სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მოცეკვავე, რომელმაც "ვერის უბნის მელოდიებში" დაუვიწყარი ეპიზოდური როლი შექმნა - ვინ არის "ცნობის ფურცლის" დამტარებელი და რას ჰყვება შვილი მამის კარიერაზე?
ცნობილი მოცეკვავე, რომელმაც "ვერის უბნის მელოდიებში" დაუვიწყარი ეპიზოდური როლი შექმნა - ვინ არის "ცნობის ფურცლის" დამტარებელი და რას ჰყვება შვილი მამის კარიერაზე?

"ცნო­ბის ფურ­ცე­ლი, ცნო­ბის ფურ­ცე­ლი, ცხე­ლი ამ­ბე­ბის დას­ტა. ვი­ღა­ცას შეშა მო­უ­პა­რია, ვე­რის უბან­ში მო­უ­პა­რია, თუ და­ი­ჭი­რეს ბას­ტა,“ - ეს სა­სიმ­ღე­რო ტექ­სტი, რო­მელ­საც გა­ზე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ას­რუ­ლებს, ცნო­ბი­ლი მი­უ­ზიკ­ლი­დან "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი“, ალ­ბათ ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს. ამ როლს ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი, ქო­რე­ოგ­რა­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და არა­ერ­თი ტი­ტუ­ლის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი ზუ­რაბ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს.

ambebi.ge-სთან ცნო­ბილ მსა­ხი­ობს და მო­ცეკ­ვა­ვეს მისი შვი­ლი, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს.

- მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ბევ­რი ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლის შექ­მნას დავ­სწრე­ბო­დი, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტო­კი­ო­ში, შვე­დეთ­ში, სა­დაც მამა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. სტოკ­ჰოლმში, სა­მე­ფო თე­ატ­რში მი­იწ­ვი­ეს და მთე­ლი ოჯა­ხი იქ ვი­ყა­ვით... საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ფრე­ნე­ბი თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ იყო, ეს გზა და­კე­ტი­ლი გვქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იზ­მი­რის და ან­კა­რას ოპე­რის თე­ატ­რებ­მა მამა "რა­ი­მონ­დას“ და­სად­გმე­ლად მი­იწ­ვი­ეს... მამა ბა­თუ­მე­ლი იყო და ერთხე­ლაც, იქა­ურ ლაზ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ფრა­ზა "ჩქი­მი ცოდ­ვა“ წა­მოს­ცდა და მას მერე, მათ შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და... ის ლა­ზე­ბი მეც კარ­გად მახ­სოვს, მა­მას 1985 წელს აქ ჩა­მოჰ­ყვნენ. უწ­მინ­დეს­მაც მი­ი­ღო, ჩა­ი­ხუ­ტა, და­ლო­ცა და ხა­ტე­ბი გა­ა­ტა­ნა.

...მოკ­ლედ, ვიზ­რდე­ბო­დი გა­რე­მო­ში, სა­დაც ვუ­ყუ­რებ­დი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი და მამა რო­გორ დგამ­დნენ სპექ­ტაკ­ლებს, ასე­ვე სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე და მამა რო­გორ ქმნიდ­ნენ სა­ინ­ტე­რე­სო კოს­ტი­უ­მებს... რო­დე­საც მუ­შა­ობ­დნენ, მათ მოს­მე­ნას და ყუ­რე­ბას არა­ფე­რი სჯობ­და. მთლი­ა­ნად ხე­ლოვ­ნე­ბა­ში იყ­ვნენ ჩაფ­ლუ­ლე­ბი, იმ დროს არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­დათ. სა­ერ­თო­დაც ასე იყო, თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ით და ხე­ლოვ­ნე­ბით ცხოვ­რობ­დნენ...

- ისე მოხ­და, რომ ზუ­რაბ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი კი­ნო­შიც გა­და­ი­ღეს...

- კი, მამა კი­ნო­შიც აღ­მოჩ­ნდა და მისი პირ­ვე­ლი ფილ­მი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას მი­უ­ზიკ­ლი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი“ იყო. გარ­და იმი­სა, რომ ეს როლი ჰქონ­და, ფილ­მის ქო­რე­ოგ­რა­ფიც გახ­ლდათ, მას იური ზა­რეც­კიც ეხ­მა­რე­ბო­და... გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია მო­მიყ­ვა, რო­გორ აუხ­სნა მან მა­მას, ვინ იყო მისი პერ­სო­ნა­ჟი და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ფილმში... ის ებ­რა­ე­ლი ფოს­ტა­ლი­ო­ნის, ია­შას პრო­ტო­ტი­პი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც "პუ­რის მო­ე­დან­ზე“ ცხოვ­რობ­და. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მიყ­ვე­ბო­და - ზუ­რაბ­მა მის­მი­ნა, მის­მი­ნა და მერე ერთი წუ­თი­თო, არა­ვის არა­ფე­რი ჰკი­თხა, არც მე, არც მე­გარ­დე­რო­ბეს, შე­ვი­და სა­გარ­დე­რო­ბო­ში და იქი­დან უკვე ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი გა­მო­ვი­და, უკვე ის იაშა იყო, რო­მე­ლიც უნდა გა­და­მე­ღოო...

მა­მას პერ­სო­ნა­ჟი შემ­დეგ რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძემ გაახ­მო­ვა­ნა... ეს ფილ­მი ერთ-ერთი შე­დევ­რია ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მაგ ფილმში კახი კავ­სა­ძეც თა­მა­შობს. მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ბა­ტო­ნი კახი გა­და­მე­ღო ფილმში "რო­ბი­ზო­ნი და 9 პა­რას­კე­ვა“. მა­შინ აქ­ტი­უ­რად ვურ­თი­ერ­თობ­დით და მა­მა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში,“ რო­გორც იცით, ბა­ტო­ნი კახი ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ჰოდა, მე­უბ­ნე­ბო­და - მა­მა­შენს ვთხოვ­დი, ბა­ლე­რო­ნი­ვით სი­ა­რუ­ლი ეს­წავ­ლე­ბი­ნა და ბრაზ­დე­ბო­და, - ბა­ლე­რო­ნი სლენ­გია, ბა­ლეტ­ში მა­მა­კა­ცი, უბ­რა­ლოდ, მო­ცეკ­ვა­ვედ იწო­დე­ბა და ქალი - ბა­ლე­რი­ნა­დო. ბა­ტონ კა­ხის მა­მას­თან ერ­თად ასე­ვე ნა­თა­მა­შე­ვი ჰქონ­და ფილმში "მი­ი­ღეთ სი­ნი­ო­რე­ბო გა­მოწ­ვე­ვა“.

მერე კა­ხიმ, მა­მამ და მა­მუ­კამ (ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი - რედ.) ერ­თად რეზო ჩხე­ი­ძის "დონ კი­ხოტ­ში“ ითა­მა­შეს. მა­მუ­კა სან­ჩო პან­სა და მამა კი ლუ­ცი­ფე­რი იყო. მან ასე­ვე ითა­მა­შა ფილმში "აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში“. ეგ სუ­რა­თი სა­წყა­ლი გეგა კო­ბა­ხი­ძის გამო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი აკ­რძა­ლუ­ლი იყო... მას თე­ლავ­ში იღებ­დნენ, მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მახ­სოვს... მა­მას ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი ჰქონ­და. სა­ო­ცა­რი არ­ტის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, კახი კავ­სა­ძე, გოგი გე­გეჭ­კო­რი და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დიდი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და... სო­ფი­კოს და ზუ­რაბს მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ჰქონ­დათ, მამა სო­ფი­კოს ცეკ­ვას ას­წავ­ლი­და. კოტე მა­ხა­რა­ძე ეუბ­ნე­ბო­და თურ­მე, - ცოლს ნუ გა­მი­ბა­ლე­რი­ნე­ბო... მამა და კოტე მა­ხა­რა­ძე თა­ვი­დან ერ­თად ცეკ­ვავ­დნენ, მერე ბა­ტო­ნი კოტე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

...რეზო ჩხე­ი­ძე "დონ კი­ხოტს“ რომ იღებ­და, მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი, სან­ჩო პან­სას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ჩემი ცხო­ნე­ბუ­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, მა­მა­ჩე­მის ღვიძ­ლი ძმის­შვი­ლი კადრს მიღ­მა ამ­ბებს გვიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. ერთხელ თურ­მე მსა­ხი­ო­ბე­ბი სხე­დან და თა­ვი­ანთ ტექ­სტებს კი­თხუ­ლო­ბენ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით აქვთ გა­და­წე­რი­ლი, რად­გა­ნაც მა­შინ ქსე­რო­ქ­სი არ იყო. ბა­ტონ­მა რე­ზომ მა­მას პა­ტი­ვი სცა თურ­მე და ლუ­ცი­ფე­რის ტექ­სტე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გად­მო­უ­წე­რა. მოკ­ლედ, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რომ დას­ხდნენ, ზუ­რაბს რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და წა­მო­ი­ძა­ხა, - ვინ იდი­ოტ­მა და­წე­რა, კაცო, ეს? ვა­ი­მე, ჩუ, ბი­ძა­ჩე­მო, მე ვიცი, ვინც და­წე­რა და ამას ნუ ამ­ბო­ბო - ეუბ­ნე­ბო­და მა­მუ­კა მა­მა­ჩემს. ზუ­რა­ბი არ ჩერ­დე­ბო­და, - შე­იძ­ლე­ბა, რეზო, ასე­თი იდი­ო­ტე­ბი გყავ­დე­სო? - მე დავ­წე­რე, ზურა, მე დავ­წე­რეო - უთ­ქვამს ბო­ლოს ბა­ტონ რე­ზოს, მა­მას იხ­ტი­ბა­რი არ გა­უ­ტე­ხია, უთ­ქვამს, - განა არ ვი­ცო­დიო... ბევ­რი უცი­ნი­ათ...

- რო­გორც ვიცი, "ტო­კიო-ბა­ლე­ტი­შიც" მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა...

- 1967-1968 წლებ­ში, რო­დე­საც ტო­კი­ო­ში მაია პლი­სეც­კა­ია და ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, მა­მაც იქ იყო. 2 წელი და "ტო­კიო-ბა­ლე­ტი“ ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. მისი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რეს. იქა­უ­რო­ბას სხვა სული შთა­ბე­რა. ასე­ვე სული შთა­ბე­რა სტოკ­ჰოლ­მის თე­ატრს, ეს იყო 1979-1980-იანი წლებ­ში. დგამ­და სპექ­ტაკ­ლებს და მას­ტერკლა­სებს ატა­რებ­და...

კარ­გად მახ­სოვს, ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის ჩვენ­თან სტუმ­რო­ბაც. ის ამე­რი­კუ­ლი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლია. აქ რომ ჩა­მო­ვი­და, რო­გორც გი­ორ­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ, ასე წა­რად­გი­ნა თავი, არა­და, ასე არა­ვის ეც­ნო­ბო­და. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან იყო... მა­მის წი­ნაპ­რებ­ში კი­კა­ლე­იშ­ვი­ლე­ბი­დან ერთ-ერთი ეპის­კო­პო­სი იყო. მისი წმინ­და გი­ორ­გის ვერ­ცხლის ხატი კე­დელ­ზე გვე­კი­და... ჩვენ­თან მო­სულ ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის მა­მამ ის ხატი აჩუ­ქა, - მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ნა­წი­ლი, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი თან წა­ი­ღოო. იგი ხატს მა­შინ­ვე ემ­თხვია. მერე მეც მა­კო­ცა და წა­ვი­და. ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, წმინ­და გი­ორ­გის სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ტა­ნი­ლი ხატი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ნა­წი­ლი თან ჩა­ა­ყო­ლეს, სურ­ვი­ლი და ან­დერ­ძი აღუს­რუ­ლეს. ეს ამ­ბა­ვი ჯონ ტა­რა­სიმ, ბა­ლან­ჩი­ნის ბა­ლე­ტის უდი­დეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ტო­კი­ოს სა­ბა­ლე­ტო და­სის დი­რექ­ტორ­მა, მა­მას უამ­ბო...

მამა ნო­ვა­ტო­რი იყო, სი­ახ­ლე­ე­ბი უყ­ვარ­და, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, - პირ­ვე­ლი ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი იყო, რომ მი­თხრა, კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი კი გაქვთ, მაგ­რამ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც შე­მო­ი­ტა­ნე­თო. გა­მი­ხარ­და ამის მოს­მე­ნა. მამა დიდ ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­თან და ნინო რა­მიშ­ვილ­თან მე­გობ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან. ერ­თმა­ნეთს ხში­რად სტუმ­რობ­დნენ.

- მკაც­რი მამა იყო?

- ალ­ბათ ჩემი და ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დე­ბა იმა­ზე, რა­საც ახლა ვი­ტყვი. მას ძა­ლი­ან უნ­დო­და ბა­ლე­რი­ნა გა­მო­სუ­ლი­ყო. ცეკ­ვავ­და, მე ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. ერთხე­ლაც მა­მას უთხრა, - მინ­და, ბა­ლე­რი­ნა გა­მო­ვი­დეო. შენ­გან ბა­ლე­რი­ნა არ გა­მო­ვაო - ამა­ზე ჩემ­მა დამ ბევ­რი იტი­რა, მაგ­რამ ახლა უბედ­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნია. ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია ბრი­ტა­ნეთ­ში, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გიც... არა­და, მამა "დიდ თე­ატ­რში“ მიმ­ღე­ბი კო­მი­სი­ის წევ­რი იყო, სა­ხე­ლი ჰქონ­და, პა­ტივს სცემ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემს დას ვინ არ მი­ი­ღებ­და? ბა­ლე­რი­ნო­ბას ისიც შეძ­ლებ­და, მაგ­რამ მა­მამ უთხრა, - მეშ­ვი­დე გედი იქ­ნე­ბი, თავი და­ა­ნე­ბე და ამა­ზე დრო არ და­კარ­გოო...

...იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე - მე და ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ია­გო­სა და ოტე­ლო­ზე რომ ვმუ­შა­ობ­დით, შავი პური და შაქ­რი­ა­ნი წყა­ლი გვქონ­და, საჭ­მე­ლი არ იყოო. სპექ­ტაკ­ლი სამი სა­ა­თი მი­დი­ო­და. თითო წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ სამ კილო-ნა­ხე­ვარს ვიკ­ლებ­დიო... მაგ­რამ შეძ­ლო წამ­ყვა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. არ უნ­დო­და, შვი­ლი თა­ვის­ზე და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე ენა­ხა... ასეთ სა­კი­თხებ­ში მკაც­რი იყო, უკე­თი­ლე­სი და ჩვენ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი მამა გახ­ლდათ... ბო­ლოს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი კალ­თა­ში რომ ეს­ხდნენ და ყვე­ლა­ნი ერ­თად დის­ნე­ის მულ­ტფილ­მს "ბემ­ბის“ უყუ­რებ­დნენ, ზუ­რა­ბი ბოლო კადრზე ტი­რო­და და ბავ­შვე­ბი აწყნა­რებ­დნენ - ბაბუ, ეს ხომ მულ­ტფილ­მი­აო.

- დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას შე­უ­ტყვია...

...ზუ­რა­ბის დედა თა­მა­რა ჩი­ქო­ვა­ნი თა­ვა­დის ქალი იყო, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი საკ­მა­ოდ ადრე ჭლე­ქით გარ­და­იც­ვა­ლა. ზუ­რა­ბი იმ პე­რი­ოდ­ში სტოკ­ჰოლმში ჟი­ზელს ცეკ­ვავ­და, ალ­ბერ­ტის პარ­ტია ჰქონ­და. მე­ო­რე აქ­ტის დროს, სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ო­და, ცნო­ბი­ლი ეპი­ზო­დი უნდა ეცეკ­ვა, ხელ­ში ყვა­ვი­ლე­ბი ეჭი­რა, ჟი­ზე­ლის საფ­ლავ­ზე უნდა და­ე­წყო და ზუს­ტად მა­შინ, მე­ო­რე აქ­ტის წინ მი­უ­ტა­ნეს დე­პე­შა... ყვე­ლამ მი­უ­სამ­ძიმ­რა. გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ სცე­ნა­ზე მა­ინც გა­ვი­და. ჟი­ზე­ლის საფ­ლავ­ზე ტი­რო­და, რე­ა­ლუ­რად კი დე­დას დას­ტი­რო­და. და­ინ­გრა დარ­ბა­ზი ტა­შით... მა­ინც ბო­ლომ­დე ითა­მა­შა, სპექ­ტაკ­ლი არ ჩა­აგ­დო...

- პი­რა­დად თქვენ რას გირ­ჩევ­დათ?

- სა­ერ­თოდ მე­უბ­ნე­ბო­და, სჯობს, იგ­რძნო, ვიდ­რე რა­ღაც დოგმებს აჰ­ყვეო... თა­ვი­დან სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე გერ­მა­ნი­ა­ში - სა­რე­ჟი­სო­რო­ზე. აკა­დე­მი­ა­ში კარ­გი მა­ესტრო­ე­ბი მყავ­და - გივი ცე­რა­ძე, კოკა იგ­ნა­ტო­ვი, პიკო ნი­ჟა­რა­ძე, თაზო ხუ­ციშ­ვი­ლი... სულ მა­მას მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მა­მაც ჩარ­თუ­ლი იყო ჩემი სწავ­ლის პრო­ცეს­ში. რე­ჟი­სუ­რა რომ და­ვი­წყე, ვუ­თხა­რი - ამა­ნაც გა­მი­ტა­ცა-მეთ­ქი, - მი­თხრა, - ეს ყვე­ლა­ფე­რი შენი ნა­ხა­ტის, კომ­პო­ზი­ცი­ის გა­ცო­ცხლე­ბა­აო... ჩემ­თვის მას­ტერკლა­სე­ბი იყო ჭა­ბუ­კი­ა­ნი­სა და მა­მას, სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძი­სა და მა­მა­ჩე­მის სა­უბ­რე­ბი. ზუ­რა­ბის მე­გო­ბა­რე­ბი იყ­ვნენ: მაია პლი­სეც­კა­ია, გოგი გე­გეჭ­კო­რი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე და კი­დევ ბევ­რი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მას­თან მუდ­მი­ვად კონ­ტაქ­ტობ­დნენ...

83 წლის იყო, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლოს ავად­მყო­ფობ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მედგრად იყო, არ ეპუ­ე­ბო­და. 90-იან წლებ­ში ჩა­დი­ო­და ოპე­რის თე­ატ­რში და ჯდე­ბო­და იქ, სა­დაც არც შუქი იყო და აღარც სპექ­ტაკ­ლე­ბი იდ­გმე­ბო­და... ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკვე 20 წელ­ზე მეტი გა­ვი­და... 2024 წელს კი 100 წელი შე­უს­რულ­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარ ფალავანდიშვილი
2

ძალიან კარგი პარტნიორები იყვნენ ზურაბ კიკალეიშვილი და ვახტანგ ჭაბუკიანი. განსაკუთრებით კარგად მახსოვს ,,ოტელო", სადაც ბატონი ზურაბი იაგოს როლს ბრწყინვალედ ასრულებდა. 

მაკა
3

განუმეორებელი დუეტი იყო ჭაბუკიანი და კიკალეიშვილი.. მადლობთ თქვენ საიტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ცნობილი მოცეკვავე, რომელმაც "ვერის უბნის მელოდიებში" დაუვიწყარი ეპიზოდური როლი შექმნა - ვინ არის "ცნობის ფურცლის" დამტარებელი და რას ჰყვება შვილი მამის კარიერაზე?

ცნობილი მოცეკვავე, რომელმაც "ვერის უბნის მელოდიებში" დაუვიწყარი ეპიზოდური როლი შექმნა - ვინ არის "ცნობის ფურცლის" დამტარებელი და რას ჰყვება შვილი მამის კარიერაზე?

"ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი, ცხელი ამბების დასტა. ვიღაცას შეშა მოუპარია, ვერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს ბასტა,“ - ეს სასიმღერო ტექსტი, რომელსაც გაზეთების გამყიდველი ასრულებს, ცნობილი მიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები“, ალბათ ყველას კარგად ახსოვს. ამ როლს ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი და არაერთი ტიტულის მქონე მსახიობი ზურაბ კიკალეიშვილი თამაშობს.

ambebi.ge-სთან ცნობილ მსახიობს და მოცეკვავეს მისი შვილი, რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იხსენებს.

- მქონდა ბედნიერება, ბევრი ცნობილი სპექტაკლის შექმნას დავსწრებოდი, არა მარტო საქართველოში, ტოკიოში, შვედეთში, სადაც მამა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. სტოკჰოლმში, სამეფო თეატრში მიიწვიეს და მთელი ოჯახი იქ ვიყავით... საბჭოთა კავშირში ფრენები თურქეთის მიმართულებით არ იყო, ეს გზა დაკეტილი გვქონდა. მიუხედავად ამისა, იზმირის და ანკარას ოპერის თეატრებმა მამა "რაიმონდას“ დასადგმელად მიიწვიეს... მამა ბათუმელი იყო და ერთხელაც, იქაურ ლაზ მოცეკვავეებთან ფრაზა "ჩქიმი ცოდვა“ წამოსცდა და მას მერე, მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა... ის ლაზები მეც კარგად მახსოვს, მამას 1985 წელს აქ ჩამოჰყვნენ. უწმინდესმაც მიიღო, ჩაიხუტა, დალოცა და ხატები გაატანა.

...მოკლედ, ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ვუყურებდი ვახტანგ ჭაბუკიანი და მამა როგორ დგამდნენ სპექტაკლებს, ასევე სოლიკო ვირსალაძე და მამა როგორ ქმნიდნენ საინტერესო კოსტიუმებს... როდესაც მუშაობდნენ, მათ მოსმენას და ყურებას არაფერი სჯობდა. მთლიანად ხელოვნებაში იყვნენ ჩაფლულები, იმ დროს არაფერი აინტერესებდათ. საერთოდაც ასე იყო, თავიანთი პროფესიით და ხელოვნებით ცხოვრობდნენ...

- ისე მოხდა, რომ ზურაბ კიკალეიშვილი კინოშიც გადაიღეს...

- კი, მამა კინოშიც აღმოჩნდა და მისი პირველი ფილმი გიორგი შენგელაიას მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები“ იყო. გარდა იმისა, რომ ეს როლი ჰქონდა, ფილმის ქორეოგრაფიც გახლდათ, მას იური ზარეცკიც ეხმარებოდა... გიორგი შენგელაია მომიყვა, როგორ აუხსნა მან მამას, ვინ იყო მისი პერსონაჟი და რა უნდა გაეკეთებინა ფილმში... ის ებრაელი ფოსტალიონის, იაშას პროტოტიპი გახლდათ, რომელიც "პურის მოედანზე“ ცხოვრობდა. ბატონი გიორგი მიყვებოდა - ზურაბმა მისმინა, მისმინა და მერე ერთი წუთითო, არავის არაფერი ჰკითხა, არც მე, არც მეგარდერობეს, შევიდა საგარდერობოში და იქიდან უკვე ფილმის პერსონაჟი გამოვიდა, უკვე ის იაშა იყო, რომელიც უნდა გადამეღოო...

მამას პერსონაჟი შემდეგ რამაზ ჩხიკვაძემ გაახმოვანა... ეს ფილმი ერთ-ერთი შედევრია ქართულ კინემატოგრაფიაში.

მოგეხსენებათ, მაგ ფილმში კახი კავსაძეც თამაშობს. მქონდა ბედნიერება, ბატონი კახი გადამეღო ფილმში "რობიზონი და 9 პარასკევა“. მაშინ აქტიურად ვურთიერთობდით და მამაზეც ვსაუბრობდით. "ვერის უბნის მელოდიებში,“ როგორც იცით, ბატონი კახი ცეკვის მასწავლებელია. ჰოდა, მეუბნებოდა - მამაშენს ვთხოვდი, ბალერონივით სიარული ესწავლებინა და ბრაზდებოდა, - ბალერონი სლენგია, ბალეტში მამაკაცი, უბრალოდ, მოცეკვავედ იწოდება და ქალი - ბალერინადო. ბატონ კახის მამასთან ერთად ასევე ნათამაშევი ჰქონდა ფილმში "მიიღეთ სინიორებო გამოწვევა“.

მერე კახიმ, მამამ და მამუკამ (ცნობილი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი - რედ.) ერთად რეზო ჩხეიძის "დონ კიხოტში“ ითამაშეს. მამუკა სანჩო პანსა და მამა კი ლუციფერი იყო. მან ასევე ითამაშა ფილმში "აურზაური სალხინეთში“. ეგ სურათი საწყალი გეგა კობახიძის გამო გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო... მას თელავში იღებდნენ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ რაღაცები მახსოვს... მამას ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. საოცარი არტისტები მონაწილეობდნენ: სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, გოგი გეგეჭკორი და გადასაღებ მოედანზე დიდი ამბები ხდებოდა... სოფიკოს და ზურაბს მთავარი როლები ჰქონდათ, მამა სოფიკოს ცეკვას ასწავლიდა. კოტე მახარაძე ეუბნებოდა თურმე, - ცოლს ნუ გამიბალერინებო... მამა და კოტე მახარაძე თავიდან ერთად ცეკვავდნენ, მერე ბატონი კოტე სხვა მიმართულებით წავიდა.

...რეზო ჩხეიძე "დონ კიხოტს“ რომ იღებდა, მამუკა კიკალეიშვილი, სანჩო პანსას როლის შემსრულებელი მსახიობი, ჩემი ცხონებული ბიძაშვილი, მამაჩემის ღვიძლი ძმისშვილი კადრს მიღმა ამბებს გვიყვებოდა ხოლმე. ერთხელ თურმე მსახიობები სხედან და თავიანთ ტექსტებს კითხულობენ, რომელიც საკუთარი ხელით აქვთ გადაწერილი, რადგანაც მაშინ ქსეროქსი არ იყო. ბატონმა რეზომ მამას პატივი სცა თურმე და ლუციფერის ტექსტები საკუთარი ხელით გადმოუწერა. მოკლედ, რეპეტიციაზე რომ დასხდნენ, ზურაბს რაღაც არ მოეწონა და წამოიძახა, - ვინ იდიოტმა დაწერა, კაცო, ეს? ვაიმე, ჩუ, ბიძაჩემო, მე ვიცი, ვინც დაწერა და ამას ნუ ამბობო - ეუბნებოდა მამუკა მამაჩემს. ზურაბი არ ჩერდებოდა, - შეიძლება, რეზო, ასეთი იდიოტები გყავდესო? - მე დავწერე, ზურა, მე დავწერეო - უთქვამს ბოლოს ბატონ რეზოს, მამას იხტიბარი არ გაუტეხია, უთქვამს, - განა არ ვიცოდიო... ბევრი უცინიათ...

- როგორც ვიცი, "ტოკიო-ბალეტიშიც" მოუწია მუშაობა...

- 1967-1968 წლებში, როდესაც ტოკიოში მაია პლისეცკაია და ვახტანგ ჭაბუკიანი მოღვაწეობდნენ, მამაც იქ იყო. 2 წელი და "ტოკიო-ბალეტი“ ფეხზე დააყენა. მისი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარეს. იქაურობას სხვა სული შთაბერა. ასევე სული შთაბერა სტოკჰოლმის თეატრს, ეს იყო 1979-1980-იანი წლებში. დგამდა სპექტაკლებს და მასტერკლასებს ატარებდა...

კარგად მახსოვს, ჯორჯ ბალანჩინის ჩვენთან სტუმრობაც. ის ამერიკული საბალეტო სკოლის დამაარსებელია. აქ რომ ჩამოვიდა, როგორც გიორგი ბალანჩივაძემ, ასე წარადგინა თავი, არადა, ასე არავის ეცნობოდა. წარმოშობით ქუთაისიდან იყო... მამის წინაპრებში კიკალეიშვილებიდან ერთ-ერთი ეპისკოპოსი იყო. მისი წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი კედელზე გვეკიდა... ჩვენთან მოსულ ჯორჯ ბალანჩინის მამამ ის ხატი აჩუქა, - მინდა, საქართველოს პატარა ნაწილი, ჩვენი სიყვარული თან წაიღოო. იგი ხატს მაშინვე ემთხვია. მერე მეც მაკოცა და წავიდა. ჯორჯ ბალანჩინი რომ გარდაიცვალა, მისი ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის საქართველოდან ჩატანილი ხატი, როგორც საქართველოს პატარა ნაწილი თან ჩააყოლეს, სურვილი და ანდერძი აღუსრულეს. ეს ამბავი ჯონ ტარასიმ, ბალანჩინის ბალეტის უდიდესმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით კი ტოკიოს საბალეტო დასის დირექტორმა, მამას უამბო...

მამა ნოვატორი იყო, სიახლეები უყვარდა, ნინო სუხიშვილი მეუბნებოდა, - პირველი ბატონი ზურაბი იყო, რომ მითხრა, კლასიკური ქართული ცეკვები კი გაქვთ, მაგრამ ექსპერიმენტებიც შემოიტანეთო. გამიხარდა ამის მოსმენა. მამა დიდ ილიკო სუხიშვილთან და ნინო რამიშვილთან მეგობრობდა. განსაკუთრებით ქალბატონ ნინოსთან. ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ.

- მკაცრი მამა იყო?

- ალბათ ჩემი და ძალიან გაბრაზდება იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი. მას ძალიან უნდოდა ბალერინა გამოსულიყო. ცეკვავდა, მე ფეხბურთს ვთამაშობდი. ერთხელაც მამას უთხრა, - მინდა, ბალერინა გამოვიდეო. შენგან ბალერინა არ გამოვაო - ამაზე ჩემმა დამ ბევრი იტირა, მაგრამ ახლა უბედნიერესი ქალბატონია. ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელია ბრიტანეთში, ასევე ფსიქოლოგიც... არადა, მამა "დიდ თეატრში“ მიმღები კომისიის წევრი იყო, სახელი ჰქონდა, პატივს სცემდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემს დას ვინ არ მიიღებდა? ბალერინობას ისიც შეძლებდა, მაგრამ მამამ უთხრა, - მეშვიდე გედი იქნები, თავი დაანებე და ამაზე დრო არ დაკარგოო...

...იხსენებდა ხოლმე - მე და ვახტანგ ჭაბუკიანი იაგოსა და ოტელოზე რომ ვმუშაობდით, შავი პური და შაქრიანი წყალი გვქონდა, საჭმელი არ იყოო. სპექტაკლი სამი საათი მიდიოდა. თითო წარმოდგენის შემდეგ სამ კილო-ნახევარს ვიკლებდიო... მაგრამ შეძლო წამყვანი მოცეკვავე გამხდარიყო. არ უნდოდა, შვილი თავისზე დაბალ საფეხურზე ენახა... ასეთ საკითხებში მკაცრი იყო, უკეთილესი და ჩვენზე გადაყოლილი მამა გახლდათ... ბოლოს შვილიშვილები კალთაში რომ ესხდნენ და ყველანი ერთად დისნეის მულტფილმს "ბემბის“ უყურებდნენ, ზურაბი ბოლო კადრზე ტიროდა და ბავშვები აწყნარებდნენ - ბაბუ, ეს ხომ მულტფილმიაო.

- დედის გარდაცვალება სპექტაკლის მსვლელობისას შეუტყვია...

...ზურაბის დედა თამარა ჩიქოვანი თავადის ქალი იყო, ულამაზესი ქალბატონი საკმაოდ ადრე ჭლექით გარდაიცვალა. ზურაბი იმ პერიოდში სტოკჰოლმში ჟიზელს ცეკვავდა, ალბერტის პარტია ჰქონდა. მეორე აქტის დროს, სცენაზე გამოდიოდა, ცნობილი ეპიზოდი უნდა ეცეკვა, ხელში ყვავილები ეჭირა, ჟიზელის საფლავზე უნდა დაეწყო და ზუსტად მაშინ, მეორე აქტის წინ მიუტანეს დეპეშა... ყველამ მიუსამძიმრა. განადგურდა, მაგრამ სცენაზე მაინც გავიდა. ჟიზელის საფლავზე ტიროდა, რეალურად კი დედას დასტიროდა. დაინგრა დარბაზი ტაშით... მაინც ბოლომდე ითამაშა, სპექტაკლი არ ჩააგდო...

- პირადად თქვენ რას გირჩევდათ?

- საერთოდ მეუბნებოდა, სჯობს, იგრძნო, ვიდრე რაღაც დოგმებს აჰყვეო... თავიდან სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, მერე გერმანიაში - სარეჟისოროზე. აკადემიაში კარგი მაესტროები მყავდა - გივი ცერაძე, კოკა იგნატოვი, პიკო ნიჟარაძე, თაზო ხუციშვილი... სულ მამას მეგობრები იყვნენ. მამაც ჩართული იყო ჩემი სწავლის პროცესში. რეჟისურა რომ დავიწყე, ვუთხარი - ამანაც გამიტაცა-მეთქი, - მითხრა, - ეს ყველაფერი შენი ნახატის, კომპოზიციის გაცოცხლებააო... ჩემთვის მასტერკლასები იყო ჭაბუკიანისა და მამას, სოლიკო ვირსალაძისა და მამაჩემის საუბრები. ზურაბის მეგობარები იყვნენ: მაია პლისეცკაია, გოგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე და კიდევ ბევრი, ეს ადამიანები მასთან მუდმივად კონტაქტობდნენ...

83 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. ბოლოს ავადმყოფობდა, მაგრამ ბოლომდე მედგრად იყო, არ ეპუებოდა. 90-იან წლებში ჩადიოდა ოპერის თეატრში და ჯდებოდა იქ, სადაც არც შუქი იყო და აღარც სპექტაკლები იდგმებოდა... ამას ძალიან განიცდიდა. მამის გარდაცვალებიდან უკვე 20 წელზე მეტი გავიდა... 2024 წელს კი 100 წელი შეუსრულდება.