სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ
5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

თევ­ზი ჯან­სა­ღი კვე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია. იგი სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ სრულ პორ­ცია თევზს უნდა შე­ი­ცავ­დეს. აქე­დან ერთი პორ­ცია ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, თევ­ზი მი­ირ­თვათ დღის მთა­ვარ კვე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნოყი­ე­რი უნდა იყოს.

ცალ­სა­ხაა, რომ თევ­ზი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, თუმ­ცა მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი და­იც­ვათ. ზო­გა­დად, რამ­დე­ნი­მე ტი­პის საკ­ვე­ბის არე­ვა და ერ­თად მირ­თმე­ვა სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხია. სა­სურ­ვე­ლია, ყო­ველ­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რას­თან რისი მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თევ­ზის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს არა მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლი, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი არის.

თევ­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“ წარ­მო­გიდ­გენთ 5 პრო­დუქტს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თევ­ზი სა­სურ­ვე­ლია არ მი­ირ­თვათ.

რძე

რძე ის პრო­დუქ­ტია, რომ­ლის მი­ღე­ბაც თევზთან ერ­თად კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია. მათი ერ­თდრო­უ­ლად მი­ღე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. რძეც და თევ­ზიც პრო­ტე­ი­ნე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბია. თუმ­ცა მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ცე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს არ­თუ­ლებს, აფერ­ხებს და პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ზე, არა­მედ იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზეც.

სოკო

თევ­ზის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა სო­კოს­თან ერ­თად. თევ­ზი­სა და სო­კოს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად მი­ღე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობთ სიმ­ძი­მეს მუც­ლის არე­ში, რიგ შემ­თხვე­ვა­ში - მო­თენ­თი­ლო­ბა­საც. კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია მათ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს. სო­კოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ცხი­მი­ან თევზთან, მა­გა­ლი­თად, სკუმბრი­ა­სა და ორა­გულ­თან ერ­თად.

პარ­კოს­ნე­ბი

თევ­ზის პარ­კოს­ნებ­თან კომ­ბი­ნა­ცია არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მიერ. მათი ერ­თად მი­ღე­ბა იწ­ვევს სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას. გარ­და ამი­სა, პარ­კოს­ნე­ბი ხელს უშ­ლი­ან ცი­ლის შე­წო­ვას, თევ­ზი კი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლებს შე­ი­ცავს.

ტკბი­ლი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი

ნე­ბის­მი­ერ ტკბი­ლი საკ­ვე­ბი ცი­ლო­ვან საკ­ვებ­თან ერ­თად კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­სას დუ­ღი­ლის პრო­ცესს იწ­ვევს. ხოლო რო­დე­საც პრო­დუქ­ტი ტკბილ­თან ერ­თად გა­ზი­ა­ნი­ცაა, ეს პრო­ცე­სი უფრო ძლი­ერ­დე­ბა. შე­დე­გად ვი­ღებთ მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბას, კუჭ­ში სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას და მე­ტე­ო­რიზმს.

სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხილი

თევ­ზის შემ­დეგ და­უშ­ვე­ბე­ლია მსხლის, ყუ­რძნის, ვაშ­ლი­სა და სა­ზამ­თროს მი­ღე­ბა. მათ მო­ნე­ლე­ბას სხვა­დას­ხვა დრო სჭირ­დე­ბათ და სა­ბო­ლო­ოდ, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში პრო­ცე­სე­ბის არე­ვა ხდე­ბა.

აქვე გირ­ჩევთ, რომ თევ­ზე­უ­ლი C ვი­ტა­მი­ნის შემ­ცველ პრო­დუქტთან ერ­თად მი­ირ­თვათ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია ლი­მო­ნი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ომე­გა 3-ის ფუნ­ქცი­ებს აძ­ლი­ე­რებს. ამი­ტომ თევ­ზის კერ­ძებ­თან ერ­თად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რო­გორც ცალ­კე ლი­მო­ნი, ისე ლი­მო­ნი­ა­ნი წყა­ლი ან ლი­მო­ნის წვე­ნით უხ­ვად შე­ზა­ვე­ბუ­ლი სა­ლა­თე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

5 პროდუქტი, რომელთან ერთადაც თევზი არ უნდა მიირთვათ

თევზი ჯანსაღი კვების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. იგი სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით სავსე პროდუქტია, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორად შერჩეული კვების რაციონი კვირის განმავლობაში ორ სრულ პორცია თევზს უნდა შეიცავდეს. აქედან ერთი პორცია ცხიმიანი თევზი უნდა იყოს. სასურველია, თევზი მიირთვათ დღის მთავარ კვებაზე, რომელიც ყველაზე ნოყიერი უნდა იყოს.

ცალსახაა, რომ თევზი განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია გარკვეული წესები დაიცვათ. ზოგადად, რამდენიმე ტიპის საკვების არევა და ერთად მირთმევა საყურადღებო საკითხია. სასურველია, ყოველთვის გაითვალისწინოთ, თუ რასთან რისი მიღებაა რეკომენდებული. თევზის შემთხვევაში კი ეს არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის.

თევზის მწარმოებელი კომპანია „ოკეანე“ წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომელთან ერთადაც თევზი სასურველია არ მიირთვათ.

რძე

რძე ის პროდუქტია, რომლის მიღებაც თევზთან ერთად კატეგორიულად აკრძალულია. მათი ერთდროულად მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს. რძეც და თევზიც პროტეინებით მდიდარი პროდუქტებია. თუმცა მათი გადამუშავება საჭმლის მომნელებელ სისტემაში განსხვავებულ პროცესებთან არის დაკავშირებული, რაც გადამუშავების პროცესს ართულებს, აფერხებს და პრობლემებს იწვევს. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ მონელების პროცესზე, არამედ იმუნურ სისტემაზეც.

სოკო

თევზის მიღება არ შეიძლება სოკოსთან ერთად. თევზისა და სოკოს კომბინირებულად მიღების შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ სიმძიმეს მუცლის არეში, რიგ შემთხვევაში - მოთენთილობასაც. კუჭის პრობლემების არსებობის დროს კი აღნიშნული კომბინაცია მათ გართულებას იწვევს. სოკოს მიღება განსაკუთრებით არარეკომენდებულია ცხიმიან თევზთან, მაგალითად, სკუმბრიასა და ორაგულთან ერთად.

პარკოსნები

თევზის პარკოსნებთან კომბინაცია არარეკომენდებულია ნუტრიციოლოგების მიერ. მათი ერთად მიღება იწვევს სიმძიმის შეგრძნებას. გარდა ამისა, პარკოსნები ხელს უშლიან ცილის შეწოვას, თევზი კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს.

ტკბილი, გაზიანი სასმელები

ნებისმიერ ტკბილი საკვები ცილოვან საკვებთან ერთად კუჭში მოხვედრისას დუღილის პროცესს იწვევს. ხოლო როდესაც პროდუქტი ტკბილთან ერთად გაზიანიცაა, ეს პროცესი უფრო ძლიერდება. შედეგად ვიღებთ მუცლის შებერილობას, კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და მეტეორიზმს.

სხვადასხვა სახეობის ხილი

თევზის შემდეგ დაუშვებელია მსხლის, ყურძნის, ვაშლისა და საზამთროს მიღება. მათ მონელებას სხვადასხვა დრო სჭირდებათ და საბოლოოდ, საჭმლის მომნელებელ სისტემაში პროცესების არევა ხდება.

აქვე გირჩევთ, რომ თევზეული C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან ერთად მიირთვათ. განსაკუთრებით კარგია ლიმონი, რომელიც ორგანიზმში ომეგა 3-ის ფუნქციებს აძლიერებს. ამიტომ თევზის კერძებთან ერთად რეკომენდებულია როგორც ცალკე ლიმონი, ისე ლიმონიანი წყალი ან ლიმონის წვენით უხვად შეზავებული სალათები.