საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
სცადეთ, ცხელი ხინკალი მიუტანეთ, ნამეტანი უყვარს, თავს ვერ შეიკავებს.
გეხვეწებით დაამთავრეთ ამ კაცის წამება გადაუვადეთ სასჯელი, დაიღალა ხალხი , ღმერთო უშველე ყველა გაჭირებულსარ დაბლოკოთ