სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წამით არ დაგვვიწყებია 2020 წლის ამბები, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ვერ მივატოვებთ" - რას ამბობენ სომხები ფაშინიანის ნაბიჯზე?
"წამით არ დაგვვიწყებია 2020 წლის ამბები, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ვერ მივატოვებთ" - რას ამბობენ სომხები ფაშინიანის ნაბიჯზე?

სომ­ხეთ­მა თურ­ქეთ­ში მაშ­ვე­ლე­ბი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს. თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი დე­პუ­ტა­ტის, კარო პა­ი­ლა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თი­დან გაგ­ზავ­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი უკვე თურ­ქეთ­შია, ასე­ვე იქ არი­ან სო­მე­ხი მაშ­ვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკვე შე­უდ­გე­ნენ.

სომ­ხუ­რია მე­დია წერს, რომ ფა­ში­ნი­ან­მა სამ­ძი­მა­რი და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და ხალ­ხს ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა გამო.

მან ყვე­ლა და­შა­ვე­ბულს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა და დას­ძი­ნა, რომ თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლებს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­დაჰ­ყავს, ერევ­ნის “ზვარტნო­ცის” აე­რო­პორ­ტი­დან უკვე აფ­რინ­და...

  • გუ­შინ­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რის­თვი­საც, ერ­დო­ღან­მა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას, ამ ნა­ბიჯს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დი­ა­ლო­გის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა" - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სო­მე­ხი მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავრნენ

სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ძა­ლი­ან სწორ დიპ­ლო­მა­ტი­ურ და ადა­მი­ა­ნურ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი.

"ისი­ნი მი­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ახლა მთა­ვა­რი საკ­ვან­ძო სი­ტყვაა - ადა­მი­ა­ნი!" - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრე­ზი­დენ­ტი არა­იკ არუ­თი­ნი­ა­ნი.

მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მათი თქმით, უკვე შექ­მნი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას მო­აგ­რო­ვე­ბენ.

"თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, შარ­ფე­ბი, წინ­დე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ქუ­დე­ბი, პლე­დე­ბი, მშრა­ლი საკ­ვე­ბი, თერ­მო­სე­ბი, ბავ­შვთა საკ­ვე­ბი, სა­ფე­ნე­ბი, ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი, რისი მო­ტა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა, იყოს ახ­ლე­ბი და გა­მო­სა­დე­გი, გთხოვთ, თავი მო­უ­ყა­როთ და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მო­ი­ტა­ნოთ" - ამ­გვა­რი ში­ნა­არ­სის მი­მარ­თვებს ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ.

"ჩვენ რო­გორც შეგ­ვიძ­ლია ისე, ჩვე­ნი ძა­ლე­ბით, რე­სურ­სე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ძლი­ერ­მა სტი­ქი­ამ უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა... ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ ასო­ბით ათა­სია მო­ყო­ლი­ლი... ჩვენს ხალ­ხს ეს გა­მოც­დი­ლი აქვს, სპი­ტა­კის მი­წისძვრის დროს, სომ­ხე­თი ძა­ლი­ან და­ზა­რალ­და, ამი­ტომ ვი­ცით, რა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბას. ეს არ არის პა­თე­ტი­კა, გვინ­და ეს ჩვენ თუ არა, მა­ინც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ვართ და ახლა, ასეთ მარ­თლაც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ვა­ლია, მე­ზო­ბელ ხალ­ხს და­ვეხ­მა­როთ. სხვა თუ არა­ფე­რი, ხვალ-ზეგ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით უნდა ვი­ცხოვ­როთ" - წერს ან­დრა­ნი­კი არი­ჯი­ნი­ა­ნი.

"პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდი, რა­ტომ არ ავირ­ჩიე მაშ­ვე­ლის პრო­ფე­სია, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებს, თუ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვთ, შე­უძ­ლი­ათ და­ეხ­მა­რონ ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სის, ეროვ­ნე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, კა­ნის ფე­რი­სა და რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მი­უ­ხე­და­ვად... ახლა არ არის იმა­ზე ფიქ­რის დრო, რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ისი­ნი, მსგავ­სი რამ ჩვენ­თან რომ მომ­ხდა­რი­ყო - პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ვი­ყოთ და შემ­დეგ სხვა და­ნარ­ჩე­ნი. მეც მახ­სოვს 2020 წლის ამ­ბე­ბი (ყა­რა­ბა­ღის ომი), წა­მით არ დამ­ვი­წყე­ბია, მაგ­რამ ახლა ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით. ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ ადა­მი­ა­ნებს, ბავ­შვებს, ქა­ლებს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ და მათ ვერ მი­ვა­ტო­ვებთ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი არ ვართ. აქ ჩვენს გვერ­დით ტრა­გე­დია თუ ხდე­ბა, ჩვენც გვტკი­ვა, ვი­ზი­ა­რებთ და დახ­მა­რე­ბა გვინ­და. ეს უნდა ნა­ხოს მსოფ­ლი­ომ.

მად­ლო­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის. მათი დახ­მა­რე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მათი მშობ­ლე­ბის თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მად­ლი­ე­რე­ბი ვართ... ზო­გა­დად კი, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხილ­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად ან­გრე­ვენ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს" - მი­აჩ­ნია ანი სა­ა­კი­ანს.

"თით­ქმის ორი თვეა, არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი) მო­სახ­ლე­ო­ბა ბლო­კა­და­შია, მო­სახ­ლე­ო­ბას ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ აქვთ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რომ­ლის უკა­ნაც, ვი­ცით, ვინც დგას - თურ­ქე­თი. მი­ჭირს ამის თმა, რად­გან იქ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ვიცი, რა დღე­შიც არი­ან, მაგ­რამ ის, რაც ახლა თურ­ქეთ­ში ტრი­ა­ლებს, ვე­რა­ვის ტო­ვებს გულ­გრილს... ყვე­ლა წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ და ყვე­ლა­ფე­რი გვახ­სოვს, მაგ­რამ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ხომ მთელ მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ წყე­ნა­ზე მაღ­ლა დგო­მას გვთხოვს. რე­გი­ონ­ში სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა და არა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომე­ბი. მშვი­დო­ბი­ა­ნი და უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა ჩვენს ბი­ჭებს!" - წერს ერ­მი­ნე გა­ზა­რი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა-შ
0

ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ!

 

რეალისტი
0

სომხების კომენტარებზე ამეტირა😢, ყოჩაღ ადამიანებო! უფალი გფარავდეთ, უფალს ნამდვილად მოეწონება თქვენი გადაწყვეტილება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"წამით არ დაგვვიწყებია 2020 წლის ამბები, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ვერ მივატოვებთ" - რას ამბობენ სომხები ფაშინიანის ნაბიჯზე?

"წამით არ დაგვვიწყებია 2020 წლის ამბები, მაგრამ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ვერ მივატოვებთ" - რას ამბობენ სომხები ფაშინიანის ნაბიჯზე?

სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის პარლამენტის ეროვნებით სომეხი დეპუტატის, კარო პაილანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე თურქეთშია, ასევე იქ არიან სომეხი მაშველებიც, რომლებიც სამაშველო სამუშაოების შესრულებას უკვე შეუდგენენ.

სომხურია მედია წერს, რომ ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტსა და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო.

მან ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან უკვე აფრინდა...

  • გუშინვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და დახმარება შესთავაზა, რისთვისაც, ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას, ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება" - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაში.

სომეხი მაშველები, რომლებიც თურქეთში გაემგზავრნენ

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ძალიან სწორ დიპლომატიურ და ადამიანურ ნაბიჯად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

"ისინი მიდიან ადამიანების გადასარჩენად. ახლა მთავარი საკვანძო სიტყვაა - ადამიანი!" - წერს სოციალური ქსელის თავის გვერდზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არუთინიანი.

მის ინიციატივას ადგილობრივებში დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, უკვე შექმნილია სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოაგროვებენ.

"თბილი ტანსაცმელი, შარფები, წინდები, ხელთათმანები, ქუდები, პლედები, მშრალი საკვები, თერმოსები, ბავშვთა საკვები, საფენები, ჰიგიენის ნივთები... ყველაფერი, რისი მოტანაც შეიძლება, კარგი იქნება, იყოს ახლები და გამოსადეგი, გთხოვთ, თავი მოუყაროთ და დანიშნულების ადგილას მოიტანოთ" - ამგვარი შინაარსის მიმართვებს ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

"ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე, ჩვენი ძალებით, რესურსებით, შესაძლებლობებით გვერდში უნდა დავუდგეთ ქვეყანას, სადაც ძლიერმა სტიქიამ უმძიმესი შედეგები მოიტანა... ნანგრევების ქვეშ ასობით ათასია მოყოლილი... ჩვენს ხალხს ეს გამოცდილი აქვს, სპიტაკის მიწისძვრის დროს, სომხეთი ძალიან დაზარალდა, ამიტომ ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახის დახმარებას. ეს არ არის პათეტიკა, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მაინც მეზობელი ქვეყნების ვართ და ახლა, ასეთ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენი ადამიანური ვალია, მეზობელ ხალხს დავეხმაროთ. სხვა თუ არაფერი, ხვალ-ზეგ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ" - წერს ანდრანიკი არიჯინიანი.

"პირველად დავფიქრდი, რატომ არ ავირჩიე მაშველის პროფესია, რადგან ამ ადამიანებს, თუ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, შეუძლიათ დაეხმარონ ყველას, განურჩევლად რასის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, კანის ფერისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად... ახლა არ არის იმაზე ფიქრის დრო, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, მსგავსი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო - პირველ რიგში ადამიანები უნდა ვიყოთ და შემდეგ სხვა დანარჩენი. მეც მახსოვს 2020 წლის ამბები (ყარაბაღის ომი), წამით არ დამვიწყებია, მაგრამ ახლა ნეიტრალურები ვერ ვიქნებით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს არაფერი დაუშავებიათ და მათ ვერ მივატოვებთ, თუნდაც იმიტომ, რომ კაციჭამიები არ ვართ. აქ ჩვენს გვერდით ტრაგედია თუ ხდება, ჩვენც გვტკივა, ვიზიარებთ და დახმარება გვინდა. ეს უნდა ნახოს მსოფლიომ.

მადლობა ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებისთვის. მათი დახმარება სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მშობლების თუ პოლიტიკოსების მადლიერები ვართ... ზოგადად კი, პოლიტიკური განხილვები, პოლიტიკოსების საქმეა, რომლებიც უმეტესად ანგრევენ ადამიანურ ურთიერთობებს" - მიაჩნია ანი სააკიანს.

"თითქმის ორი თვეა, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონი) მოსახლეობა ბლოკადაშია, მოსახლეობას ელემენტარული პირობები არ აქვთ, აზერბაიჯანის დამსახურებით, რომლის უკანაც, ვიცით, ვინც დგას - თურქეთი. მიჭირს ამის თმა, რადგან იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და ვიცი, რა დღეშიც არიან, მაგრამ ის, რაც ახლა თურქეთში ტრიალებს, ვერავის ტოვებს გულგრილს... ყველა წუთი მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლე, ხომ მთელ მატერიალურ სამყაროზე მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ადამიანობა ყველანაირ წყენაზე მაღლა დგომას გვთხოვს. რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა გვჭირდება და არა წახალისებული, პროვოცირებული ომები. მშვიდობიანი და უსაფრთხო დაბრუნება ჩვენს ბიჭებს!" - წერს ერმინე გაზარიანი.