კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია" - ბაჩო დოლიძე
"არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია" - ბაჩო დოლიძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი წევ­რის, ბაჩო დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ში ნიკა მე­ლი­ას გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

მან პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ აბ­სურ­დია, თით­ქოს ვი­ღა­ცას არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია.

"არა­ვინ, არ­სად წას­ვლას ნამ­დვი­ლად არ აპი­რებს. გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ნამ­დვი­ლად ვერ და­ვი­წყებ სა­უ­ბარს 60-70%-ზე, ცოტა ირო­ნი­უ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­დე­საც ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფა­რუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ვინ, ვის მის­ცემს ხმას, ეს არ ჩანს. მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რომ თურ­მე წი­ნას­წარ შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, არის აბ­სურ­დი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მიქ­სე­ბი უკვე მი­ნა­ხავს. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა მთა­ვა­რია ყვე­ლამ ჩვენს ამომ­რჩე­ველს მო­ვუ­წო­დოთ, რომ აქ­ტი­უ­რად მის­ცენ ხმა 28-29 იან­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ არა­ვინ არა­ვის გაგ­დე­ბას არ აპი­რებს, სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ეს აზრი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი ბი­ოგ­რა­ფია ამ პარ­ტი­ა­ში, მაგ­რამ ჩვენ ვსა­უბ­რობთ, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა პლან­ზე არ უნდა იყ­ვნენ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ოპო­ზი­ცი­ა­შიც სა­ში­შე­ბი არი­ან. ვსა­უბ­რობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც კუ­ლი­სე­ბის უკან მარ­თა­ვენ პრო­ცე­სებს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი და ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ბა­ტო­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

მისი თქმით, პარ­ტი­ი­დან წას­ვლას არ აპი­რებს.

"კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, პარ­ტი­ი­დან წას­ვლას ნამ­დვი­ლად არ ვგეგ­მავ. მე მექ­ნე­ბა ჩემი პო­ზი­ცია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, რა თქმა უნდა, ამ პარ­ტი­ა­ში იმი­ტომ ვარ, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ამ ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად. მე ამის­თვის ვარ მზად. თუ ვინ­მეს სხვა ინ­ტე­რე­სი აქვს და სამ­წუ­ხა­როდ, იკ­ვე­თე­ბა, რომ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც არის, ეს კი­დევ სხვა ამ­ბა­ვია“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის 12- პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა წა­რად­გი­ნა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გეგ­მა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უძ­რა­ო­ბი­დან“ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბამ­დე“, გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, 30 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცებს
0

გეხვეწებით ბოლომდე ჭამეთ ერთმანეთი...თქვნი გამშველებელი იყოს ცხოვრებით ორჯონიკიძე

ნინო
32

როგორიც არის მერაბიშვილი ერთი რამე მაინც გააკეთა - პოლიცია და პატრული დაამსგავსა პოლიციას და პატრულს და შენ რომ არაფერი გაგიკეთებია!! იმან მაინც გალანძღოს ვისაც მაგაზე მეტი აქვს კარგი გაკეთებული. პარტიაში დასუსტების მეტი არაფერი შეგიტანია.

ავტორი:

"არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია" - ბაჩო დოლიძე

"არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია" - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.

მან პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ აბსურდია, თითქოს ვიღაცას არჩევნების წინასწარ შედეგებზე საუბარი შეუძლია.

"არავინ, არსად წასვლას ნამდვილად არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60-70%-ზე, ცოტა ირონიულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხმის მიცემის პროცესი არის აბსოლუტურად ფარული. შესაბამისად, ვინ, ვის მისცემს ხმას, ეს არ ჩანს. მანიპულირება, რომ თურმე წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება რამის პროგნოზირება, არის აბსურდი. აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს. შესაბამისად, ახლა მთავარია ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ, რომ აქტიურად მისცენ ხმა 28-29 იანვარს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს, საიდან წარმოიშვა ეს აზრი, წარმოუდგენელია, ყველას აქვს თავისი ბიოგრაფია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ. არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი მათგანი და ნათელი მაგალითია ბატონი ვანო მერაბიშვილი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიიდან წასვლას ნამდვილად არ ვგეგმავ. მე მექნება ჩემი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ამ პარტიაში იმიტომ ვარ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ოლიგარქიული მმართველობის შესაცვლელად. მე ამისთვის ვარ მზად. თუ ვინმეს სხვა ინტერესი აქვს და სამწუხაროდ, იკვეთება, რომ სხვა ინტერესებიც არის, ეს კიდევ სხვა ამბავია“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გეგმა - "ნაციონალური უძრაობიდან“ "ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება.