მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"
"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"

1992 წელს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და "ქა­ლის სურ­ნე­ლი", ფილ­მი, სა­ო­ცა­რი ში­ნა­არ­სი­თა და ასე­ვე სა­ო­ცა­რი ტან­გოს შეს­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც კარ­გად ახ­სოვს მა­ყუ­რე­ბელს. ფილ­მის შე­მო­სა­ვალ­მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 134,095,253 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, ხოლო ალ პა­ჩი­ნოს ლე­ი­ტე­ნანტ-პოლ­კოვ­ნიკ ფრენკ სლე­ი­დის როლ­მა "ოს­კა­რი" მო­უ­ტა­ნა, 19 წლის გაბ­რი­ელ ან­ვა­რი კი მსოფ­ლი­ომ ალ პა­ჩი­ნოს­თან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტან­გოს ცეკ­ვით გა­იც­ნო.

დო­ნას რო­ლის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა რამ­დე­ნი­მე ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში ითა­მა­შა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ "Burn Notice"-ში. ამ­ჟა­მად ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი 51 წლი­საა, ჰყავს სამი შვი­ლი და წერს წიგ­ნებს. "ქა­ლის სურ­ნე­ლის" გა­და­ღე­ბი­დან 30 წლის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რად "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლის­თვის გაბ­რი­ელ ან­ვა­რი იხ­სე­ნებს ლე­გენ­და­რულ ტან­გოს და თა­ვის ცხოვ­რე­ბას კადრს მიღ­მა.

- თქვენ გა­ი­ზარ­დეთ ისეთ ოჯახ­ში, სა­დაც კინო და თე­ატ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო.

- დიახ, ასეა, და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს, რომ­ლე­ბიც ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად ცეკ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. ორი­ვე სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი იყო და ჩემი ცეკ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი ამან გა­ნა­პი­რო­ბა. ჩვენს ოჯახ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­რო იყო. მე და ჩემი ძმა მა­მას ვეხ­მა­რე­ბო­დით ხოლ­მე ზა­ფხუ­ლო­ბით სახ­ლის აშე­ნე­ბა­ში. ჩვენს პა­ტა­რა­ო­ბა­ში დედა კო­ლე­ჯში ას­წავ­ლი­და და ჩვენ ვას­რუ­ლებ­დით ზღვის გო­ჭე­ბის როლს სას­კო­ლო წარ­მოდ­გე­ნის­თვის. თე­ატ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და შემ­დგომ­ში ამან გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში დიდი გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტა.

- ყო­ველ­თვის გინ­დო­დათ მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- მე ყო­ველ­თვის მწე­რა­ლი ვი­ყა­ვი, მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად წერა უფრო და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ჩემ­თვის. ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ.

- 16 ან 17 წლი­სა პოლ მა­კარტნის მუ­სი­კა­ლურ კლიპ­ში "Pretty Little Head" გა­და­გი­ღეს.

- პოლი ძალ­ზე თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, მე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი სტე­ლა ტო­ლე­ბი ვართ, ამი­ტომ, მა­მა­სა­ვით ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე.

- პირ­ველ კი­ნო­როლ­ზე რას იტყვით ფილმში "Manifesto", 1988 წელს?

- რთუ­ლი კი­ნო­რო­ლი აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. სულ გა­და­ღე­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და უფ­როს მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გი­თხრათ კომ­პლი­მენ­ტი, სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. გაგ­ვიმ­ხელთ თქვე­ნი თა­ვის მოვ­ლის სა­ი­დუმ­ლოს?

- უნდა ვა­ღი­ა­რო, ად­რინ­დე­ლი­ვით აქ­ტი­უ­რი აღარ ვარ. ძა­ლი­ან მშვი­დი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მაქვს. ბავ­შვებს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა აქვთ, ახლა ვე­გუ­ე­ბი უმ­ცრო­სი შვი­ლის გამ­გზავ­რე­ბას ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. დღე­ებს ვა­ტა­რებ წე­რა­ში, ჩემი სახ­ლის სტუ­დი­ა­ში, სიმ­შვი­დეს მხო­ლოდ ჩემი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი მირ­ღვე­ვენ. მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად კარგ ფილ­მს ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე. ჩვენ ლა­მაზ, ძვე­ლი ნავ­სად­გუ­რის­პი­რა ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ, დავ­დი­ვართ რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში. ორი­ვე არა­კო­მერ­ცი­ულ საქ­მეს დიდ დროს ვუთ­მობთ.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- 1993 წელს გა­მო­ცე­მა "People"-მა 50 ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქალს შო­რის და­გა­სა­ხე­ლათ, 1996 წელს 82-ე იყა­ვით მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ქა­ლებს შო­რის. თქვე­ნი რო­ლე­ბით, ძი­რი­თა­დად, ქა­ლის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას გად­მოს­ცემთ, არას­დროს გი­თა­მა­ში­ათ მხო­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლის როლი. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ეს ამ ტი­ტუ­ლე­ბით?

- რო­გო­რი გუ­ლუხ­ვი ქა­თი­ნა­უ­რი მი­თხა­რით. ტი­ტუ­ლე­ბი არა­სო­დეს მი­მი­ღია სე­რი­ო­ზუ­ლად, ნე­ტავ რე­დაქ­ტორს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქა­ლე­ბი ჰყავ­და ნა­ნა­ხი, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო? პირ­ვე­ლი ბავ­შვი 1993 წელს გა­ვა­ჩი­ნე და მივ­ხვდი, რომ სი­ლა­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე სახე, სხე­უ­ლი... ახ­ლა­ხან შევ­ხვდი 80-იანი წლე­ბის შვედ მო­დელ პო­ლი­ნა პო­რი­ზკო­ვას. ადრე მისი გა­რეგ­ნო­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვი­ყა­ვი, ახლა კი მისი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო­თი მო­ვი­ხიბ­ლე. ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბა აღიქ­მე­ბა მისი ქმე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მა­ყუ­რე­ბე­ლი მისი რო­ლე­ბით ჩას­წვდე­ბა მსა­ხი­ო­ბის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს.

- ალ პა­ჩი­ნოს­თან ცეკ­ვა­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- დი­დე­ბუ­ლი ფილ­მია. ჩემს შვი­ლებს სა­თი­თა­ოდ ვა­ყუ­რე­ბი­ნე, რო­დე­საც უფ­როსკლა­სე­ლე­ბი გახ­დნენ. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე და იმ­დე­ნი რამ ვის­წავ­ლე რე­ჟი­სო­რი­სა და მსა­ხი­ო­ბის­გან, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა.

მე და ალ პა­ჩი­ნომ ტან­გოს რე­პე­ტი­ცია გა­და­ღე­ბამ­დე გა­ვი­ა­რეთ, რამ­დე­ნი­მე წამი ვი­ცეკ­ვეთ ამ ცნო­ბი­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბამ­დე. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი რე­პე­ტი­ცია-მეთ­ქი, შემ­დეგ კრის ო, დო­ნელ­მა მი­თხრა, ეს ალ პა­ჩი­ნოს სურ­ვი­ლია, სურს ცეკ­ვა იყოს სპონ­ტა­ნუ­რი, წი­ნას­წა­რი დად­გმის გა­რე­შე. ალ პა­ჩი­ნო ნამ­დვი­ლი ჯენტლმე­ნია. ფილ­მის რე­ჟი­სორ მარ­ტინ ბრესტთან მუ­შა­ო­ბას ჩემი სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა ამ ფილმში ვი­თა­მა­შე და მა­შინ ნამ­დვი­ლად არ მი­ფიქ­რია, რომ ეს როლი ალ პა­ჩი­ნოს "ოს­კარს" მო­უ­ტანდა, თა­ვად ფილ­მს კი უამ­რავ კი­ნო­ჯილ­დოს.

არც ის მი­ფიქ­რია, რომ ჩემს კა­რი­ე­რა­ზე ამ­ხე­ლა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და დო­ნას როლი. ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი სცე­ნაა, ნიუ-იორ­კის სას­ტუმ­რო Pierre-ში გა­და­ვი­ღეთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

  • ავ­ტო­რი: ნინო წი­ფუ­რია
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
11

ისე გარეგნულად კარგი გოგოა, ეს ფილმიც ბევრჯერ მინახავს, ამოჭრილი ცეკვის ვიდეო კიდევ უამრავჯერ, მაგრამ ეს გოგო მაინც არ დამამახსოვრდა. ალბათ უფრო სახასიათო გარეგნობის მსახიობები უფრო ახერხებენ თავის დამკვიდრებას.

გიორგი
2

უძლიერესი ფილმია ,უძლიერესი მსახიობის მონაწილეობით იმ პერიოდიდან როდესაც ოსკარის ცერემინიალი მართლა მსოფლიო მოვლენა იყო და არა ლიბერასტების მიერ გაფარჩაკებული,იდეოლოგიურ ჩარჩოებსი მოქცეული სატელევიზიო შოუ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"

"მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია მხოლოდ გადაღებამდე გავიარეთ" - "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინტერვიუ "დონასთან" ფილმიდან "ქალის სურნელი"

1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა "ქალის სურნელი", ფილმი, საოცარი შინაარსითა და ასევე საოცარი ტანგოს შესრულებით, რომელიც კარგად ახსოვს მაყურებელს. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 134,095,253 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ალ პაჩინოს ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლმა "ოსკარი" მოუტანა, 19 წლის გაბრიელ ანვარი კი მსოფლიომ ალ პაჩინოსთან შესრულებული ტანგოს ცეკვით გაიცნო.

დონას როლის შემდეგ მსახიობმა რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა, მათ შორის ყველაზე პოპულარულ "Burn Notice"-ში. ამჟამად ბრიტანელი მსახიობი 51 წლისაა, ჰყავს სამი შვილი და წერს წიგნებს. "ქალის სურნელის" გადაღებიდან 30 წლის შემდეგ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის გაბრიელ ანვარი იხსენებს ლეგენდარულ ტანგოს და თავის ცხოვრებას კადრს მიღმა.

- თქვენ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, სადაც კინო და თეატრი ცხოვრების ნაწილი იყო.

- დიახ, ასეა, დაუვიწყარი მოგონებები მაქვს, რომლებიც ჩემს მშობლებთან ერთად ცეკვას უკავშირდება. ორივე საოცრად მუსიკალური იყო და ჩემი ცეკვის სიყვარული ამან განაპირობა. ჩვენს ოჯახში შემოქმედებითი ატმოსფერო იყო. მე და ჩემი ძმა მამას ვეხმარებოდით ხოლმე ზაფხულობით სახლის აშენებაში. ჩვენს პატარაობაში დედა კოლეჯში ასწავლიდა და ჩვენ ვასრულებდით ზღვის გოჭების როლს სასკოლო წარმოდგენისთვის. თეატრის ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი და შემდგომში ამან გამოხატვის თავისუფლებაში დიდი გამბედაობა შემმატა.

- ყოველთვის გინდოდათ მსახიობობა?

- მე ყოველთვის მწერალი ვიყავი, მსახიობის კარიერა შემთხვევით დაიწყო. ასაკის მატებასთან ერთად წერა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის. ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ.

- 16 ან 17 წლისა პოლ მაკარტნის მუსიკალურ კლიპში "Pretty Little Head" გადაგიღეს.

- პოლი ძალზე თბილი ადამიანია, მე და მისი ქალიშვილი სტელა ტოლები ვართ, ამიტომ, მამასავით ზრუნავდა ჩემზე.

- პირველ კინოროლზე რას იტყვით ფილმში "Manifesto", 1988 წელს?

- რთული კინოროლი აღმოჩნდა, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვიყავი. სულ გადაღებაში ვიყავი ჩართული, ძალიან გამიჭირდა უფროს მსახიობებთან ურთიერთობა.

- აუცილებლად უნდა გითხრათ კომპლიმენტი, საოცრად გამოიყურებით. გაგვიმხელთ თქვენი თავის მოვლის საიდუმლოს?

- უნდა ვაღიარო, ადრინდელივით აქტიური აღარ ვარ. ძალიან მშვიდი ყოველდღიურობა მაქვს. ბავშვებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, ახლა ვეგუები უმცროსი შვილის გამგზავრებას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სასწავლებლად. დღეებს ვატარებ წერაში, ჩემი სახლის სტუდიაში, სიმშვიდეს მხოლოდ ჩემი ოთხფეხა მეგობრები მირღვევენ. მე და ჩემი მეუღლე საღამოობით ხშირად კარგ ფილმს ვუყურებთ ხოლმე. ჩვენ ლამაზ, ძველი ნავსადგურისპირა ქალაქში ვცხოვრობთ, დავდივართ რესტორნებსა და ბარებში. ორივე არაკომერციულ საქმეს დიდ დროს ვუთმობთ.

მეუღლესთან ერთად

- 1993 წელს გამოცემა "People"-მა 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორის დაგასახელათ, 1996 წელს 82-ე იყავით მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალებს შორის. თქვენი როლებით, ძირითადად, ქალის სულიერ მდგომარეობას გადმოსცემთ, არასდროს გითამაშიათ მხოლოდ ლამაზი ქალის როლი. როგორ მოახერხეთ ეს ამ ტიტულებით?

- როგორი გულუხვი ქათინაური მითხარით. ტიტულები არასოდეს მიმიღია სერიოზულად, ნეტავ რედაქტორს მთელი მსოფლიოს ქალები ჰყავდა ნანახი, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო? პირველი ბავშვი 1993 წელს გავაჩინე და მივხვდი, რომ სილამაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სახე, სხეული... ახლახან შევხვდი 80-იანი წლების შვედ მოდელ პოლინა პორიზკოვას. ადრე მისი გარეგნობის თაყვანისმცემელი ვიყავი, ახლა კი მისი სულიერი სამყაროთი მოვიხიბლე. ადამიანის სულიერება აღიქმება მისი ქმედებების საშუალებით, მაყურებელი მისი როლებით ჩასწვდება მსახიობის სულიერ სამყაროს.

- ალ პაჩინოსთან ცეკვაზეც გვიამბეთ.

- დიდებული ფილმია. ჩემს შვილებს სათითაოდ ვაყურებინე, როდესაც უფროსკლასელები გახდნენ. მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი გადაღებაზე და იმდენი რამ ვისწავლე რეჟისორისა და მსახიობისგან, რომ მთელი ცხოვრება გამყვა ეს გამოცდილება.

მე და ალ პაჩინომ ტანგოს რეპეტიცია გადაღებამდე გავიარეთ, რამდენიმე წამი ვიცეკვეთ ამ ცნობილი სცენის გადაღებამდე. ვფიქრობდი, როგორ იქნება საკმარისი რამდენიმეწამიანი რეპეტიცია-მეთქი, შემდეგ კრის ო, დონელმა მითხრა, ეს ალ პაჩინოს სურვილია, სურს ცეკვა იყოს სპონტანური, წინასწარი დადგმის გარეშე. ალ პაჩინო ნამდვილი ჯენტლმენია. ფილმის რეჟისორ მარტინ ბრესტთან მუშაობას ჩემი საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. 19 წლის ვიყავი, როცა ამ ფილმში ვითამაშე და მაშინ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ეს როლი ალ პაჩინოს "ოსკარს" მოუტანდა, თავად ფილმს კი უამრავ კინოჯილდოს.

არც ის მიფიქრია, რომ ჩემს კარიერაზე ამხელა გავლენას მოახდენდა დონას როლი. ძალიან რომანტიკული სცენაა, ნიუ-იორკის სასტუმრო Pierre-ში გადავიღეთ. გააგრძელეთ კითხვა

  • ავტორი: ნინო წიფურია