სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულის თვეში" წასაკითხი 10 წიგნი, რომლებიც ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის
"სიყვარულის თვეში" წასაკითხი 10 წიგნი, რომლებიც ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის

წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი დღე გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ზო­გის­თვის ვა­ლენ­ტი­ნო­ბა უბ­რა­ლოდ თა­რი­ღია, მაგ­რამ თე­ბერ­ვა­ლი ამ დღის გამო „სიყ­ვა­რუ­ლის თვე­დაც“ კი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ცხა­დია, რთუ­ლია სიყ­ვა­რულს თა­რი­ღი შე­ურ­ჩიო, თუმ­ცა, თუკი გვინ­და წე­ლი­წად­ში ერთი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კით სავ­სე იყოს, რა­ტო­მაც არა?

რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი, სა­ჩუქ­რე­ბი, სან­თლე­ბი... ამ ყვე­ლა­ფერს თქვენ მო­გან­დობთ, ჩვენ კი გა­გი­ზი­ა­რებთ 10 რო­მანს, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ისე ლა­მა­ზად გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ამ გრძნო­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბულ ადა­მი­ან­საც კი და­არ­წმუ­ნე­ბენ.

მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი (თი­ნა­თინ ბე­რი­ძე)

„პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, თი­ნა­თინ ბე­რი­ძის რო­მა­ნია, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ნი­ჭი­ე­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ახალ­გაზ­რდე­ბის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე მოგ­ვი­თხრობს. წიგ­ნი მკი­თხველს დიდ თავ­გა­და­სავ­ლებ­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა.

აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე (თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე)

რო­მა­ნი ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­ზე, შეც­დო­მებ­სა და სი­ნა­ნულ­ზე... წიგ­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, რადა მო­დე­ბა­ძის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა. რადა ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც ყვე­ლას მსგავ­სად კომ­პლექ­სე­ბი და ში­შე­ბი აწუ­ხებს. ყვე­ლას­გან შე­უმ­ჩნე­ვე­ლი კი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას „ბინ­ძუ­რი გზე­ბით“ ცდი­ლობს... წიგ­ნი მკი­თხველს გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს.

სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი (ელიფ შა­ფა­ქი)

„ყო­ველ­თვის ასე იყო. რო­გორც კი სი­მარ­თლეს ეტყო­დი, მა­შინ­ვე შე­გი­ძუ­ლებ­დნენ. რაც მეტს ელა­პა­რა­კე­ბო­დი სიყ­ვა­რულ­ზე, უფრო სძულ­დი...“

რო­მა­ნი ელიფ შა­ფა­ქის ინ­გლი­სუ­რად და­წე­რილ სამ რო­მან­თა­გან ერთ-ერ­თია. იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­შიც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო შე­მო­იჭ­რე­ბა: სიყ­ვა­რუ­ლი და... აღ­მო­სავ­ლე­თი!

ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს (თა­მარ გო­დე­რი­ძე)

წიგ­ნი ქარ­თველ მწე­რალს, თა­მარ გო­დე­რი­ძეს ეკუთ­ვნის და მარ­ტო­სუ­ლი ქა­ლის - კე­სა­ნეს შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რომ­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­შიც ახა­ლი ეტა­პი ძველ სიყ­ვა­რულ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ დგე­ბა. ამ რო­მან­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამო­იც­ნობს სა­კუ­თარ თავს.

ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რე (ელ­ზა­ბეტ ჯილ­ბერ­ტი)

ეს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს ქალ­ზე, რო­მელ­საც სუ­ლი­ე­რი და­ნაკ­ლი­სის ძი­ე­ბა ჯერ რომ­ში მი­იყ­ვანს, შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში, ბო­ლოს კი ბა­ლის კუნ­ძულ­ზე, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ექიმ­ბა­ში ახალ გზას და­ა­ნახ­ვებს სიმ­შვი­დის­კენ და სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს გა­უღ­ვი­ძებს. არა­ერ­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ შეძ­ლებს ქალი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სხვის სიყ­ვა­რულს? თუ არც წიგ­ნი წა­გი­კი­თხავთ და არც ფილ­მი გი­ნა­ხავთ, სა­ი­დუმ­ლოს არ გა­გიმ­ხელთ.

თა­ნა­მედ­რო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი (და­ნი­ელ ჯონ­სი)

წიგ­ნი, რო­მე­ლიც მკი­თხველს შე­ახ­სე­ნებს, რომ სიყ­ვა­რულს ასა­კი არ ეს­მის და რომ მას ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე მად­ლი­ე­რე­ბით უნდა შევ­ხვდეთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ნიუ-იორ­კერ­ში“ გა­მო­ცე­მუ­ლი მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც ანო­ნი­მუ­რე­ბი არი­ან, ამ წიგნ­ში იყ­რი­ან თავს. ყვე­ლა მათ­განს კი ერთი მთა­ვა­რი თემა აერ­თი­ა­ნებს - თა­ნა­მედ­რო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი.

და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი (ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი)

პრო­ექ­ტის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი გზა­აბ­ნე­უ­ლი ახალ­გაზ­რდაა, რო­მელ­საც ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა აქვს: სხვი­სი ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერთი შე­ხე­ბით შე­უძ­ლია, იქ­ნე­ბა ეს იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ტან­ჯვა, ტკი­ვი­ლი, სევ­და, დეპ­რე­სია... მე­ლან­ქო­ლი­ურ ხა­სი­ათ­ზე ხართ, მა­შინ ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხეთ.

ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი (ქარ­და ქარ­დუ­ხი)

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი სო­ხუ­მი­დან გაქ­ცე­უ­ლი ახალ­გაზ­რდაა, რო­მე­ლიც გუ­ლან­შა­რო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და მთლი­ა­ნად ამ ად­გი­ლის რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი ხდე­ბა. სწო­რედ უცხო მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბი­სას პო­უ­ლობს იგი ახალ სიყ­ვა­რულ­სა და მუ­ზას, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნილ სა­ნატ­რელ ბავ­შვო­ბას მო­ა­გო­ნებს.

წუ­თით კოს­მოს­ში (ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი)

ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის - ლა­ლუ­ნა­სა და ჰა­ლე­ის ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სურ­ვი­ლი მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნაა, მაგ­რამ კოს­მო­სის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ის, თუ რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ამ დაბ­რკო­ლე­ბებს - ამის გა­გე­ბა მხო­ლოდ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ შე­გეძ­ლე­ბათ.

მიყ­ვარ­ხარ - ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ლადო ასა­თი­ა­ნი, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და სხვე­ბი... ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძვე­ლი და ახა­ლი გე­ნი­ო­სე­ბი ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს ნამ­დვილ რო­მან­ტი­კულ მოგ­ზა­უ­რო­ბას გპირ­დე­ბი­ან. და მარ­თლაც, პო­ე­ზი­ა­ზე კარ­გად რა გად­მო­ცემს სიყ­ვა­რულს?

თქვენ­თვის რო­მე­ლი წიგ­ნი ასო­ცირ­დე­ბა სიყ­ვა­რულ­თან?

ავტორი:

"სიყვარულის თვეში" წასაკითხი 10 წიგნი, რომლებიც ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის

"სიყვარულის თვეში" წასაკითხი 10 წიგნი, რომლებიც ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის

წელიწადის ყველაზე რომანტიკული დღე გვიახლოვდება. ზოგისთვის ვალენტინობა უბრალოდ თარიღია, მაგრამ თებერვალი ამ დღის გამო „სიყვარულის თვედაც“ კი მოიხსენიება. ცხადია, რთულია სიყვარულს თარიღი შეურჩიო, თუმცა, თუკი გვინდა წელიწადში ერთი დღე განსაკუთრებული რომანტიკით სავსე იყოს, რატომაც არა?

რომანტიკული ვახშამი, საჩუქრები, სანთლები... ამ ყველაფერს თქვენ მოგანდობთ, ჩვენ კი გაგიზიარებთ 10 რომანს, რომლებიც სიყვარულის ისტორიას ისე ლამაზად გვიყვებიან, რომ ამ გრძნობის რეალურობაში იმედგაცრუებულ ადამიანსაც კი დაარწმუნებენ.

მოპარული სიყვარული (თინათინ ბერიძე)

„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის, თინათინ ბერიძის რომანია, რომელიც არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და მგრძნობიარე ახალგაზრდების ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. წიგნი მკითხველს დიდ თავგადასავლებსა და რომანტიკული განწყობის ამაღლებას ჰპირდება.

აღიარება ხელისგულზე (თათული ღვინიანიძე)

რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებსა და სინანულზე... წიგნი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, რადა მოდებაძის ამბავს გვიყვება. რადა ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, რომელსაც ყველას მსგავსად კომპლექსები და შიშები აწუხებს. ყველასგან შეუმჩნეველი კი ყურადღების მიქცევას „ბინძური გზებით“ ცდილობს... წიგნი მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

სიყვარულის 40 წესი (ელიფ შაფაქი)

„ყოველთვის ასე იყო. როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი...“

რომანი ელიფ შაფაქის ინგლისურად დაწერილ სამ რომანთაგან ერთ-ერთია. იგი თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც სრულიად მოულოდნელად ორი საოცარი და საოცნებო სამყარო შემოიჭრება: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

ყვავილები სახლთან ახლოს (თამარ გოდერიძე)

წიგნი ქართველ მწერალს, თამარ გოდერიძეს ეკუთვნის და მარტოსული ქალის - კესანეს შესახებ გვიყვება, რომლის ერთფეროვან ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი ძველ სიყვარულთან შეხვედრის შემდეგ დგება. ამ რომანში ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს.

ჭამე, ილოცე, შეიყვარე (ელზაბეტ ჯილბერტი)

ეს ავტობიოგრაფიული რომანი მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც სულიერი დანაკლისის ძიება ჯერ რომში მიიყვანს, შემდეგ ინდოეთში, ბოლოს კი ბალის კუნძულზე, სადაც ადგილობრივი ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და სიყვარულის სურვილს გაუღვიძებს. არაერთი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ შეძლებს ქალი საკუთარი თავისა და სხვის სიყვარულს? თუ არც წიგნი წაგიკითხავთ და არც ფილმი გინახავთ, საიდუმლოს არ გაგიმხელთ.

თანამედროვე სიყვარული (დანიელ ჯონსი)

წიგნი, რომელიც მკითხველს შეახსენებს, რომ სიყვარულს ასაკი არ ესმის და რომ მას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მადლიერებით უნდა შევხვდეთ. წლების განმავლობაში „ნიუ-იორკერში“ გამოცემული მოკლე მოთხრობები, რომელთა ავტორებიც ანონიმურები არიან, ამ წიგნში იყრიან თავს. ყველა მათგანს კი ერთი მთავარი თემა აერთიანებს - თანამედროვე სიყვარული.

დასაწყისის დასასრული (ირაკლი არიშვილი)

პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ კიდევ ერთი გამარჯვებული წიგნი. რომანის მთავარი გმირი გზააბნეული ახალგაზრდაა, რომელსაც ერთი უცნაური თვისება აქვს: სხვისი ემოციების გაგება მხოლოდ ერთი შეხებით შეუძლია, იქნება ეს იმედგაცრუება, ტანჯვა, ტკივილი, სევდა, დეპრესია... მელანქოლიურ ხასიათზე ხართ, მაშინ ეს წიგნი წაიკითხეთ.

ჰერმესის დახლიდარები (ქარდა ქარდუხი)

რომანის მთავარი გმირი სოხუმიდან გაქცეული ახალგაზრდაა, რომელიც გულანშაროში აღმოჩნდება და მთლიანად ამ ადგილის რთული ცხოვრების ნაწილი ხდება. სწორედ უცხო მიწაზე ცხოვრებისას პოულობს იგი ახალ სიყვარულსა და მუზას, რომელიც სამშობლოში დარჩენილ სანატრელ ბავშვობას მოაგონებს.

წუთით კოსმოსში (ანუკი შატაკიშვილი)

ნაწარმოების მთავარი გმირების - ლალუნასა და ჰალეის ბავშვობის დროინდელი სურვილი მთვარეზე გაფრენაა, მაგრამ კოსმოსისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდება. ის, თუ როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს - ამის გაგება მხოლოდ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგეძლებათ.

მიყვარხარ - ქართველი პოეტები სიყვარულზე

გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ლადო ასათიანი, ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ბესიკ ხარანაული, ტიციან ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი კეკელიძე და სხვები... ქართული ლიტერატურის ძველი და ახალი გენიოსები ვალენტინობის დღეს ნამდვილ რომანტიკულ მოგზაურობას გპირდებიან. და მართლაც, პოეზიაზე კარგად რა გადმოცემს სიყვარულს?

თქვენთვის რომელი წიგნი ასოცირდება სიყვარულთან?