სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღიარებს, რომ თურქეთმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღიარებს, რომ თურქეთმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის თქმით, თურ­ქეთ­მა საკ­მა­რი­სად სწრა­ფად ვერ შეძ­ლო მო­წისძვრის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

"იმ­დე­ნი შე­ნო­ბა და­ინ­გრა ისეთ დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ ჩვენ მა­ინც ვერ შევ­ძე­ლით სა­მუ­შა­ოს დაჩ­ქა­რე­ბა ისე, რომ სა­ჭი­რო ტემპში მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი, 140 ათა­სი ადა­მი­ა­ნის რა­ო­დე­ნო­ბის სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ”, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა ქა­ლაქ ადი­ა­მან­ში გა­მოს­ვლი­სას.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ მი­წისძვრის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია, მათ შო­რის ამინ­დის გამო.

"ის ფაქ­ტი, რომ რე­გი­ონ­ში ახლა ისე­თი ზამ­თა­რია, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია არ გვქო­ნია, კი­დევ ერთი დაბ­რკო­ლე­ბა გახ­და ჩვენ­თვის”, - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ერ­დო­ღა­ნის თქმით, რე­კონ­სტრუქ­ცი­ის წლი­უ­რი გეგ­მის ფარ­გლებ­ში მთავ­რო­ბა მი­წისძვრის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებს აღად­გენს და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ქი­რის გა­და­სახ­დე­ლად წლი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

იხი­ლეთ ასე­ვე;

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ეგ შენი პირადი აზრი შენთვის შეინახე დაუნახავო! რომელი ხანძარი ყოფილა, რომ არ დაგვხმარებოდნენ? თურქეთში წასული ჩვენი ემიგრანტებისთვის (ღმერთმა ყველა კარგად გვიმყოფოს) მაინცა არ მოგისმენიათ? და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო!

 

თვითონ მეფენიც, უძლეველნიც...
1

საწყალი ერდოღანი ამ რამოდენიმე დღეში დაბერდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღიარებს, რომ თურქეთმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღიარებს, რომ თურქეთმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო მოწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოების წარმოება.

"იმდენი შენობა დაინგრა ისეთ დიდ ტერიტორიაზე, რომ ჩვენ მაინც ვერ შევძელით სამუშაოს დაჩქარება ისე, რომ საჭირო ტემპში მიმდინარეობდეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი, 140 ათასი ადამიანის რაოდენობის საძიებო-სამაშველო ძალები შევაგროვეთ”, - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ადიამანში გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია ძალიან რთულია, მათ შორის ამინდის გამო.

"ის ფაქტი, რომ რეგიონში ახლა ისეთი ზამთარია, რომელიც დიდი ხანია არ გვქონია, კიდევ ერთი დაბრკოლება გახდა ჩვენთვის”, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, რეკონსტრუქციის წლიური გეგმის ფარგლებში მთავრობა მიწისძვრისგან დაზარალებულ რეგიონებს აღადგენს და დაზარალებულებს ქირის გადასახდელად წლიურ დახმარებას გაუწევს.

იხილეთ ასევე;