გერმანული გამოცემა Spiegel-ი მიხეილ სააკაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ფიზიკური განადგურების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა.
მიხეილ სააკაშვილს უწევს პასუხების გაცემა მის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდსა და შეცდომებზე. ამ კონტექსტში ის გირგვილიანის საქმეს იხსენებს. როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, ნანობს, რომ იმ დროს მაშინდელი შს მინისტრი თანამდებობიდან არ გადააყენა.
სააკაშვილის ინტერიუს უკვე ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში. პირველი განცხადება სწორედ ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამორალურია, როცა აბრალებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის.
"მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7-მა წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.
სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ, არ შემიძლია.
რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.
უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე. სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - წერს ის.
ნიკა მელია: "საკმარისზე მეტი რამ იკითხება იმ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "შპიგელს" მისცა. ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ენმ-ის ამომრჩეველზე და მჯერა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამოქვეყნებული სტატია დამატებითი საკვებია ფიქრისა და ანალიზისთვის. ხვალ გვექნება არა უბრალოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნები - ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა.
ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. ამ არჩევნებზე ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა გადაწყვიტონ ძველი მეთოდებით მოხდება პარტიის მართვა, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად მომავალია. 2023 წელია, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გვინდა რომ გავხდეთ, სამართლიანი პრეტენზია გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან და ამ დროს ჩვენ ტრადიციას ვამკვიდრებთ შიგნით, რომ დათო კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა არაფორმალურად მართონ პარტია?! სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ადამიანები წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები არიან და პარტიის სიცოცხლისუნარიანობისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველები."
ეკა ხერხეულიძე: ეს დროც მოვა, მერე ჩამოგივლით ყველა ნაძირალას ერთად
ნუგზარ წიკლაური: შორი არც ის დროა, როცა ამ არამზადების სახელებს ყველა გაიგებს
პეტრე ცისკარიშვილი: ნაძირლობა და ვირეშმაკობა არ გვიკვირს! მაგრამ ყველა დამბრალებელ და ბ..ზიშვილს პასუხი უნდა მოეთხოვოს! სინამდვილეში, მიშამ თქვა ეს: “რაც შეეხება ჩემს ქეისს, ლავროვმა კვლავ ისაუბრა ჩემზე. სიმონიანმა პერსონალურად გადაუხადა მადლობა პუტინს, ჩემი დაკავებისთვის. ჩემს საქართველოში ჩამოსვლაზე ფიქრისას, მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების თეორიების გულშემატკივარი არ ვარ, ახლა რომ ვაანალიზებ ფაქტებს, მჯერა რომ მე საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმა. პუტინი უკვე აცხადებს ჩემს დაკავებას გამარჯვებად”. დააკვირდით, რას ამბობს მიშა: საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმაო. უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილებმაო….[და ვანო რა შუაშია? ამბობს რამეს ვანოზე? არა. იგულისხმება ვანო ამ ტექსტში? ცხადია, არა…
ამ მუქარაზე ხუთ წელს რად არ უმატებთ ?
ნაცმოძრაობის დომხალიზაცია ხდება