სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო
ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი რძა­ლი ჰყავს. მსა­ხი­ო­ბის ვაჟ­მა 2021 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ პი­ა­ნისტზე იქორ­წი­ნა. უმ­ცრო­სი ვან დამი, 35 წლის კრის­ტო­ფე­რი, მა­მის კვალს გაჰ­ყვა და თა­ვა­დაც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა აქვს. გარ­და ამი­სა, რე­ჟი­სო­რი­ცაა. რაც შე­ე­ხე­ბა მის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ რჩე­ულს, ის 22 წლის სუ­ა­და ჰა­ჯი­ზა­დაა. კრის­ტო­ფერ­სა და სუ­ა­დას სა­ინ­ტე­რე­სო სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია აქვთ, რო­მელ­ზეც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რეს...

  • კრის­ტო­ფე­რი:

- მა­მა­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სუ­ა­დას მამა გა­იც­ნო და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში დაბ­რუნ­და, მი­თხრა, რომ იყო სა­ო­ცარ და ფუ­ტუ­რის­ტულ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჰქვია. იქ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხალ­ხი ცხოვ­რობს და მდი­და­რი კულ­ტუ­რა აქვთ.

მერე და­ა­მა­ტა, რომ მო­მა­ვალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ გო­გო­ზე უნდა და­ქორ­წინ­დეო. იმ დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და; სე­რი­ო­ზუ­ლად არც მი­ვი­ღე მისი სი­ტყვე­ბი. წლე­ბის შემ­დეგ სუ­ა­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ვი­ცა­ნი. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან იყო, მა­შინ­ვე მა­მა­ჩე­მის რჩე­ვა გა­მახ­სენ­და. ჩვენ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და მი­მო­წე­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და დავ­მე­გობ­რდით. რაც დრო გა­დი­ო­და, ერ­თმა­ნე­თი უფრო მე­ტად შეგ­ვიყ­ვარ­და.

მა­მა­ჩე­მი "ფე­ის­ბუქ­ზე" და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად რთავ­და ლა­ი­ვებს. ერთხელ, ახა­ლი წლის ღა­მეს, მა­მა­ჩემს ასი ათა­სი გა­მომ­წე­რი უყუ­რებ­და და ხე­დავს სუ­ა­დას სა­ხელს ეკ­რან­ზე, რო­მე­ლიც ახალ წელს ულო­ცავს.

უცებ ხმა­მაღ­ლა წა­ი­კი­თხა, სუ­ა­და ჰა­ჯი­ზა­დე. სუ­ა­დას დღემ­დე აქვს ეს ვი­დეო შე­ნა­ხუ­ლი. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩვენ­მა ოჯა­ხებ­მა გა­და­წყვი­ტეს თურ­ქეთ­ში შეხ­ვედ­როდ­ნენ ერ­თმა­ნეთს...

- რა­ტომ სტამ­ბოლ­ში, ბა­ქო­ში არა?

- პან­დე­მი­ის გამო ჩემი მშობ­ლე­ბის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი შეხ­ვედ­რა სტამ­ბოლ­ში შედ­გა. სამი დღის შემ­დეგ სტამ­ბოლ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში დავ­ქორ­წინ­დით.

ჩვე­ნი გაც­ნო­ბი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ სუ­ა­დას ბა­ქო­ში ვეს­ტუმ­რე. ყვე­ლა­ფე­რი ისე ნაც­ნო­ბი მეჩ­ვე­ნა, მის ბი­ნა­ში; ვი­დე­ო­ზა­რე­ბის დროს ყვე­ლა კუ­თხე მქონ­და და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ეს არის ჩვე­ნი ბედი. ღვთის ნება. მე მგო­ნი ყვე­ლას გწამთ ღმერ­თის.

- სუ­ა­და, გი­ფიქ­რია, რომ თქვე­ნი ამ­ბა­ვი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბო­და?

სუ­ა­და:

- სი­მარ­თლე რომ ვთქვა მე­გობ­რუ­ლად მიყ­ვარ­და. მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვნა­ხავ­დი, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ქორ­წი­ნე­ბა­ზე. არ ვი­ცო­დი ვინ იყო მისი მამა. მას არა­სო­დეს უსა­უბ­რია მა­მა­ზე. გვარს მა­ლავ­და და ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე ვე­ლო­სი­პე­დის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით და და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნეთ­თან და­რეკ­ვა, მკი­თხა, ვიც­ნობ­დი თუ არა მა­მა­მისს. რა თქმა უნდა, არ ვი­ცო­დი. ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ უნდა ვიც­ნობ­დე მას.

შემ­დეგ მი­თხრა, რომ მა­მა­ჩე­მის­თვის მე­კი­თხა ჟან-კლოდ ვან და­მის შე­სა­ხებ. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას და მუ­სი­კას მი­ვუ­ძღვე­ნი. ტე­ლე­ვი­ზორ­საც არ ვუ­ყუ­რებ­დი. ხან­და­ხან დღე­ში 10-12 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ერთ დღეს მა­მას ვკი­თხე ჟან კლოდ ვან და­მის შე­სა­ხებ. თურ­მე მა­მა­ჩე­მი ამ დროს მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მს უყუ­რებ­და და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჟან კლოდ ვან დამი მაჩ­ვე­ნა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვერ გა­ვი­გე რა ხდე­ბო­და. მე­გო­ნა, რომ ან კრის­ტო­ფე­რი იტყუ­ე­ბო­და, ან მა­მა­ჩე­მი ხუმ­რობ­და. მა­მა­ჩემს მო­ვუ­ყე­ვი ჩემს უცხო­ელ მე­გო­ბარ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მამა იყო ჟან კლოდ ვან დამი. მი­თხრა, რომ ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და ჯობ­და "ყალბ მე­გო­ბარ­თან“ ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი გა­მე­წყვი­ტა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­მა­ჩე­მი იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 2000 წელს ვან დამ­მა აზერ­ბა­ი­ჯან­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა.

- რო­გორ და­არ­წმუ­ნე შენი მშობ­ლე­ბი, რომ უცხო­ელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი?

სუ­ა­და:

- ჩვენ უკვე გვქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და ერთ დღეს თა­ვად კრი­სი ელა­პა­რა­კა ჩემს მშობ­ლებს FaceTime-ზე და უთხრა, რომ ჩემ­ზე აპი­რებ­და და­ქორ­წი­ნე­ბას. წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ მხო­ლოდ მუ­სი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით. პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იქ­ცა ჩემი ოჯა­ხის, ჩემი ქვეყ­ნის და ჩემ მი­მართ. გა­საკ­ვი­რი იყო, რომ უცხო­ელ­მა იცო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და მისი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ვუგ­ზავ­ნი­დი სუ­რა­თებს და ვი­დე­ო­ებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­სა­ხებ და ვუჩ­ვე­ნებ­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნი­მუ­შებს. მას ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ.

კრის­ტო­ფე­რი:

- ამ ურ­თი­ერ­თო­ბის მა­გი­ის მჯე­რო­და. სუ­ა­დას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, მა­მა­ჩე­მის სი­ტყვე­ბი გა­მახ­სენ­და. მისი თვა­ლე­ბი და მზე­რა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მმა­ტებს და ეს ნდო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. სუ­ა­და გრძნობს ჩემს სულს.

- სუ­ა­და, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ოჯა­ხი­დან ხარ, მაგ­რამ კრის­ტო­ფე­რი სა­ხელ­გან­თქმუ­ლის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. თქვენ სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­დან ხართ…

სუ­ა­და:

- არ მგო­ნია რომ სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­დან ვართ. მე ვფიქ­რობ, რომ სუ­ლე­ბის ჰარ­მო­ნია ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე პრო­ფე­სია. კრი­სის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა სიყ­ვა­რუ­ლით მი­მი­ღო. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მისი მშობ­ლე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ. ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია. დე­და­მის­მაც კი მთხო­ვა, მის­თვის "დედა" და­მე­ძა­ხა.

- სად ცხოვ­რობთ ახლა და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

სუ­ა­და:

- ახლა ბა­ქო­ში ვარ და ვე­ლო­დე­ბი ამე­რი­კის სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბის და­წყე­ბას. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ ზამ­თარს აშშ-ში ვიქ­ნე­ბი. ბელ­გი­ა­ში ვხვდე­ბით კრის. მისი მა­მის მხა­რე ბელ­გი­ი­და­ნაა. გა­ვი­ცა­ნი მისი ბე­ბია და ბა­ბუა. იქ სამი თვე დავ­რჩით და მის ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დით.

- მა­მა­შე­ნი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია, დე­და­ზე რას იტყვი?

კრის­ტო­ფე­რი:

- მა­მა­ჩე­მი კარ­გი მსა­ხი­ო­ბია. დე­და­ჩე­მი წლე­ბის წინ ბო­დი­ბილ­დინ­გში ჩემ­პი­ო­ნი იყო. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ქა­ლია, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის.

- ჟან კლოდ ვან დამი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­მოს­ვლას ისევ გეგ­მავს?

კრის­ტო­ფე­რი:

- ახლა მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. მაგ­რამ ის აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვე­ვა აზერ­ბა­ი­ჯანს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე. მას ძა­ლი­ან უყ­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი. მა­მა­ჩე­მი თავს "სამ­ყა­როს ადა­მი­ა­ნად“ მი­იჩ­ნევს, ის ცდი­ლობს გა­ეც­ნოს ყვე­ლა კულ­ტუ­რას. ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბი, ზრუ­ნავს ეკო­ლო­გი­ა­ზე. უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. მისი რძა­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია, ამი­ტომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი იმ ქვეყ­ნე­ბის სიის სა­თა­ვე­შია, სა­დაც ის იმოგ­ზა­უ­რებს.

სუ­ა­და:

- მა­მა­ჩე­მიც მო­უთ­მენ­ლად ელის მის სტუმ­რო­ბას.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ჭორი და­დის თქვენს ირ­გვლივ. გა­წუ­ხებს?

კრის­ტო­ფე­რი:

- მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ასეთ შე­ტე­ვებს. თუმ­ცა სუ­ა­და ცოტა სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი აზრი, სა­კუ­თა­რი მი­ზე­ზე­ბი, სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბი. ეს ნორ­მა­ლუ­რია. ეს კო­მენ­ტა­რე­ბი ჩვენს სიყ­ვა­რულ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს. ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ღმერ­თმა მომ­ცა ასე­თი ლა­მა­ზი ქალი. მე არ ვდარ­დობ ამ ხალ­ხზე; ისი­ნი შეგ­ვეჩ­ვე­ვი­ან.

სუ­ა­და:

- ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ტი­კტოკ­ზე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. თუმ­ცა, კრისს არ უყ­ვარს ეს პლათ­ფორ­მა. ამ­ბობ­დნენ, რომ ორ თვე­ში და­შორ­დე­ბი­ა­ნო. ჩვენ დავ­პირ­დით, რომ და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რე­ა­ლუ­რია. ზოგი ფიქ­რობს, რომ კრის­ზე დავ­ქორ­წინ­დი, რად­გან ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა. თა­ვი­დან არც კი ვი­ცო­დი ეს ფაქ­ტი. ზოგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა ყალ­ბი იყო, მე ფუ­ლის­თვის გავ­თხოვ­დი და არა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ეს ჭო­რე­ბი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და.

- რა სა­კი­თხებ­ში გზღუ­დავს მე­უღ­ლე?

სუ­ა­და:

- მას უბ­რა­ლოდ არ სურს, რომ დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ გა­რეთ ვიყო. ცო­ტა­თი ეჭ­ვი­ა­ნია; მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას სჯე­რა ჩემი და მენ­დო­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კა­ცი­ვით იქ­ცე­ვა. შე­ზღუდ­ვე­ბი არ მაქვს. მე მას ვენ­დო­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტყის კაცი
7

ვანდამების ოჯახს ჩობანყაურმა გარანტირებული აქვს მთელი ცხოვრება

ლია
4

მშვენიერი გოგოა... კარგი და მშრომელი ხალხია აზერბაიჯანელები. ბედნიერი იყვნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო

ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერბაიჯანელი რძალი ჰყავს. მსახიობის ვაჟმა 2021 წელს აზერბაიჯანელ პიანისტზე იქორწინა. უმცროსი ვან დამი, 35 წლის კრისტოფერი, მამის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობის კარიერა აქვს. გარდა ამისა, რეჟისორიცაა. რაც შეეხება მის აზერბაიჯანელ რჩეულს, ის 22 წლის სუადა ჰაჯიზადაა. კრისტოფერსა და სუადას საინტერესო სიყვარულის ისტორია აქვთ, რომელზეც აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრეს...

  • კრისტოფერი:

- მამაჩემი აზერბაიჯანში 2000-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც სუადას მამა გაიცნო და ძალიან მოეწონა ეს ქვეყანა. როდესაც ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მითხრა, რომ იყო საოცარ და ფუტურისტულ ქვეყანაში, რომელსაც აზერბაიჯანი ჰქვია. იქ ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს და მდიდარი კულტურა აქვთ.

მერე დაამატა, რომ მომავალში აზერბაიჯანელ გოგოზე უნდა დაქორწინდეო. იმ დროს შეყვარებული მყავდა; სერიოზულად არც მივიღე მისი სიტყვები. წლების შემდეგ სუადა "ინსტაგრამზე" გავიცანი. როდესაც გავიგე, რომ ის აზერბაიჯანიდან იყო, მაშინვე მამაჩემის რჩევა გამახსენდა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა "ინსტაგრამზე" და დავმეგობრდით. რაც დრო გადიოდა, ერთმანეთი უფრო მეტად შეგვიყვარდა.

მამაჩემი "ფეისბუქზე" და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხშირად რთავდა ლაივებს. ერთხელ, ახალი წლის ღამეს, მამაჩემს ასი ათასი გამომწერი უყურებდა და ხედავს სუადას სახელს ეკრანზე, რომელიც ახალ წელს ულოცავს.

უცებ ხმამაღლა წაიკითხა, სუადა ჰაჯიზადე. სუადას დღემდე აქვს ეს ვიდეო შენახული. ჩვენი სიყვარულის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა ოჯახებმა გადაწყვიტეს თურქეთში შეხვედროდნენ ერთმანეთს...

- რატომ სტამბოლში, ბაქოში არა?

- პანდემიის გამო ჩემი მშობლების აზერბაიჯანში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. ჩვენი პირველი ფიზიკური შეხვედრა სტამბოლში შედგა. სამი დღის შემდეგ სტამბოლში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში დავქორწინდით.

ჩვენი გაცნობიდან ექვსი წლის შემდეგ სუადას ბაქოში ვესტუმრე. ყველაფერი ისე ნაცნობი მეჩვენა, მის ბინაში; ვიდეოზარების დროს ყველა კუთხე მქონდა დამახსოვრებული. ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. დაუჯერებელია. ეს არის ჩვენი ბედი. ღვთის ნება. მე მგონი ყველას გწამთ ღმერთის.

- სუადა, გიფიქრია, რომ თქვენი ამბავი ქორწინებით დასრულდებოდა?

სუადა:

- სიმართლე რომ ვთქვა მეგობრულად მიყვარდა. მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინებაზე. არ ვიცოდი ვინ იყო მისი მამა. მას არასოდეს უსაუბრია მამაზე. გვარს მალავდა და ინსტაგრამის გვერდზე ველოსიპედის ფოტოები ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით და დავიწყეთ ერთმანეთთან დარეკვა, მკითხა, ვიცნობდი თუ არა მამამისს. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, რატომ უნდა ვიცნობდე მას.

შემდეგ მითხრა, რომ მამაჩემისთვის მეკითხა ჟან-კლოდ ვან დამის შესახებ. მთელი ჩემი ცხოვრება განათლებას და მუსიკას მივუძღვენი. ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. ხანდახან დღეში 10-12 საათი ვვარჯიშობდი ფორტეპიანოზე. ერთ დღეს მამას ვკითხე ჟან კლოდ ვან დამის შესახებ. თურმე მამაჩემი ამ დროს მისი მონაწილეობით ფილმს უყურებდა და ტელევიზორში ჟან კლოდ ვან დამი მაჩვენა.

გაოგნებული ვიყავი და ვერ გავიგე რა ხდებოდა. მეგონა, რომ ან კრისტოფერი იტყუებოდა, ან მამაჩემი ხუმრობდა. მამაჩემს მოვუყევი ჩემს უცხოელ მეგობარზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მამა იყო ჟან კლოდ ვან დამი. მითხრა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო და ჯობდა "ყალბ მეგობართან“ ყოველგვარი კონტაქტი გამეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც 2000 წელს ვან დამმა აზერბაიჯანში სტუმრობისას გაიცნო და დაუმეგობრდა.

- როგორ დაარწმუნე შენი მშობლები, რომ უცხოელზე დაქორწინებულიყავი?

სუადა:

- ჩვენ უკვე გვქონდა ახლო ურთიერთობა და ერთ დღეს თავად კრისი ელაპარაკა ჩემს მშობლებს FaceTime-ზე და უთხრა, რომ ჩემზე აპირებდა დაქორწინებას. წლების მანძილზე ჩვენ მხოლოდ მუსიკასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით. პატივისცემით მოიქცა ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის და ჩემ მიმართ. გასაკვირი იყო, რომ უცხოელმა იცოდა აზერბაიჯანისა და მისი კულტურის შესახებ. ვუგზავნიდი სურათებს და ვიდეოებს აზერბაიჯანის შესახებ და ვუჩვენებდი აზერბაიჯანული სამზარეულოს ნიმუშებს. მას ყველაფერი აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის შესახებ.

კრისტოფერი:

- ამ ურთიერთობის მაგიის მჯეროდა. სუადას "ინსტაგრამის" გვერდზე აზერბაიჯანის სახელი რომ დავინახე, მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. მისი თვალები და მზერა თავდაჯერებულობას მმატებს და ეს ნდობა დღითიდღე იზრდება. სუადა გრძნობს ჩემს სულს.

- სუადა, მოკრძალებული აზერბაიჯანული ოჯახიდან ხარ, მაგრამ კრისტოფერი სახელგანთქმულის ოჯახში გაიზარდა. თქვენ სხვადასხვა სამყაროდან ხართ…

სუადა:

- არ მგონია რომ სხვადასხვა სამყაროდან ვართ. მე ვფიქრობ, რომ სულების ჰარმონია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესია. კრისის ოჯახის ყველა წევრმა სიყვარულით მიმიღო. პირველივე დღიდან მისი მშობლები დამიკავშირდნენ. ძალიან თავმდაბალი და მეგობრული ხალხია. დედამისმაც კი მთხოვა, მისთვის "დედა" დამეძახა.

- სად ცხოვრობთ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით?

სუადა:

- ახლა ბაქოში ვარ და ველოდები ამერიკის სავიზო პროცედურების დაწყებას. დიდი ალბათობით, ამ ზამთარს აშშ-ში ვიქნები. ბელგიაში ვხვდებით კრის. მისი მამის მხარე ბელგიიდანაა. გავიცანი მისი ბებია და ბაბუა. იქ სამი თვე დავრჩით და მის ბებიას და ბაბუას ყოველდღე ვხვდებოდით.

- მამაშენი მსოფლიოში ცნობილი მსახიობია, დედაზე რას იტყვი?

კრისტოფერი:

- მამაჩემი კარგი მსახიობია. დედაჩემი წლების წინ ბოდიბილდინგში ჩემპიონი იყო. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ქალია, მაგრამ ეს ძალიან ცოტამ იცის.

- ჟან კლოდ ვან დამი აზერბაიჯანში ჩამოსვლას ისევ გეგმავს?

კრისტოფერი:

- ახლა მამაჩემი ძალიან დაკავებულია. მაგრამ ის აუცილებლად ეწვევა აზერბაიჯანს რაც შეიძლება მალე. მას ძალიან უყვარს აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები. მამაჩემი თავს "სამყაროს ადამიანად“ მიიჩნევს, ის ცდილობს გაეცნოს ყველა კულტურას. ადამიანებთან ერთად უყვარს ბუნება, ცხოველები, ზრუნავს ეკოლოგიაზე. უყვარს მოგზაურობა. მისი რძალი აზერბაიჯანელია, ამიტომ აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიის სათავეშია, სადაც ის იმოგზაურებს.

სუადა:

- მამაჩემიც მოუთმენლად ელის მის სტუმრობას.

- სოციალურ ქსელებში ბევრი ჭორი დადის თქვენს ირგვლივ. გაწუხებს?

კრისტოფერი:

- მიჩვეული ვარ ასეთ შეტევებს. თუმცა სუადა ცოტა სხვანაირად ფიქრობს. ყველას აქვს თავისი აზრი, საკუთარი მიზეზები, საკუთარი ისტორიები. ეს ნორმალურია. ეს კომენტარები ჩვენს სიყვარულზე გავლენას ვერ მოახდენს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ასეთი ლამაზი ქალი. მე არ ვდარდობ ამ ხალხზე; ისინი შეგვეჩვევიან.

სუადა:

- ამბობენ, თითქოს ტიკტოკზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა, კრისს არ უყვარს ეს პლათფორმა. ამბობდნენ, რომ ორ თვეში დაშორდებიანო. ჩვენ დავპირდით, რომ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სიყვარული რეალურია. ზოგი ფიქრობს, რომ კრისზე დავქორწინდი, რადგან ის ცნობილი ადამიანების ოჯახიდანაა. თავიდან არც კი ვიცოდი ეს ფაქტი. ზოგი ამტკიცებდა, რომ ჩვენი ქორწინება ყალბი იყო, მე ფულისთვის გავთხოვდი და არა სიყვარულისთვის. ეს ჭორები ძალიან მაწუხებდა.

- რა საკითხებში გზღუდავს მეუღლე?

სუადა:

- მას უბრალოდ არ სურს, რომ დაბნელების შემდეგ გარეთ ვიყო. ცოტათი ეჭვიანია; მიუხედავად ამისა, მას სჯერა ჩემი და მენდობა. აზერბაიჯანელი კაცივით იქცევა. შეზღუდვები არ მაქვს. მე მას ვენდობი.