სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული - რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია" - თენგიზ ცერცვაძე
"საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული - რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ 2 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიხ­ში­რე ბოლო პე­რი­ოდ­ში სტა­ბი­ლუ­რია და სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რია: A გრი­პი (ძი­რი­თა­დად H1 და H3 ქვე­ტი­პე­ბი), რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით, ადე­ნო­ვირუ­სე­ბით, რი­ნო­ვირუ­სე­ბით, პა­რაგ­რი­პის ვირუ­სე­ბით და არა COVID-ის გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბით ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

კვლავ კმა­ყო­ფი­ლე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მიერ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (მათ შო­რის გრი­პიც) იმარ­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად, რა­ზეც მი­უ­თი­თებს ის ფაქ­ტი, რომ სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ 2 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­შინ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად აშშ-ში CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ სე­ზონ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მარ­ტო გრი­პით სიკ­ვდი­ლო­ბის 17,000 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 97 ბავ­შვი. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა თვით­დამ­შვი­დე­ბას მი­ვე­ცეთ და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა COVID-ის და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­დეს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ დარ­ჩეს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე“,- აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

ალბათ ამ პიროვნებას არიცნობთ, და ეს საუბარი მეჩვენება საწუხაროდ , ძალიან გაუცნობიერებელი და გონს მოკლებულია. ეს ადამიანი ხერხემალი იყო მედიცინის . როგორც ყველა დიდი პროფესინალის ბედი , ამ შემთხვევაშიც ასე ხდება. 

ana
8

მეტს ვეღარ კლავთ? როგორ წუხართ ალბათ. იმნაძე დ აგამყრელიძე როდის ჩაჯდებიან ციხეში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული - რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია" - თენგიზ ცერცვაძე

"საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული - რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რესპირაციული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეესაბამება.

"რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.

კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.