს რომ ქალის ორგანიზმი აღსდგეს და გონს მოვიდეს. ჯერ ათი თვე თუ რამდენია გასული . 

ანა
0

არ დავიჯერებ, სანამ მუცელს არ გამოფენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება

შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება

რიანა მეორე შვილზეა ორსულად. 2023 წლის Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუზე, 34 წლის შემსრულებელი წითელი სამოსით წარსდგა მაყურებლის წინაშე და საზეიმო სიტუაციაში გაამხილა სასიხარულო ამბავი. რიანა Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუს ისტორიაში პირველი ორსულია, ვინც ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

  • ნახევარტაიმის შოუ იმ სახით, რა სახითაც დღეს ვიცნობთ, 90-იან წლებში პოპის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა დააფუძნა, რის შემდეგაც მუსიკის ლეგენდები ყოველწლიურად სანახაობრივი პერფორმანსებით წარდგებიან. დღესდღეობით სუპერ-ბოულის ნახევარტაიმის შოუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პოპ კულტურაში.

რიანამ გამოსვლა მისი ჰიტებით, "B--- Better Have My Money","Run This Town" და "Umbrella"-თი გახსნა. შოუს დასაწყისში მან დემონსტრაციულად შეიხსნა თავისი ფართე კომბინიზონის ელვა და გამობერილი მუცელი გამოაჩინა. რიანას და რეპერ A$AP Rocky-ს პირველი შვილი 2022 წლის მაისში შეეძინათ. ბიჭუნას სახელი მომღერალს ჯერ კიდევ არ გაუმხელია.

რიანამ პირველად 2022 წლის იანვარში გაამხილა, რომ 33 წლის რეპერისგან პირველ შვილს ელოდებოდა. მომღერლის პარტნიორი შოუს დროსაც შენიშნეს, ის სცენაზე მდგომ რიანას ვიდეოს უღებდა, მხიარულად ყვებოდა მუსიკას და ცეკვავდა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა