სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა
გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა

მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში გა­იც­ნო, რო­დე­საც რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" რე­დაქ­ტო­რი პირ­და­პირ ეთერ­ში პლა­კა­ტით შე­ვარ­და, რო­მელ­ზეც ეწე­რა "არა ომს! არ და­უ­ჯე­როთ პრო­პა­გან­დას, აქ თქვენ გა­ტყუ­ე­ბენ!" ამ დროს არხზე მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა გა­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვამ წი­ნას­წარ ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ჰყვე­ბო­და, რომ რცხვე­ნო­და პრო­პა­გან­და­ზე მუ­შა­ო­ბის გამო. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი ჯერ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს კი­დეც.

ქალი მა­შინ­ვე მო­ექ­ცა უცხო­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, სა­ბო­ლო­ოდ, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ის თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტრო­სა­მა­ჯუ­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის 11 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ "პირ­ვე­ლი არ­ხის" ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რი საფ­რან­გეთ­ში თა­ვად პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ ცხოვ­რობს.

ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას თქმით, მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად მას მინ­დვ­რე­ბის, ტყი­სა და ჭა­ო­ბის გავ­ლა მო­უ­წია.

”ეს იყო სა­ხი­ფა­თო გა­მოც­და”, - თქვა მა­რი­ნამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში და­წე­რა და "პრო­პა­გან­დის ქარ­ხა­ნა" და­არ­ქვა.

რუ­სეთ­მა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, მას სამ­შობ­ლო­ში 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა...

"თავს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­ვიჩ­ნევ“, - წერს რე­დაქ­ტო­რი პი­რად ბლოგ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ეთან­ხმე­ბა რუ­სუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მოს­კოვ­ში ოვ­სი­ა­ნი­კო­ვამ და­ტო­ვა 18 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ახალ­გაზ­რდა დე­დის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს და მა­მის მსგავ­სად მხარს უჭერს რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ ომს.

"მე და ჩემი ქმა­რი დიდი ხნის წინ დავ­შორ­დით და მეტ­წი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. ყვე­ლა მე­სინ­ჯერ­ში დამ­ბლო­კა, ზა­რებს არ პა­სუ­ხობს, სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, იმის ში­შით, რომ ჩემი სახ­ლი არ წა­მერ­თმია, ის ჩემი შვი­ლე­ბის სა­ხელ­ზე გა­ვა­ფორ­მე. ზო­გა­დად, ის ცდი­ლობს ჩემი ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლი გა­ხა­დოს, ”- ამ­ბობს ქალი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

ნუ გაარმერთეთ რა სანამ.მის სისხლს არ შეეხო მანამდე ჭამდა გემრიელად მ'ძღნერს.

2008 წელს გამოაჩინა თავისი ნამდვილი ადამიანობა და ვინაობა. დანარჩენი უკვე იძულებით მოუხდა

ტოტო
17

ძალიან სასაცილოა,თურმე ტყეები,ჭაობები და მინდვრები გადაუკვეთია !!!

მგონი ომზე კინო მოყვა.ეჭვი მაქვს თვითმფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა.

პოზიცია სწორია, რუსეთი არის აგრესორი,ოკუპანტი და მონღოლების ახალი იმპერიის შექმნა უნდა,მაგრამ ეს ტყე-ტყე,ჭაობ-ჭაობ სიარული მაღალქუსლიან ფეხსაცმლებით, სასაცილოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა

გაქცევა რუსეთიდან, 11 წლის შვილთან ერთად, ტყისა და ჭაობის გავლით - სად არის ქალი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირდაპირ ეთერში გააპროტესტა

მარინა ოვსიანიკოვა საზოგადოებამ გასული წლის მარტში გაიცნო, როდესაც რუსეთის "პირველი არხის" რედაქტორი პირდაპირ ეთერში პლაკატით შევარდა, რომელზეც ეწერა "არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" ამ დროს არხზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება გადიოდა. მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვამ წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჰყვებოდა, რომ რცხვენოდა პროპაგანდაზე მუშაობის გამო. ამ ყველაფრის შემდეგ ჟურნალისტი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი დააკავეს კიდეც.

ქალი მაშინვე მოექცა უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში, საბოლოოდ, ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს და ის თვეების განმავლობაში ელექტროსამაჯურით გადაადგილდებოდა. 1-ელ ოქტომბერს ოვსიანიკოვას ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ ის 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორი საფრანგეთში თავად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პატრონაჟის ქვეშ ცხოვრობს.

ოვსიანიკოვას თქმით, მშობლიური ქვეყნიდან წასასვლელად მას მინდვრების, ტყისა და ჭაობის გავლა მოუწია.

”ეს იყო სახიფათო გამოცდა”, - თქვა მარინამ ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ემიგრაციაში დაწერა და "პროპაგანდის ქარხანა" დაარქვა.

რუსეთმა ქვეყნიდან გაქცეული ოვსიანიკოვა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, მას სამშობლოში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...

"თავს სრულიად უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - წერს რედაქტორი პირად ბლოგზე და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება რუსული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას.

მოსკოვში ოვსიანიკოვამ დატოვა 18 წლის ვაჟი, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს. ახალგაზრდა დედის პოზიციას არ იზიარებს და მამის მსგავსად მხარს უჭერს რუსეთის მიერ დაწყებულ ომს.

"მე და ჩემი ქმარი დიდი ხნის წინ დავშორდით და მეტწილად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ყველა მესინჯერში დამბლოკა, ზარებს არ პასუხობს, სარჩელი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ, იმის შიშით, რომ ჩემი სახლი არ წამერთმია, ის ჩემი შვილების სახელზე გავაფორმე. ზოგადად, ის ცდილობს ჩემი ცხოვრება აუტანელი გახადოს, ”- ამბობს ქალი.