საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები
"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები

გერ­მა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი, ედ­ვარდ ბერ­გე­რი ახალ ფილ­მს იღებს, სა­ხელ­წო­დე­ბით "Conclave", რო­მელ­შიც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი ითა­მა­შებს, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ნი­ნი­ძე. ფილ­მი რო­ბერტ ჰა­რი­სის ბესტსე­ლერ ნო­ვე­ლა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში ნი­ნი­ძეს­თან ერ­თად, მთა­ვარ რო­ლებ­ში გვევ­ლი­ნე­ბი­ან: რალფ ფა­ინ­სი, ჯონ ლიზ­გოუ, სტენ­ლი ტუჩი, იზა­ბე­ლა რო­სე­ლი­ნი და სერ­ჯო კას­ტე­ლი­ტო. ის, თუ რო­დის იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი "კონკლავს" ეკ­რა­ნებ­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რის ცნო­ბით, ფილ­მის გა­და­ღე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

ფილ­მი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. რო­მის პა­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კარ­დი­ნალ ლო­უ­რენსს (რალფ ფა­ინ­სი) ვა­ტი­კა­ნის ახა­ლი პა­პის პოვ­ნის ფა­რუ­ლი პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა და­ე­ვა­ლა. ლო­უ­რენ­სი მა­ლე­ვე მიხ­ვდე­ბა, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა: კარ­დი­ნა­ლე­ბი ფრაქ­ცი­ებს აყა­ლი­ბე­ბენ და ერ­თმა­ნეთს მე­ტო­ქე­ო­ბას უწე­ვენ, რათა სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ. ვა­ტი­კან­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლო­უ­რენ­სი ხვდე­ბა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი პაპი მათ­გან გარ­კვე­ულ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავ­და და სურს, რომ ახა­ლი პა­პის არ­ჩე­ვამ­დე ახა­დოს სი­მარ­თლეს ფარ­და.

მე­რაბ ნი­ნი­ძე სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას კვლავ სა­ზღვარ­გა­რეთ აგ­რძე­ლებს. მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პრო­ექ­ტი, "Doktor Ballouz" ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­საც შე­უყ­ვარ­და. 2021-2022 წლებ­ში სე­რი­ა­ლის ორი სე­ზო­ნია გა­და­ღე­ბუ­ლი. ის გვიყ­ვე­ბა ექიმ­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს.

წყა­რო: variety

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

მშვიდად, შეუპოვრად გახდა არაჩვეულებრივი მსახიობი და პიროვნებაც, ბრავო!

აი
0

35 წლის წინ ზუსტად ვიცოდი რომ დიდი მსახიობის ახალგაზრდობას ვუცქერდი დარბაზიდან. მაგრამ ამას მაშინ ვინ წარმოიდგენდა ))) ძალიან მიხარია 

"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები

"ვარსკვლავცვენა" ფილმში, რომელშიც მერაბ ნინიძეს იღებენ - რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, იზაბელა როსელინი და სხვები

გერმანელი რეჟისორი, ედვარდ ბერგერი ახალ ფილმს იღებს, სახელწოდებით "Conclave", რომელშიც უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ითამაშებს, მათ შორის, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. ფილმი რობერტ ჰარისის ბესტსელერ ნოველაზეა დაფუძნებული. ეკრანიზაციაში ნინიძესთან ერთად, მთავარ როლებში გვევლინებიან: რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი, იზაბელა როსელინი და სერჯო კასტელიტო. ის, თუ როდის იხილავს მაყურებელი "კონკლავს" ეკრანებზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რეჟისორის ცნობით, ფილმის გადაღება უკვე დაწყებულია.

ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენის შესახებ მოგვითხრობს. რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ, კარდინალ ლოურენსს (რალფ ფაინსი) ვატიკანის ახალი პაპის პოვნის ფარული პროცესის წარმართვა დაევალა. ლოურენსი მალევე მიხვდება, რომ შეთქმულების ცენტრში აღმოჩნდა: კარდინალები ფრაქციებს აყალიბებენ და ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ, რათა საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილონ. ვატიკანში პოლიტიკური მაქინაციების გამძაფრების პარალელურად, ლოურენსი ხვდება, რომ გარდაცვლილი პაპი მათგან გარკვეულ საიდუმლოს ინახავდა და სურს, რომ ახალი პაპის არჩევამდე ახადოს სიმართლეს ფარდა.

მერაბ ნინიძე სამსახიობო კარიერას კვლავ საზღვარგარეთ აგრძელებს. მისი ბოლოდროინდელი პროექტი, "Doktor Ballouz" ქართველ მაყურებელსაც შეუყვარდა. 2021-2022 წლებში სერიალის ორი სეზონია გადაღებული. ის გვიყვება ექიმზე, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობს.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა