კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტი" - როგორია ეკოლოგიური ვითარება საქართველოში: რას აცხადებს ექსპერტი

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტი" - როგორია ეკოლოგიური ვითარება საქართველოში: რას აცხადებს ექსპერტი

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.

როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამის ძირითადი მიზეზია ქალაქში შექმნილი საცობი, არარსებული სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ.

"უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი წყარო არის ტრანსპორტი. ვერავინ მეტყვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა საუკეთესოა, რადგან ჩვენ დღეს ქალაქში ძალიან დიდი საცობი გვაქვს. საცობი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საკმაოდ სერიოზულია. იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს ქალაქის და ურბანული დასახელებების ატმოსფერული ჰაერი, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სატრანსპორტო პოლიტიკა, გამკაცრდეს საწვავთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესიც. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეფუთულ შენობებს, როცა მშენებლობა მიმდინარეობს ამა თუ იმ ადგილას და ჰაერი ისევ ბინძურდება“,-განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მაღალსართულიანი შენობების გამო რეალურად არ ხდება ჰაერის განიავება, რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა.

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ჩვენთან ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ტრანსპორტი. ის, რომ სატრანსპორტო მაგისტრალები მოწესრიგებული არ არის. ის, რომ ჯერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო პოლიტიკა. კარგია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა, მაგრამ პრობლემა დიდია. გზის გამტარობა არის პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანა არ უნდა ჩერდებოდეს. საცობი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია“, -განაცხადა ჩხობაძემ.