კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - "მას ბევრი სიმპტომი ახასიათებს... შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მოხდეს მთელ ორგანიზმში"
რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - "მას ბევრი სიმპტომი ახასიათებს... შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მოხდეს მთელ ორგანიზმში"

ადა­მი­ა­ნებს ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ და სახ­ლში ძაღ­ლი, კატა ხში­რად მიჰ­ყავთ. მათ­თან თა­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს უყ­ვართ, თუმ­ცა თუ ცხო­ვე­ლი შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში არ იქ­ნე­ბა და ვერც ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას შევ­ძლებთ, შე­საძ­ლოა მათ­გან საკ­მა­ოდ მძი­მე და სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად, რა და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლი­სა­გან და რამ­დე­ნად დიდი საფრ­თხეა და­კაწ­ვრა, ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა - აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე ექი­მი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. ეს რის­კე­ბი ბავ­შვთა ასაკ­შიც მა­ღა­ლია და თუ ყო­ველ­წლი­ურ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა­გან მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა. რო­გორც წესი, ძი­რი­თა­დად, სა­კი­თხი ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს ეხე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ რო­გორც ვირუ­სუ­ლი, ასე­ვე, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტით და ასე შემ­დეგ. მათი გა­და­დე­ბის გზა სხვა­დას­ხვაა და და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვლინ­დე­ბა. არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ მძი­მე და სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­დაგ­ვე­დოს და არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც. ამი­ტომ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სწორ მოვ­ლას, ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­სა და გეგ­მი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- რა პრობ­ლე­მებ­სა და გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა­გან სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბა?

- საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფექ­ცი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცოფი. ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, 100%-იანი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ძი­რი­თა­დად, ცო­ფის გა­და­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლის მხრი­დან და­ზი­ა­ნე­ბის, კა­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის, გა­კაწ­ვრის, დაკ­ბე­ნის შე­დე­გად მოხ­დეს. თუმ­ცა, თე­ო­რი­უ­ლად არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბაც, რომ თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ნერ­წყვი ადა­მი­ა­ნის ლორ­წო­ვან­ზე მოხ­ვდე­ბა, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ამ საკ­მა­ოდ სა­ში­ში ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. ამი­ტომ, ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც, სამ­წუ­ხა­როდ, ცხო­ვე­ლებ­ში ჯერ კი­დევ გვხვდე­ბა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოც ასე­თი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და თუ ში­ნა­ურ­მა ცხო­ველ­მა და­ა­ზი­ა­ნა, დაკბი­ნა ან და­კაწ­რა ადა­მი­ა­ნი, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს, ექიმ რა­ბი­ო­ლოგს და შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცია მი­ვი­ღოთ.

ასე­ვე, გა­მოვ­ყოფ­დი საკ­მა­ოდ ხშირ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად კა­ტებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას კა­ტის ნა­კაწ­რის და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ. თა­ვად სა­ხე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ძი­რი­თა­დად გა­და­დე­ბა კა­ტის მხრი­დან გა­კაწ­ვრი­სა და კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქად, ასე­ვე საკ­მა­ოდ მძი­მე­დაც. მას საკ­მა­ოდ ბევ­რი სიმპტო­მი ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ოფ­ლი­ა­ნო­ბი­თა და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბით, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი მი­და­მოს, მა­გა­ლი­თად, იღ­ლი­ის, სა­ზარ­დუ­ლი­სა თუ კის­რის მი­და­მოს, ასე­ვე შე­საძ­ლოა, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა მთელ ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დეს.

ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტით შე­საძ­ლოა, და­ვინ­ფი­ცირ­დეთ ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზით, რო­მე­ლიც ასე­ვე საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ა­ვა­დე­ბაა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ბეწვს ვე­ხე­ბით, ხე­ლის არ­და­ბა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტის კვერ­ცხე­ბის გა­და­ტა­ნა და შემ­დეგ პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რია ტრან­სმი­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. არის სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ტკი­პებს გა­და­აქვთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ტკი­პამ ადა­მი­ანს უკბი­ნოს და სხვა­დას­ხვა ტკი­პის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნაწ­ლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ში­ნა­ურ ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად, თუ ხე­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ და­ვი­ბანთ და ცხო­ვე­ლიც არა­ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი გვქონ­დეს. მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლოა, მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ფორ­მის იყოს და, რა თქმა უნდა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­რა­ზი­ტუ­ლი, ვირუ­სუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი გახ­დეს...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იგი
4

კატა თუ აცრილია არ არის საშიში, მასე შეიძლება თითი გაიკაწრო და ინფექცია შეგეჭრას, ნუ აზვიადებთ და აშინებთ ხალხს, შინაური ცხოველის მიმართ ნუ ზაფრავთ ხალხს, ისედაც კატების მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევა ქართველი ხალხი, რაც ძალიან ცუდია , ზოგმა არც იცის კატები რამდენად დადებითად მოქმედებენ ადამიანებზე, რამდენიმე ქვეყანაში ციხეშეი კატის ყოლა დაშვებულია, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე და განწყობაზე დადებითად მოქმედებს. 

კატა
1

კატის ცუილზე რას იტყვით? ეგეც ძალიან საშიში იქნება ექიმო :))

ავტორი:

რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - "მას ბევრი სიმპტომი ახასიათებს... შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მოხდეს მთელ ორგანიზმში"

რა არის კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს - "მას ბევრი სიმპტომი ახასიათებს... შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მოხდეს მთელ ორგანიზმში"

ადამიანებს ოთხფეხა მეგობრები ძალიან უყვართ და სახლში ძაღლი, კატა ხშირად მიჰყავთ. მათთან თამაში განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, თუმცა თუ ცხოველი შესაბამის პირობებში არ იქნება და ვერც ჰიგიენური ნორმების დაცვას შევძლებთ, შესაძლოა მათგან საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ინფექციებით დავინფიცირდეთ. კონკრეტულად, რა დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს ცხოველისაგან და რამდენად დიდი საფრთხეა დაკაწვრა, ბეწვის გადაყლაპვა - აქტუალურ თემაზე ექიმი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

- შინაური ცხოველებისგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ადამიანები სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირდნენ. ეს რისკები ბავშვთა ასაკშიც მაღალია და თუ ყოველწლიურ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში შინაური ცხოველებისაგან მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება. როგორც წესი, ძირითადად, საკითხი ძაღლებსა და კატებს ეხება. შესაძლებელია, ადამიანები დაინფიცირდნენ როგორც ვირუსული, ასევე, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით, სხვადასხვა პარაზიტით და ასე შემდეგ. მათი გადადების გზა სხვადასხვაა და დაავადებებიც განსხვავებულად ვლინდება. არსებობს საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ინფექციები, რომლებიც შეიძლება, შინაური ცხოველებისგან გადაგვედოს და არსებობს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაც. ამიტომ, შინაური ცხოველების სწორ მოვლას, ჰიგიენური პირობების დაცვასა და გეგმიურ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა პრობლემებსა და გართულებებს იწვევს შინაური ცხოველებისაგან სხვადასხვა დაავადებით ინფიცირება?

- საკმაოდ ბევრი ინფექციაა, რაც შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ცოფი. ეს ყველაზე საშიში ინფექციაა, რომელიც, პრაქტიკულად, 100%-იანი ლეტალობით გამოირჩევა და ძირითადად, ცოფის გადადება შეიძლება ცხოველის მხრიდან დაზიანების, კანის მთლიანობის დარღვევის, გაკაწვრის, დაკბენის შედეგად მოხდეს. თუმცა, თეორიულად არსებობს იმის საშიშროებაც, რომ თუ ინფიცირებული ცხოველის ნერწყვი ადამიანის ლორწოვანზე მოხვდება, მაინც შეიძლება ამ საკმაოდ საშიში ვირუსით დავინფიცირდეთ. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც, სამწუხაროდ, ცხოველებში ჯერ კიდევ გვხვდება ცოფის შემთხვევები და საქართველოც ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და თუ შინაურმა ცხოველმა დააზიანა, დაკბინა ან დაკაწრა ადამიანი, დროულად მივმართოთ სპეციალისტს, ექიმ რაბიოლოგს და შესაბამისი კონსულტაცია მივიღოთ.

ასევე, გამოვყოფდი საკმაოდ ხშირ დაავადებას, რომელიც ძირითადად კატებთანაა დაკავშირებული და მას კატის ნაკაწრის დაავადებას უწოდებენ. თავად სახელიც გვეუბნება, რომ ძირითადად გადადება კატის მხრიდან გაკაწვრისა და კანის დაზიანების შედეგად ხდება. დაავადების მიმდინარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქად, ასევე საკმაოდ მძიმედაც. მას საკმაოდ ბევრი სიმპტომი ახასიათებს, თუმცა ძირითადად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ოფლიანობითა და ლიმფური კვანძების გადიდებით, როგორც კონკრეტული მიდამოს, მაგალითად, იღლიის, საზარდულისა თუ კისრის მიდამოს, ასევე შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდება მთელ ორგანიზმში მოხდეს.

შინაურ ცხოველებთან კონტაქტით შესაძლოა, დავინფიცირდეთ ტოქსოპლაზმოზით, რომელიც ასევე საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა და მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს. ასევე, სხვადასხვა პარაზიტული დაავადებით, განსაკუთრებით, თუ შინაური ცხოველის ბეწვს ვეხებით, ხელის არდაბანის შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა პარაზიტის კვერცხების გადატანა და შემდეგ პარაზიტული დაავადებების განვითარება. საკმაოდ ხშირია ტრანსმისიული დაავადებები. არის სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადება, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ. შესაძლებელია, შინაური ცხოველის ტკიპამ ადამიანს უკბინოს და სხვადასხვა ტკიპისმიერი დაავადების განვითარება მოხდეს. აღსანიშნავია ნაწლავური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, შინაურ ცხოველთან კონტაქტის შედეგად, თუ ხელებს სათანადოდ არ დავიბანთ და ცხოველიც არაჰიგიენურ პირობებში იქნება, ნაწლავური ინფექციებით დაინფიცირების რისკი გვქონდეს. მიმდინარეობა ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის იყოს და, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, შესაძლოა, შინაური ცხოველი საკმაოდ ბევრი პარაზიტული, ვირუსული, ბაქტერიული დაავადების გადამტანი გახდეს...წაიკითეთ სრულად